როდესაც ქმნი სრულიად ახალ სამყაროს — საქართველოს ბანკი Game Jam Georgia-ს მხარდამჭერია
ფოტო: საქართველოს ბანკი
თანამედროვე სამყაროში ციფრული თამაშების პოპულარობა სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება. მთელ მსოფლიოში ვიდეო თამაშებს 3 მილიარდამდე ადამიანი თამაშობს, 2027 წლისთვის კი ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა 3.1 მილიარდამდე გაიზრდება.
ჩვეულებრივი მაყურებლისთვის, ეს მხოლოდ ჰობია, თუმცა, არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, ეს სფერო მომავლის პროფესიებს აერთიანებს. დღეს ვიდეო თამაშების ბაზრის ღირებულება 197.11 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და ექსპერტები მომავალში ბაზრის წილის კიდევ უფრო დიდ ზრდას ელოდებიან.
მაშინ, როდესაც თამაშების დეველოპმენტის სფერო უკვე რამდენიმე ათეული წელია სტაბილურად იზრდება, საქართველოში მისდამი ინტერესი მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაჩნდა.
თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ორგანიზაციები აქტიურად ცდილობენ, ხელი შეუწყონ ქვეყანაში მომავლის სფეროების განვითარებას და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, რაც დაეხმარება მათ, ფეხი აუწყონ თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის sCool და Student Card-ის, როგორც მთავარი პარტნიორის და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ), ჯეოლაბის, POSTRED-ის, POSTRED აკადემიის, თბილისის მერიის, HotSale.ge-ის, კანტისა და მეამას მხარდაჭერით, საქართველოში ციფრული თამაშების ჰაკათონი — Game Jam Georgia გაიმართა.
48 საათის განმავლობაში 46 მონაწილე აქტიურად მუშაობდა კომპიუტერული თამაშების შექმნაზე. მონაწილე გუნდების დავალება იყო, შეექმნათ "2043-ის" სამყარო, რომელიც ფუტურისტული ხასიათის მატარებელი იქნებოდა.
შედეგად, ჟიურიმ ორი საპრიზო ადგილის მფლობელი გამოავლინა, რომლებმაც საუკეთესო და საინტერესო თემატიკის მქონე კომპიუტერული თამაშების პროტოტიპი შექმნეს.
გამარჯვებულთა შორის იყო გუნდი H — asks, რომელმაც თამაშის მთავარ თემად ხელოვნური ინტელექტი აირჩია. თამაშის იდეა შემდეგნაირია, მთავარ გმირს გამოექცა 3 AI ბოტი, რომლებიც გარეგნულად ადამიანების იდენტურები არიან. მოთამაშის მიზანი კი ქუჩაში შემხვედრი ადამიანებისთვის ისეთი სპეციფიკური შეკითხვების დასმაა, რომელიც მათ რობოტების გამოვლენაში დაეხმარებათ.
"Game Jam-ის დავალება "2043-ის" შესახებ თამაშის შექმნა იყო, რაც შესაძლებლობას გვაძლევდა, ფართო სპექტრში შეგვეხედა დავალებისთვის და შეგვექმნა სამყარო, რომელმაც განიცადა მეტამორფოზა. ჩვენი თამაშის ინსპირაციის წყაროდ ფილიპ დიკის წიგნი — ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე? იქცა, რომლის ეკრანიზაცია — დანის პირზე მორბენალი ალბათ მკითხველისთვის კარგად არის ნაცნობი", — ამბობს ბაჩო აფციაური, ვიზუალური არტისტი, H — asks-ის წევრი.
H — asks-ი ოთხი წევრისგან დაკომპლექტებული გუნდია, რომლის წევრებიც ზაალ ჯანიკაშვილი, უშანგი ქვრივიშვილი, ნანა ჩიბუხაშვილი და ბაჩო აფციაური არიან.
როგორც ზაალ ჯანიკაშვილი ამბობს, მისთვის თამაშების დეველოპმენტის სფეროში Game Jam-ში მონაწილეობა პირველი არ ყოფილა, მას მონაწილეობა მანამდეც მიუღია მსგავს ჰაკათონში. თუმცა, აღნიშნავს, რომ შესაძლებლობის გამოყენება — აღმოაჩინო ინდუსტრიის წარმატებული წარმომადგენლები და მიიღო დიდი გამოცდილება მოკლე დროში, ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა.
