5 წიგნი, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა უნდა წაიკითხოს
ფოტო: გიორგი მუზაშვილი / On.ge
7 მარტს ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული კანონი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. ამბავს წინ უძღოდა მასობრივი პროტესტი ქვეყანაში, როგორც რიგითი მოქალაქეების, ასევე სხვადასხვა სფეროში ცნობილი ადამიანების მხრიდან. თუმცა, ერთი-ორ პოლიტიკოსს, მაგალითად, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს (რომელიც ამ კანონის ინიციატორია), მიაჩნია, რომ "ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა, ამჩატდა, ამჩატდა, ამჩატდა, ამჩატდა...". ყაველაშვილი ამტკიცებს, მათ კანონი არ წაუკითხავთო.
სხვათა შორის, ამავე დეპუტატმა მანამდე ისიც განაცხადა, განათლება მარტო წიგნების კითხვა არ არისო. მეტიც, დასძინა, რომ "სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება". პრინციპში, ძნელია, ამ დებულებას შეედავო; ამიტომ გადავწყვიტეთ, ისეთი წიგნები ჩამოგვეწერა, რომელთა წაკითხვის შემდეგ ადამიანი შეიძლება ვერ გახდეს განათლებული, მაგრამ რუსული კანონის მიღებას მაინც არ დაუჭერს მხარს.
1. ანა პოლიტკოვსკაიას პუტინის რუსეთი
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
პოლიტკოვსკაია რუსი ჟურნალისტი და უფლებადამცველი გახლდათ, რომელიც პუტინის რეჟიმს მწვავედ აკრიტიკებდა ხოლმე. ამის გამო სამშობლოში ყოველთვის არასასურველ პირად მიიჩნეოდა — იყო დაკავებული და მოგვიანებით მოწამლეს კიდეც. მუდმივი წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიტკოვსკაიას თავისი საქმის შეუპოვრად კეთება არ შეუწყვეტია და 2004 წელს გავლენიანი ნაშრომი, პუტინის რუსეთი, გამოსცა, სადაც თავის ქვეყანაში გამეფებულ შიშის პოლიტიკაზე ვრცლად მოჰყვა. სამწუხაროდ, დანაშაულებრივი რეჟიმის მხილება ჟურნალისტს საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდა — პოლიტკოვსკაია 2006 წელს, მოსკოვში მოკლეს.
2. ოლეგ პანფილოვის ანტისაბჭოთა ისტორიები
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
კიდევ ერთი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებს ამხელდა, ოლეგ პანფილოვი იყო. პუტინის რუსეთისგან განსხვავებით, ანტისაბჭოთა ისტორიები ოკუპანტი ქვეყნის ისტორიის მხოლოდ ერთ პერიოდზე არ ფოკუსირდება და ჰყვება იმაზე, თუ რა საერთო აქვთ პუტინის რუსეთს, საბჭოთა კავშირსა და რუსეთის იმპერიას. ესაა იმპერიალიზმის იდეა და რეჟიმი, რომელიც საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად და გავლენის გასაძლიერებლად ტყუილს და პროპაგანდას იყენებს. სიმბოლურია, რომ რუსული სამთავრობო მედია პანფილოვს სწორედ პროპაგანდისტად, თანაც "სააკაშვილთან დაახლოებულ პროპაგანდისტად" მოიხსენებდა.
3. ჯორჯ ორუელის 1984
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ტელეკომპანია იმედია
სადაც პირდაპირი ნათქვამი არ ჭრის, იქ შეიძლება ალეგორიებით საუბარმა გაამართლოს — იქნებ ზოგმა ფიქციურ უტოპიებსა და არსებულ რეალობას შორის პარალელები გაავლოს და მოსალოდნელმა დააფიქროს. ამ იმედით დაიწერა ორუელის ყველაზე ცნობილი რომანი, რომელიც განსაკუთრებულ წარდგენას ალბათ არ საჭიროებს. ეს წიგნი ისედაც საკმარისად ჰყვება ტყუილზე დაფუძნებულ პროპაგანდაზე. თუმცა, ზოგიერთს, მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ მარია ზახაროვას, მტკიცედ სჯერა, რომ 1984 ტოტალიტარიზმზე კი არა, ლიბერალიზმზეა. რას ვიზამთ, ასეთი რეჟიმებისთვის (და მათი მოტრფიალე-მოსურნეებისთვის) ხომ უმეცრება ძალაა. ისე კი, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილიც ამბობდა ორუელის რომანზე, გეგონება, გუშინ ქართველმა მწერალმა "ნაცებზე" დაწერაო...
4. ზაირა არსენიშვილის ვა, სოფელო
ფოტო: ჰიუ ჩარლზ ანდერსონი
ესეც კიდევ ერთი მხატვრული წიგნი, რომელიც ტოტალიტარული რეჟიმის საშინელებებზე ჰყვება. თუმცა, ორუელისგან განსხვავებით, არსენიშვილის აღწერილი რეალობა ალეგორიული სულაც არაა და მეტიც — ჩვენი ქვეყნის არცთუ შორეულ წარსულში მომხდარ ამბებს გვახსენებს. ვა, სოფელო, სხვა ყველაფერთან, ერთად, რეჟიმის მიერ გაჩუმებულ ადამიანებზეც გვიყვება. საბჭოთა დროის პირუთვნელი მატიანე მხოლოდ მხატვრული ღირებულების მქონე წიგნი როდია; არსენიშვილის მაგნუმ ოპუსი ერთგვარი გაფრთხილებაცაა — აკი უთქვამთ კიდეც, ვინც წარსულს ივიწყებს, მისი გამეორებისთვის მზად არისო.
5. მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო
ფოტო: გამომცემლობა კლიო
რა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალში ვერაფრით გამოვტოვებდით ისეთ მნიშვნელოვან წიგნს, როგორიც საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოა. ცხადია, სასკოლო წიგნში ჩვენი ქვეყნის წარსულის ყველა ეპიზოდი ვრცლად არაა მოყოლილი, თუმცა, მისითაც შეიძლება საბაზისო ანალიზისა და დასკვნების გაკეთება. სულ თუ არაფერი, ბოლო რამდენიმე გვერდის წაკითხვაც კმარა იმაში დასარწმუნებლად, რომ რუსეთი ოკუპანტია, ევროპულ გზას კი მართლაც არ აქვს ალტერნატივა. მეტისმეტად დაკავებული დეპუტატებისთვის კი, რომლებიც წიგნის წასაკითხად ვეღარ იცლიან, ტესტიც გვაქვს:
ბონუსი: საქართველოს კონსტიტუცია
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი
დეპუტატმა ყაველაშვილმა ერთ-ერთ ბოლოდროინდელ განცხადებაში თქვა, ჩვენი თვითმიზანი ევროკავშირი არ არისო. ამიტომ, ამ სიაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ წიგნებზე ბეეევრად პატარაა მოცულობით — იმდენად, რომ სახლიდან პარლამენტამდე გზაშიც თავისუფლად მოასწრებ წაკითხვას. ნუ, სულ მცირე, იმ თავის გაცნობას მაინც, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, მიიღონ "ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად".
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები