საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა
ფოტო: ეროვნული ნაკრები
საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024 წლის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი თემურ ქეცბაიას კვიპროსთან ლარნაკაში ჩაატარა და გამარჯვება მოიპოვა. გოლები გიორგი მიქაუტაძემ და ზურიკო დავითაშვილმა გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ პირველი რეალური მომენტი მასპინძლებს ჰქონდათ, გიორგი მამარდაშვილის შეცდომის შემდეგ, მაგრამ ამ ეპიზოდში მამარდაშვილმა თავადვე იყოჩაღა და მეტოქის დარტყმა მოიგერია, ხოლო დამატების შემდეგ, ოთარ კაკაბაძემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. ამის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ორი კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ნაპოლის ვარსკვლავის ორივე დარტყმა კარს გადასცდა. კვარაცხელიას პასის შემდეგ, მომენტი გიორგი ჩაკვეტაძესაც ჰქონდა, თუმცა კვიპროსი მეკარემ გადაარჩინა. ამას გიორგი მიქაუტაძის გოლი მოჰყვა. ცოტა ხანში კი ლუკა ლოჩოშვილის დარღვევის გამო, პენალტი დაინიშნა და იოანის პიტასმა ანგარიში გაათანაბრა.
საქართველოს ნაკრებმა მეორე გოლი 84-ე წუთზე გაიტანა, რომელიც შეცვლაზე შემოსულმა ზურიკო დავითაშვილმა შეასრულა. მან ბრწყინვალე დარტყმით ანგარიში 1:2 გახადა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა. საგოლე პასი ასევე თადარიგიდან ჩართულმა საბა ლობჟანიძემ გააკეთა.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრებს უკვე 7 საგარეო მატჩია არ წაუგია. ნაკრებმა სტუმრად ბოლო მარცხი 2021 წლის 8 სექტემბერს ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრაში განიცადა.
საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩის შემდეგ 4 ქულას მოუყარა თავი, ესპანეთს გადაასწრო და მეორე ადგილზე გადავიდა. ლიდერი 3 მატჩიდან 3 გამარჯვებით შოტლანდიაა, რომელსაც საქართველო 20 ივნისს გლაზგოში ეწვევა. მატჩი ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.
აქვე აღვნიშნოთ, რომ ეს საქართველოს ნაკრების მე-7 მატჩი იყო კვიპროსთან და ამ შეხვედრის შემდეგ ასეთი ბალანსია — 3 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება.
საქართველოს ბანკი ქართული ფეხბურთის მხარდამჭერი და ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია!
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა — რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო 1 წელში? საქსტატი: ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა — რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო 1 წელში?
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
კომენტარები