"კომპიუტერულ თამაშებს ალბათ 6-7 წლიდან ვთამაშობ, გასაკვირი არაა, რომ პატარაობაში სულ ინტერნეტ კაფეებში დავძვრებოდი. თავდაპირველად, თამაშები უბრალოდ გართობის საშუალება იყო, შემდეგ სკოლის რეალობიდან თავის დაღწევის შესაძლებლობად იქცა. გარდატეხის ასაკში კი ისინი ჩემი უნარების გამოვლენისა და სხვებისთვის გაზიარების შესაძლებლობას წარმოადგენდა. დღესაც აქტიურად ვთამაშობ კომპიუტერულ თამაშებს, თუმცა, ის ახლა დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვის ინსტრუმენტი გახდა", — აღნიშნავს ზაალი.
ბაჩო კი აღნიშნავს, რომ მისთვის კომპიუტერული თამაშები ხელოვნების სახეობაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, შექმნას სრულიად ახალი სამყარო ვირტუალურ სივრცეში.
"როგორც ვიზუალური არტისტი, ვფიქრობ, რომ კომპიუტერული თამაშები დღესდღეობით არის ხელოვნების გაგრძელება — ეს არის სივრცე, სადაც ქმნი მთლიან სიმულაციურ სამყაროს, ნივთებს, არსებებს, პერსონაჟებს, გარემოსა და ნათებებს. დეველოპერები კი, ამ ყველაფერს აერთიანებენ და ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, რომელიც მოთამაშეს შესაძლებლობას აძლევს, გაერთოს, შეიძინოს ცოდნა და გაიუმჯობესოს ვიზუალურ-სივრცითი უნარები", — განმარტავს ბაჩო.
კომპიუტერული თამაშების თამაშის შედეგად მიღებული სასიამოვნო გამოცდილების გაზიარება და სხვა ადამიანებისთვის ამ შესაძლებლობის შექმნა სწორედ იმ მიზეზად იქცა, რის გამოც მათ გადაწყვიტეს, Game Jam Georgia-ს ფარგლებში საკუთარი შესაძლებლობები გამოეცადათ.
ამბობენ, რომ თამაშების შექმნა იმდენადვე სახალისო პროცესია, რამდენადაც შრომატევადი, რადგან ძალიან დიდ დროს და დეტალებზე კონცენტრაციას მოითხოვს.
მართალია, ზაალისთვის თამაშების დეველოპმენტი ახალ გამოწვევას არ წარმოადგენს, მას შექმნილი აქვს სტარტაპი, რომელიც პროგრამირების საგანმანათლებლო თამაშს წარმოადგენს. ბაჩოს კი სურს, რომ მისი მომავალი პროფესია კონცეპტ არტს და 3D მოდელინგს დაუკავშიროს, რადგან, როგორც ამბობს, ეს ის მიმართულებებია, რომელიც ნებისმიერ ციფრული თამაშის სტუდიას სჭირდება უნიკალური და განსხვავებული ვიზუალების შესაქმნელად.
ამბობენ, რომ საქართველოში კომპიუტერული თამაშების დეველოპმენტის სფერო ჯერ ახლა იწყებს განვითარებას.
"თამაშების მიმართ ინტერესი მათი საქართველოში გამოჩენის პირველივე დღიდან იზრდება. ვფიქრობ, ბევრი მოზარდია დაინტერესებული უშუალოდ კომპიუტერული თამაშით, ხოლო თამაშის შექმნისადმი ინტერესი ჯერჯერობით არც ისე მაღალია, თუმცა კარგი ისაა, რომ ჩვენი რიცხვი იზრდება", — ამბობს ბაჩო.
ზაალი კი განმარტავს, რომ ქვეყანაში თითქმის არ არსებობს ადგილი, სადაც გეიმინგს ისწავლი, მითუმეტეს კონკრეტულ მიმართულებებს.
"მართალია, არის სტუდიები, მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან ცოტაა და თითქმის ყველა მათგანი აუთსორსზე მუშაობს", — ამბობს ზაალი.
