როგორ იცვლებოდა ინვესტირება და საფონდო ბირჟები დროთა განმავლობაში
ფოტო: Pexels.com/Jimmy Chan
ტექნოლოგიური განვითარება ჩვენი ყოველდღიურობის ყველა ასპექტს შეეხო. ბუნებრივი მოვლენაა ისიც, რომ საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა დღეს უკვე სახლიდან გაუსვლელად, მობილური აპლიკაციის საშუალებითაა შესაძლებელი. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა. ჩვენ ამ სტატიაში უკვე გიამბეთ განსხვავებებზე დღევანდელ და 100 წლის წინანდელ საფონდო ბირჟებს შორის, ახლა კი მის უფრო ძველ ისტორიასაც გაგაცნობთ.
საფონდო ბირჟები XVIII და XIX საუკუნეებში
ბუნებრივია, დღევანდლისგან რადიკალურად განსხვავდება მე-19 ან მე-18 საუკუნეების საფონდო ბირჟები. ამ პერიოდში საფონდო ბირჟებს დაბალი დინამიკა ახასიათებდა და ინვესტირების პროცესი ტელეგრამის გამოგონებამდე მხოლოდ უშუალო კომუნიკაციით მიმდინარეობდა. საინტერესოა, რომ მაშინ ყველაზე პოპულარულ "ინდუსტრიად" ზღვაოსნობა და საზღვაო ვაჭრობა ითვლებოდა. თუმცა, ნელ-ნელა ტექნოლოგიებმა ყველგან შეაღწია, კომუნიკაცია გამარტივდა, შესაძლებელი გახდა ფასების სწრაფად გაგება და კომპანიების აქციების დისტანციურად, ფოსტით ყიდვა.
სიახლე ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე
კიდევ უფრო დიდი ცვლილება 1966 წელს მოხდა — ნიუ იორკის საფონდო ბირჟა მთლიანად კომპიუტერიზებულ სისტემაზე გადავიდა და ვაჭრობაში პირველი თანამედროვე ტექნოლოგიები დაინერგა. ამ ცვლილების შემდეგ, მართალია, ვაჭრობა და გამოთვლები გამარტივდა, მაგრამ სანაცვლოდ, უსაფრთხოების პრობლემებიც წარმოიშვა, რის გამოც, ეტაპობრივად იცვლებოდა ვაჭრობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. კომპიუტერის დანერგვა მხოლოდ შიდა გამოთვლებისთვის იყო საჭირო, მაგრამ 1971 წელს, პირველად გაიხსნა ელექტრონული საფონდო ბირჟა.
პირველი დესკტოპ აპლიკაცია
ყველაზე დიდი ცვლილება, რითაც ინვესტირების პროცესმა თანამედროვე ფორმა მიიღო, პირველი დესკტოპ აპლიკაციის შექმნაა. იგი 1996 წელს გაეშვა და საჯარო გახდა. სწორედ ამ დროიდან შეძლეს ინდივიდუალურმა ინვესტორებმა აპლიკაციით ვაჭრობა. აპლიკაციას ETrade ერქვა და ასეთმა ტექნოლოგიურმა ინოვაციამ კიდევ უფრო გაამკაცრა კანონმდებლობა. დღეს უამრავი მობილური თუ დესკტოპ აპლიკაცია არსებობს, რომელიც ყველას აძლევს საშუალებას, ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე, სახლიდან გაუსვლელად ივაჭროს საჯარო კომპანიების აქციებით.
ტექნოლოგიების ძალა
ტექნოლოგიურმა ცვლილებამ ის დადებითი შედეგი მოიტანა, რომ, ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, ვაჭრობის ღირებულება შემცირდა. თუ 100, 150 ან 200 წლის წინ საფონდო ბირჟებზე ვაჭრობისას საკომისიო ხშირად 20% ან 30% იყო, დღეს ეს რიცხვი შემცირდა ან ფიქსირებული გახდა. ასევე, ხელმისაწვდომი გახდა უკუკავშირის მიღება სხვა ინვესტორებისგან, რაც სანდოობის და ინფორმაციის გადამოწმების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია.
ტექნოლოგიები ცალსახად დადებითად მოქმედებს ინვესტირების პროცესსა და კონკრეტულად საფონდო ბირჟის განვითარების დინამიკაზე. დღეს უკვე ბევრი ინვესტორი იყენებს ხელოვნური ინტელექტის რჩევებს ინვესტირების განხორციელებისას, რაც, ჯერჯერობით, რისკიანია, თუმცა, წინ კიდევ მრავალი ტექნოლოგიური ცვლილება და საინტერესო სიახლე გველოდება.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები