რისკები, რომლებიც ზაფხულში ზამთრის საბურავებით გადაადგილებას ახლავს
ფოტო: თეგეტა
ზაფხულის დადგომა ნანატრ შვებულებასთან, მზესთან, დასვენებასა და განტვირთვასთან ასოცირდება. ამ სეზონზე გზებზე მოძრაობა იზრდება. საყვარელი ან ახალი ადგილების სანახავად, ძირითადად, ქალაქიდან შორს მივემგზავრებით და ჩვეულებრივთან შედარებით, ავტომობილით ბევრად დიდი მანძილის დაფარვა გვიწევს. შორ გზაზე მოგზაურობისას კი ავტომობილის გამართვა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
გამართული ავტომობილისთვის ერთ-ერთი მთავარი დეტალი სეზონისთვის შესაბამისი საბურავია. ზამთრისა და ზაფხულის საბურავები ერთმანეთისგან პროტექტორის ფორმით, ზომით, განლაგებით, შემადგენლობითა და ბევრი სხვა დეტალით განსხვავდება.
მიუხედავად ამისა, ხშირად მძღოლები მანქანის სეზონური გამართვის აუცილებლობას ვერ აცნობიერებენ. სხვადასხვა მიზეზის — დროის, ფინანსებისა თუ ძალისხმევის დაზოგვის მიზნით, ცდილობენ, ამ საჭიროებას თავი აარიდონ. ამ ყველაფერს კი ხელს უწყობს ავტომობილის მოვლის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპული მოსაზრებები. ალბათ ბევრი მძღოლისგან გსმენიათ, რომ ზაფხულში ზამთრის საბურავებით გადაადგილება პრობლემა სულაც არ არის და სეზონის შესაბამისი საბურავების შეძენა ზედმეტი ხარჯი თუ დროის კარგვაა.
ალბათ, მძღოლებისგან პირადი ისტორიებიც მოგისმენიათ, რომ ზაფხულში ზამთრის საბურავებით ყველანაირი ექსცესების გარეშე გადაადგილდებიან.
თუმცა, რეალობა სრულიად განსხვავებულია. შესაძლოა, კონკრეტულ შემთხვევაში ერთ მძღოლს გაუმართლა, თუმცა ეს ერთეული ისტორია სულაც არ ნიშნავს, რომ ზაფხულში ზამთრის საბურავებით მოძრავ სხვა ავტომობილსაც არ შეექმნება პრობლემა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გააცნობიეროთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც სეზონისთვის შეუფერებელი საბურავებით გადაადგილდებით, უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებთ.
არსებობს რამდენიმე კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ზაფხულში სეზონისთვის განკუთვნილი საბურავების გამოყენება აუცილებელია:
სამუხრუჭე მანძილის გაზრდა
ზაფხულის საბურავები დამზადების ტექნოლოგიითა და ქიმიური შემადგენლობით გამოირჩევა. მაღალი ტემპერატურის პირობებში აქტიურდება მისი შემადგენელი ნივთიერებები და გზის ზედაპირთან მოჭიდების ხარისხი იზრდება. ხოლო ზამთრის საბურავები მაღალ ტემპერატურაზე ელასტიკური ხდება და ეფექტურობას კარგავს. უამრავი ექსპერიმენტით დასტურდება, რომ ზაფხულის საბურავი დამუხრუჭებისას ბევრად ეფექტურია ზამთრის საბურავთან შედარებით. შესაბამისად, თუ გინდათ ავტომობილით გადაადგილებისას მშვიდად იგრძნოთ თავი, აუცილებლად სეზონის შესაბამისად უნდა შეცვალოთ საბურავები.
მოცურების მაღალი ალბათობა
როდესაც ზაფხულის ცხელ დღეებში საბურავების ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ მათი ქიმიური შემადგენლობა არ იგულისხმება. დიდი დატვირთვა აქვს პროტექტორებს. მათი განლაგება, ფორმა და ზომა განაპირობებს გზის ზედაპირთან მოჭიდების ხარისხს. ზამთრის საბურავის პროტექტორები არის მაღალი, მათ შორის საკმაოდ დიდი სივრცეა და ამის გამო საბურავის ზედაპირის მხოლოდ ნაწილი ეხება გზას. მაღალი ტემპერატურის პირობებში კი პროტექტორები ელასტიკური ხდება. მკვეთრი მანევრის შესრულებისას ან დამუხრუჭებისას იზრდება იმის ალბათობა, რომ ავტომობილი მოცურდეს.
წვიმის დროს გზის სველ ზედაპირზე მართვის გართულება
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზაფხულისა და ზამთრის საბურავები ერთმანეთისგან პროტექტორების განლაგებითაც განსხვავდება. ზაფხულის საბურავების პროტექტორები იმგვარადაა განლაგებული, რომ, თუ წვიმიან ამინდში მოგიწევთ გადაადგილება, საბურავები წყალს მაქსიმალურად განდევნის გზის ზედაპირიდან, რაც მოცურების ალბათობას შეამცირებს, შესაბამისად, მსგავს პირობებში ავტომობილის მართვა ძალიან მარტივია. ზამთრის საბურავებს კი, პროტექტორების განლაგების გამო, მსგავსი შესაძლებლობა არ აქვს.
ცვეთის დონის ზრდა
მძღოლების გარკვეულ ნაწილში გავრცელებულია მითი, რომ ზამთრის საბურავები ზაფხულის საბურავებთან შედარებით უფრო ხარისხიანია. სინამდვილეში კი რეალობა სხვაგვარია. ზამთრის საბურავები მაღალი ტემპერატურის პირობებში ძალიან ელასტიკური ხდება და, შესაბამისად, მისი ცვეთის ხარისხი ბევრად მაღალია, ვიდრე ზამთარში. ასე რომ, საბურავებზე გაკეთებული ეკონომია გრძელვადიან პერიოდში საერთოდაც არ არის მოგებიანი. პირიქით, უფრო მეტ ხარჯთან და რისკებთან არის დაკავშირებული.
ხმაური გადაადგილებისას
უსაფრთხო გადაადგილებასთან ერთად, ზაფხულის საბურავებით მოძრაობა კომფორტის წინაპირობაცაა. ის ზამთრის საბურავებთან შედარებით მსუბუქია, აგებულებითა და შემადგენლობით კი — განსხვავებული. შესაბამისად, როდესაც ზაფხულის დადგომისას ავტომობილზე ზამთრის საბურავებს მოხსნით და ზაფხულისთვის განკუთვნილ საბურავებს დააყენებთ, ავტომობილის დაძვრისას იგრძნობთ, რომ მსუბუქად და უხმაუროდ გადაადგილდებით.
ეს მიზეზებიც კმარა, რომ უკვე ზაფხულის საბურავების მოძიებაზე დაიწყოთ ზრუნვა. ყველაზე დიდი არჩევანი კი თეგეტა მოტორსის ფილიალებში დაგხვდებათ და სპეციალური შეთავაზებებითაც ისარგებლებთ. მეტი კომფორტისთვის კი შესაძლებელია, დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინ ჯავშნით ისარგებლოთ.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები