უცხო ენის დისტანციურად სწავლის 4 უპირატესობა
ფოტო: ბრიტანული ცენტრი
დისტანციური სწავლება საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, დღითიდღე მეტ პოპულარობას იძენს. ონლაინ პლატფორმები საშუალებას აძლევს მსმენელებს, მიიღონ ხარისხიანი სასწავლო რესურსები დროისა და ადგილის შეზღუდვის გარეშე, ეს კი მათთვის, ვისაც დროის მუდმივი დეფიციტი აქვს, განსაკუთრებული შესაძლებლობაა.
როგორ შეხვდნენ ონლაინ კურსებზე გაზრდილ მოთხოვნას ინგლისური ენის ცენტრები საქართველოში და, ზოგადად, რა უპირატესობები აქვს უცხო ენის დისტანციურად სწავლას? ამ თემებზე განსაკუთრებით საინტერესოა ბრიტანული ცენტრის გამოცდილება, რადგანაც ის ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც ინგლისური ენის ონლაინ სწავლება საქართველოში წარმატებით დანერგა.
ბრიტანული ცენტრი ინგლისის ქალანის მეთოდის ორგანიზაციის (CMO) ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში და უკვე 19 წელია ინგლისურ ენას სხვადასხვა ასაკისა თუ პროფესიის მსმენელებს თანამედროვე მიდგომებით ასწავლის. დისტანციური სწავლების გარკვეული გამოცდილება ცენტრს პანდემიამდე უკვე დაგროვილი ჰქონდა, რადგანაც ამ მიმართულებით მომხმარებლებისგან, განსაკუთრებით ემიგრანტებისგან, მუდმივად იყო მოთხოვნა. აკადემიური პერსონალი კი, ინგლისელი პარტნიორების დახმარებით, ონლაინ სწავლების საკითხებზე უკვე გადამზადებული იყო. დისტანციური სწავლების დანერგვიდან მალევე, მსმენელებთან უკუკავშირისას გამოიკვეთა, რომ ისინი განსაკუთრებით კმაყოფილები იყვნენ იმით, რომ ინგლისური ენის შესწავლა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, მოქნილი და ეფექტური გახდა. მსმენელები სხვადასხვა დადებით მხარეზე აკეთებდნენ აქცენტს, რომლებსაც ქვემოთ გაგიზიარებთ:
1. დროის ეკონომია
ენის შემსწავლელ ცენტრამდე და უკან, საშუალოდ, იგივე დროს ვხარჯავთ, რასაც გაკვეთილზე. ეს ნიშნავს, რომ ონლაინ სწავლისას ენას ორჯერ მეტ დროს დაუთმობთ და, შესაბამისად, თითქმის ორჯერ უფრო სწრაფად შეისწავლით.
2. ფასი
ონლაინ კურსები უფრო ხელმისაწვდომია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში მგზავრობის ხარჯებიც არ გექნებათ.
3. კომფორტი
კურსზე დასწრება შეგიძლიათ ნებისმიერი ლოკაციიდან, თქვენთვის კომფორტული სივრციდან. გაკვეთილის გაცდენა არ მოგიწევთ ძირითადი საცხოვრებელი ადგილის დატოვების შემთხვევაში სამსახურებრივი მივლინების თუ ოჯახური მოგზაურობისას. ასევე, რაც შემოდგომა-ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია, არც ცუდი ამინდი შეგიქმნით დისკომფორტს.
4. მეტი თავდაჯერება
ონლაინ გაკვეთილები საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც ნაკლები თავდაჯერება აქვს. გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი დისტანციურად უფრო აქტიურები არიან, ნაკლებად ერიდებიან საუბარს და საკუთარი აზრის გამოთქმას.
ფოტო: ბრიტანული ცენტრი
თუ ფიქრობთ, რომ ეს უპირატესობები თქვენთვისაც მნიშვნელოვანია, დროა შეარჩიოთ ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი. ბრიტანულ ცენტრში ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია ყოველდღიურად მიმდინარეობს და გარდა პედაგოგთან ვიდეო გაკვეთილებისა, შექმნილია ინტერაქტიური სწავლების ონლაინ პლატფორმა და მობილური აპლიკაცია. მეთოდის ეფექტურობასა და სწავლების ხარისხში დასარწმუნებლად კი, უფასო საცდელ გაკვეთილზე რეგისტრაციაც შესაძლებელია.
მეტი ინფორმაციისთვის: www.bc.ge
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები