ისტორიული მიღწევა — ნინო სალუქვაძე ზედიზედ მე-10 ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
ლეგენდარულმა ქართველმა მიზანში მსროლელმა ნინო სალუქვაძემ ვროცლავში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე 2024 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონისთვის ეს ზედიზედ მე-10 ოლიმპიადა იქნება — მასშტაბურ სპორტულ შეჯიბრში იგი 1988 წლის შემდეგ მუდმივად ასპარეზობს.
აღსანიშნავია, რომ სალუქვაძემ რეკორდი ჯერ კიდევ 2021 წელს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დაამყარა. იგი ამ დრომდე ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიურ სარბიელზე ცხრაჯერ გაიარა.
ნინო ამბობს, რომ მე-10 ოლიმპიადაზე მონაწილეობისკენ მამამისმა, ვახტანგ სალუქვაძემ (რომელიც მისი მწვრთნელიც იყო) და შვილმა, ასევე მიზანში მსროლელმა ცოტნე მაჭავარიანმა უბიძგეს.
"ეს ჩემთვის კი არა, ჩემი ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი", — აღნიშნა სალუქვაძემ ვროცლავის თამაშებზე გამოსვლამდე, — "საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და მსოფლიო მოსახლეობის ალბათ 80%-მა არც კი იცის, სად მდებარეობს ის. ასე რომ, თუ ამას მივაღწევ, იქნებ ჩემს პატარა, უმშვენიერეს სამშობლოზე შეიტყონ".
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს თამაშებზე ნინო და ცოტნე გახდნენ პირველი დედა-შვილი, რომლებმაც ოლიმპიადაზე ერთად იასპარეზეს.
ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი
ფოტო: Shakh Aivazov / AP
სამგზის ოლიმპიური მედალოსანი 54 წლისაა, მაგრამ ამბობს, რომ მიზანში სროლისთვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.
"ფიზიკურად დიდი მომზადება არ გჭირდება, უბრალოდ, ხელში პისტოლეტი უნდა დაიკავო", — ამატებს ქართველი ოლიმპიელი, — "ჩვენი სპორტი უმეტესწილად ფსიქოლოგიური [გამოცდაა], საკუთარი აზრების კონტროლი უნდა შეძლო".
ნინო სალუქვაძის ოლიმპიური დებიუტი 1988 წლის სეულის თამაშებზე შედგა, როცა მან ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა. სპორტსმენს კარიერის განმავლობაში 90-მდე მედალი აქვს მიღებული.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები