23 ფილმი, რომელსაც 2023 წელს ყველაზე მეტად ველოდებით
ფოტო: Warner Bros.; Universal Pictures
2022 წელი კინომოყვარულებისთვის ნამდვილად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა: წლების შემდეგ ჯეიმს კამერონის ავატარის მეორე ნაწილი ვნახეთ, მულტისამყაროებში ვიმოგზაურეთ და დასავლეთის ფრონტზეც აღმოვჩნდით. ფილმებთან ერთად ახალი ტრეილერებითაც აღვფრთოვანდით და ერთი სული გვაქვს, 2023 წელს კიდევ უფრო მეტი საინტერესო ნამუშევარი აღმოვაჩინოთ.
წელს გრეტა გერვიგი და კრისტოფერ ნოლანი ახალ ფილმებს შემოგვთავაზებენ, ტიმოთი შალამეს დიუნსა და ვონკაში ვიხილავთ, შიმშილის თამაშები კი წლების შემდეგ პრეზიდენტი სნოუს ისტორიით დაბრუნდება — ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სიურპრიზებისა, რომელთაც კინოსამყარო 2023 წელი გვიმზადებს.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 23 ფილმს, რომელსაც 2023 წელს ყველაზე მეტად ველოდებით:
1. ბარბი / Barbie
გრეტა გერვიგის ახალ ფილმში მარგო რობი ბარბის, რაიან გოსლინგი კი კენის როლშია — მეტის თქმა რა საჭიროა?! ფილმის პირველი ტრეილერი კოსმოსური ოდისეის მიხედვით შექმნეს და იმდენად მომნუსხველი აღმოჩნდა, რომ ბარბის გამოსვლამდე დღეებს ვითვლით!
პრემიერის თარიღი: 21 ივლისი
2. ოპენჰაიმერი / Oppenheimer
კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმი ოპენჰაიმერი თეორიტიკოს-ფიზიკოსისა და "ატომური ბომბის მამის" სახელით ცნობილ ჯ. რობერტ ოპენჰაიმერის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები კილიან მერფი განასახიერებს. ვარსკვლავებით დახუნძლულ ფილმში ემილი ბლანტის, მეთ დეიმონის, რობერტ დაუნი უმცროსის, რემი მალეკისა და ფლორენს პიუს ნახვის შესაძლებლობაც გვექნება.
5 რამ, რაც ნოლანის ვარსკვლავურ ოპენჰაიმერზე უნდა იცოდეთ
პრემიერის თარიღი: 21 ივლისი
3. დიუნი 2 / Dune: Part Two
2023 წელს დენი ვილნევის დიუნის სამყაროში მოგზაურობას გავაგრძელებთ. ფილმში ტიმოთი შალამესა და ზენდეიას გარდა, რებეკა ფერგიუსონს, ხავიერ ბარდემს, სტელან სკარსგარდსა და სხვებს ვიხილავთ.
პრემიერის თარიღი: 3 ნოემბერი
4. ვონკა / Wonka
თუ ვილი ვონკა გიყვარს და შოკოლადის ქარხანაში მოგზაურობაზეც უარს არ იტყოდი, 2023 წლის მიწურულს ტიმოთი შალამეს მონაწილეობით ახალი მუსიკალური ფანტასტიკა გველის!
პრემიერის თარიღი: 15 დეკემბერი
5. გალაქტიკის მცველები 3 / Guardians of the Galaxy Vol. 3
ჩვენი საყვარელი გალაქტიკის მცველები ახალი ფილმით ბრუნდებიან! ეჭვი არ გვეპარება, რომ სტარლორდი და მისი მეგობრები კიდევ ერთ დაუვიწყარ თავგადასავალსა და მხოლოდ რჩეულ ხუმრობებს გვიმზადებენ.
პრემიერის თარიღი: 5 მაისი
6. ადამიანი ჭიანჭველა და ბზიკი: კვანტომანია / Ant-Man and the Wasp: Quantumania
პოლ რადი და ევანჯელინ ლილი თავიანთ პატარა სამყაროში დიდ მოგზაურობას გვპირდებიან, რომლის გამოტოვებაც მარველის არცერთ ფანს არ ეკადრება!
პრემიერის თარიღი: 17 თებერვალი
7. სპაიდერმენი: სპაიდერვერსის გავლით / Spider-Man: Across the Spider-Verse
როცა შეუდარებელ ანიმაციაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველი, რომელიც გვახსენდება, სპაიდერვერსია! სპაიდერმენის ფანებისთვის დიდხნიანი მოლოდინი დასრულდა, რადგან მაილს მორალესი სხვა სპაიდერმენებთან ერთად კიდევ ერთ დაუვიწყარ თავგადასავალს გვპირდება.
პრემიერის თარიღი: 2 ივნისი
8. პატარა ქალთევზა / The Little Mermaid
პატარა ქალთევზას ამჯერად ეკრანებზე ფილმის სახით ვიხილავთ და არიელის როლს ჰოლი ბეილი შეასრულებს. ვნახოთ, გაამართლებს თუ არა ფილმი დისნეის ანიმაციების გულშემატკივრების მოლოდინებს!
პრემიერის თარიღი: 26 მაისი
9. შიმშილის თამაშები: ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე / The Hunger Games: The Ballad of Songbirds and Snakes
2023 წელს შიმშილის თამაშების სამყაროშიც ვბრუნდებით! ამჯერად ქეთნისს ვერა, მაგრამ ახალგაზრდა პრეზიდენტ სნოუს კი ნამდვილად გავიცნობთ. ფილმი შიმშილის თამაშების ტრილოგიის წინაისტორიას ეფუძნება, რომელიც ამერიკელმა მწერალმა, სიუზენ კოლინზმა, 2020 წელს გამოსცა. წინაისტორია პრეზიდენტი სნოუს ადრეული წლების შესახებ მოგვითხრობს — როგორ იქცა ამბიციური ახალგაზრდა პირსისხლიან ტირანად.
პრემიერის თარიღი: 17 ნოემბერი
10. მეგანი / M3gan
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ჯერ არ გამოსულა, მეგანი ინტერნეტში უკვე საკმაოდ პოპულარულია. საშინელებათა ფილმი რობოტ მეგანზე მოგვითხრობს, რომლის მიზანი ცოტა ხნის წინ დაობლებულ ბავშვზე ზრუნვაა, თუმცა მეგანი ამ დავალებას იმაზე გულმოდგინედ ეკიდება, ვიდრე საჭიროა.
პრემიერის თარიღი: 6 იანვარი
11. ჯონ ვიკი 4 / John Wick: Chapter 4
დაუვიწყარი ბრძოლის სცენები, მოულოდნელობები და თავგადასავალი, რომელსაც თვალს ვერ მოვწყვეტთ — კიანუ რივზი ჯონ ვიკის როლს კიდევ ერთხელ მოირგებს და ამის გამოტოვება ნამდვილად არ ღირს.
პრემიერის თარიღი: 24 მარტი
12. ინდიანა ჯონსი და ბედისწერის ციფერბლატი / Indiana Jones and the Dial of Destiny
ჰარისონ ფორდი ინდიანა ჯონსის როლით კიდევ ერთხელ ბრუნდება! ახალ ფილმში ფორდის გარდა ისეთ ვარსკვლავებსაც ვნახავთ, როგორებიც არიან ფიბი უოლერ-ბრიჯი, მედს მიკელსენი და ანტონიო ბანდერასი.
პრემიერის თარიღი: 30 ივნისი
13. მთვარის ყვავილის მკვლელები / Killers of the Flower Moon
მარტინ სკორსეზეს ამ ახალი ნამუშევრის ხილვას ჯერ კიდევ 2020 წელს ველოდით, თუმცა პანდემიამ გადაღებები შეაფერხა და პრემიერის თარიღმაც 2022-ში გადმოინაცვლა. ის ფაქტი, რომ სკორსეზეს ახალ ფილმში რობერტ დე ნიროსა და ლეონარდო დიკაპრიოს ვიხილავთ, ლოდინად უკვე ნამდვილად ღირს.
პრემიერის თარიღი: ჯერჯერობით უცნობია
14. კაკუნი ქოხის კარზე / Knock at the Cabin
ოთხი უცნობი ქოხში დასასვენებლად მყოფ ოჯახს მძევლად აიყვანს — მათი თქმით, სამყაროს აპოკალიფსისგან გადარჩენას აპირებენ. დეივ ბოტისტა, რუპერტ გრინტი, ჯონათან გროფი და სხვები ნამდვილად დაძაბულ თავაგდასავალს გვპირდებიან.
პრემიერის თარიღი: 3 თებერვალი
15. ჯადოსნური მაიკის ბოლო ცეკვა / Magic Mike's Last Dance
ცეკვა, ვნება, ცეცხლი — ჩენინგ ტატუმი და სელმა ჰაიეკი ლონდონში მიემგზავრებიან და დაუვიწყარ სანახაობას გვპირდებიან, რომლის გამოტოვებაც ნამდვილად არ ღირს.
პრემიერის თარიღი: 10 თებერვალი
16. ნაპოლეონი / Napoleon
2023 წელს, დიდი ალბათობით, რიდლი სკოტის ახალ ფილმსაც ვნახავთ, რომელიც ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურაზე, ნაპოლეონზე გვიყვება. ნაპოლეონის როლს ხოაკინ ფენიქსი შეასრულებს, ხოლო მისი ცოლის როლს — ვანესა კირბი.
პრემიერის თარიღი: ჯერჯერობით უცნობია
17. აკვამენი და დაკარგული სამეფო / Aquaman and the Lost Kingdom
5-წლიანი ლოდინის შემდეგ ჯეისონ მომოა აკვამენის როლს უბრუნდება. მასთან ერთად ფილმში ამბერ ჰერდს, უილიამ დეფოს, ნიკოლ კიდმანსა და სხვებს ვნახავთ.
პრემიერის თარიღი: 25 დეკემბერი
18. კოკაინის დათვი / Cocaine Bear
ელიზაბეთ ბენკსის ახალი ფილმი ნამდვილ ისტორიას ეფუძნება დათვზე, რომელმაც კოკაინით სავსე ჩანთა შეჭამა და ჯორჯიის ერთ-ერთ ქალაქში ხალხს კლავს. საინტერესოა, როგორ განვითარდება გახელებული დათვისა და მის კლანჭებში აღმოჩენილი ადამიანების ისტორია.
პრემიერის თარიღი: 24 თებერვალი
19. კივილი 6 / Scream 6
2023 წელს კივილიც არ მოგვაკლდება — ფილმში კორტნი კოქსი ბრუნდება, რომელიც ჯენა ორტეგასთან, მელისა ბარერასთან და სხვა მსახიობებთან ერთად კიდევ ერთ საშიშ თავგადასავალს გვპირდება.
პრემიერის თარიღი: 10 მარტი
20. Fast X
წელს ფორსაჟის მეათე ფილმიც გამოდის, რომელიც ვარსკვლავებით იქნება დახუნძლული: ვინ დიზელთან ერთად ჯეისონ მომოა, ბრი ლარსონი, რიტა მორენო, შარლიზ ტერონი და სხვები სისწრაფითა და დაძაბულობით სავსე თავგადასავალს შემოგვთავაზებენ.
პრემიერის თარიღი: 19 მაისი
21. შემდეგი გოლი მოიგებს / Next Goal Wins
ტაიკა ვაიტიტი ამჯერად ფეხბურთის სამყაროში გადაეშვება და სპორტულ კომედიას შემოგვთავაზებს. ფილმი ნიდერლანდელ მწვრთნელ ტომას რონგენზე გვიყვება, რომელიც აშშ-ში ფეხბურთის ერთ-ერთი გუნდის ჩემპიონად ქცევას ცდილობს. მთავარ როლს მაიკ ფასბენდერი შეასრულებს. ფილმში მხევლის წიგნის ვარსკვლავ ელიზაბეთ მოსსაც ვიხილავთ.
პრემიერის თარიღი: 22 სექტემბერი
22. ელემენტარული / Elemental
პიქსარის ახალ სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმში მოქმედება 4 ელემენტის მიხედვით შექმნილი არსებებით დასახლებულ სამყაროში მიმდინარეობს. ემბერი და ვეიდი, ცეცხლი და წყალი, ერთმანეთის საპირისპირო ელემენტები არიან, თუმცა მალევე აღმოაჩენენ, რომ ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვთ.
პრემიერის თარიღი: 16 ივნისი
23. მეტოქეები / Challengers
ლუკა გუადანინოს ახალ ფილმში მთავარ როლს ზენდეია შეასრულებს — ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ დიდი მოლოდინები გვქონდეს. ფილმი ჩოგბურთის ორი მოთამაშის ურთიერთობაზე კორტზე და მის მიღმა გვიყვება. ზენდეიას პერსონაჟი მწვრთნელია, რომელიც ცდილობს, თავისი ქმარი ჩემპიონად აქციოს.
პრემიერის თარიღი: 11 აგვისტო
შენიშვნა: ზოგიერთი ფილმის პრემიერის თარიღი საქართველოსთვის შესაძლოა განსხვავებული იყოს.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს
გადახედვა
-
მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი? მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი?
გადახედვა
-
ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
გადახედვა
-
საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
-
მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
გადახედვა
-
2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო
გადახედვა
-
ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია
გადახედვა
-
BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს
გადახედვა
-
Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია საქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია
-
გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა
გადახედვა
-
ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ წყალთან დაკავშირებულ გმირებს მითოლოგიიდან? ქვიზი: როგორ იცნობ წყალთან დაკავშირებულ გმირებს მითოლოგიიდან?
-
როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა? როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა?
-
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება
გადახედვა
-
რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს
გადახედვა
-
ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს
-
ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება
გადახედვა
-
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება
-
TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა
გადახედვა





















კომენტარები