აღნიშნავს, რომ საქართველოს ბანკის ჩართულობა გეიმინგ ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგან ხელს უწყობს ამ სფეროს განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.
"ჩვენ წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი იმისთვის, რომ ამოვქაჩოთ ქვეყანა და დავეწიოთ თუნდაც უკრაინას, რომელიც 20 წლით ჩვენზე წინაა ამ დარგში", — აღნიშნავს ზაალი.
-
ლევან ალაფიშვილი: პარტიის წევრობა კონკრეტულ პირს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება აეკრძალოს ლევან ალაფიშვილი: პარტიის წევრობა კონკრეტულ პირს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება აეკრძალოს
გადახედვა
-
გოეთეს ისტორიულ კოლექციაში 40 მლნ წლის წინანდელი ჭიანჭველა აღმოაჩინეს გოეთეს ისტორიულ კოლექციაში 40 მლნ წლის წინანდელი ჭიანჭველა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორი იყო სამყაროს დასაწყისი შემდეგი პოდკასტი: როგორი იყო სამყაროს დასაწყისი
-
Creator-ის გამარჯვებული ცნობილია — უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე Creator-ის გამარჯვებული ცნობილია — უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე
-
ქვიზი: გამოიცანი სერიალი საჭმლით ქვიზი: გამოიცანი სერიალი საჭმლით
-
სალომე ზურაბიშვილი: ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოსთვის, მათთვის, ვინც იბრძვის მნიშვნელოვანი ეტაპია სალომე ზურაბიშვილი: ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოსთვის, მათთვის, ვინც იბრძვის მნიშვნელოვანი ეტაპია
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ტომას ედისონმა შეიმუშავა მასალა, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ 125 წლის შემდეგ შექმნეს კვლევის თანახმად, ტომას ედისონმა შეიმუშავა მასალა, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ 125 წლის შემდეგ შექმნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა
-
მიხეილ სააკაშვილი: მინდა მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს — ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა — თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა! მიხეილ სააკაშვილი: მინდა მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს — ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა — თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა!
გადახედვა
-
NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრ იოზე უდიდესი ვულკანური ამოფრქვევა დააფიქსირა NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრ იოზე უდიდესი ვულკანური ამოფრქვევა დააფიქსირა
გადახედვა
-
იმერეთში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს იმერეთში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს
გადახედვა
-
ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის — ზურა ჯაფარიძე "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები "ქართული ოცნების" რეჟიმისთვის — ზურა ჯაფარიძე "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებაზე
გადახედვა
-
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
გადახედვა
-
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ილონ მასკს SpaceX-ისა და xAI-ს გაერთიანება სურს ილონ მასკს SpaceX-ისა და xAI-ს გაერთიანება სურს
გადახედვა
-
გერმანია მოუწოდებს საქართველოს, გააუქმოს ან შეცვალოს სადავო კანონები გერმანია მოუწოდებს საქართველოს, გააუქმოს ან შეცვალოს სადავო კანონები
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს "ოცნების" პარლამენტი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვას მომავალი კვირიდან დაიწყებს
გადახედვა
-
ახალ რეკლამაში კოკა-კოლას სიმბოლოდ ქცეული თეთრი დათვი პეპსის ირჩევს — ნახეთ ვიდეო ახალ რეკლამაში კოკა-კოლას სიმბოლოდ ქცეული თეთრი დათვი პეპსის ირჩევს — ნახეთ ვიდეო
-
მენდი პატინკინი God of War-ის სერიალში ოდინის როლს შეასრულებს მენდი პატინკინი God of War-ის სერიალში ოდინის როლს შეასრულებს
გადახედვა
-
Good Boy-ის ცუგამ ადამიან მსახიობებს აჯობა და სამსახიობო ჯილდო მოიგო Good Boy-ის ცუგამ ადამიან მსახიობებს აჯობა და სამსახიობო ჯილდო მოიგო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშილი: თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით სტუდენტებისთვის არაფერი შეიცვლება — ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები შალვა პაპუაშილი: თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანებით სტუდენტებისთვის არაფერი შეიცვლება — ისინი იქნებიან ერთი დიდი უნივერსიტეტის სტუდენტები
გადახედვა
კომენტარები