ეს კალენდარი მთელი წელი შეგახსენებს, რომ სანერვიულო არაფერია
ფოტო: თიბისი დაზღვევა
ყოველდღიური კალენდარი, რომლის თითოეული გვერდი საინტერესო, სასაცილო თუ უცნაურ ამბებს იტევდა, ალბათ ყველას გვახსოვს. წლებია მსგავსი კალენდრები სულ უფრო ნაკლებად გვხვდება. არადა, ეს შესანიშნავი გზაა ახალი ინფორმაციის აღმოსაჩენად თუ მოტივაციისა და კარგი განწყობის შესაქმნელად.
კალენდარს თიბისი დაზღვევის კამპანიებში ტრადიციულად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანებს შეახსენოს — სანერვიულო არაფერია.
თიბისი დაზღვევამ HOLMES&WATSON-თან ერთად 2023 წლის კალენდარიც შექმნა. 365 სხვადასხვა იდიომა თიბისი დაზღვევის კამპანიის, სანერვიულო არაფერიას შთაგონებით გაიხსენეს, შესაბამისი ილუსტრაციებიც დაამზადეს და ამ გზით მომხმარებლებს ნაკლები დარდისა და იმედიანი განწყობისკენ მოუწოდეს.
HOLMES&WATSON-ის უფროსი ქოფირაითერი, ჯუმბერ გამარჯობაშვილის თქმით, კალენდარზე მუშაობის პროცესი საკუთარი თავისთვის მოტივაციის მიცემა იყო, იმის შეხსენება, რომ სანერვიულო არაფერია.
"პრობლემებით, ვალდებულებებით, შესასრულებელი მიზნებითა და გადავიწყებული საქმეებით სავსე სამყაროში მიღებული ბრიფის საპასუხოდ, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის უნდა აგვეხსნა, რომ სანერვიულო მართლა არაფერია. თავიდან არც ისე მარტივი იყო, მაგრამ შემდეგ იდიომა-იდიომა, ინსაით-ინსაით, სიტყვა-სიტყვა ნაშენებ კალენდარს ფორმა რომ მიეცა, მივხვდით, ეგრეა, არაფერია სანერვიულო და ამაში ყოველდღე შეგიძლია დარწმუნდე. თუ კალენდარი გაქვს", — ამბობს ჯუმბერ გამარჯობაშვილი და აღნიშნავს იმასაც, რომ "მართალია, ფიზიკური კალენდარი ყველას ვერ ექნება, მაგრამ ნურავინ ინერვიულებს, რადგან ისეთი ქვის მხეთქავი კალენდარი გამოგვივიდა, მისი თითოეული გვერდი შეიძლება ციფრულ მედიაში გამოჩუქურთმებული პოსტიც იყოს".
HOLMES&WATSON-ის კრეატიული დირექტორი, ნიკუშა ანთაძე აღნიშნავს, რომ ყოველდღიური კალენდარი ახალ იდეაზე მუშაობისას კრეატივის ტესტივით არის, რომელიც ახვედრებთ, ჩიტი ბრდღვნად ღირს თუ — არა.
"ყოველდღიურ კალენდარს ფიქრის პროცესში კრეატივის ტესტად ვიყენებთ — თუ იდეას 365 დღის სამყოფი სასაუბრო თემა მოჰყვება, ე.ი. ჩიტი ბრდღვნად ღირს. ამ მხრივ, სანერვიულო არაფერია, თავისი იდიომების კორიანტელით, ნამდვილი საბადო გამოდგა. წლებია, ასე მშვიდად არ ვყოფილვარ, როგორც ამ კალენდარზე მუშაობის პროცესში, რადგან ჩვენთვისაც აღმოჩენა იყო ამდენი სამოტივაციო, ინსპირაციული და ხალისიანი მიზეზის გამონახვა არსანერვიულოდ. შენც თუ გადაფურცლავ დღეში ერთხელ, ან სულაც ინსტაგრამზე დაემგზავრები, აუცილებლად დაგაზღვევს ნერვიულობისგან, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით უაზროდ და დიდი დოზით შემოგვეჩვია”, — ამბობს ნიკუშა ანთაძე.
არტ დირექტორი მარიამ საშა ამბობს, რომ 365 გვერდისთვის ინდივიდუალური ილუსტრაციის შექმნა საკმაოდ გამომწვევი დავალება იყო.
"შევეცადეთ მინიმალური და უშუალო ვიზუალით გამოგვესახა თითოეულის შინაარსი. ძალიან ვისიამოვნეთ პროცესით და ახლა უკვე დამთვალიერებლებსაც გაუხალისებს 2023 წელს", — აღნიშნავს მარიამ საშა.
ასე რომ, თუ მოტივაცია შემოგაკლდა, ცუდ განწყობაზე ხარ და მზრუნველი, სახალისო თუ დამაფიქრებელი იდიომებითა და ილუსტრაციებით ინსტაგრამ ფიდის გაფერადება გინდა, აუცილებლად უნდა გამოიწერო ინსტაგრამ გვერდი — სანერვიულო არაფერია და თვალი ადევნო 2023 წლის დღეების მსვლელობას ლამაზი ილუსტრაციებით გაფორმებულ იდიომებთან ერთად.
ასევე იხილეთ:
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები