მინისო — ღიმილისმომგვრელი ნივთების მაღაზია
ფოტო: მინისო
თუ არცთუ ისე კარგ ხასიათზე ხარ და უეცრად, გარშემო ღიმილიანი ადამიანების უწყვეტი ნაკადი შენიშნე, კარგად მიმოიხედე. შესაძლოა, ახლომახლო მინისოს ერთ-ერთი ფილიალია.
არ აქვს მნიშვნელობა, სამოგზაუროდ ემზადები, საყოფაცხოვრებო ნივთები გჭირდება, საჩუქარი გაქვს ასარჩევი, ბავშვისთვის სათამაშოს ეძებ თუ ახალი კოსმეტიკა გინდა — მინისოში სასურველ ნივთს ყველა ასაკის, სქესის, ინტერესისა და საჭიროების ადამიანი აღმოაჩენს. თანაც, ისეთს კი არა, ყველგან რომ ნახავ. ისეთს, რომელიც შენი ცხოვრების გამარტივებასა და საჭიროების დაკმაყოფილებასთან ერთად, ყოველ შეხედვაზე ღიმილს მოგგვრის.
ფოტო: მინისო
ფოტო: მინისო
მაგალითად, კარტოფილის ფორმის ბოსტნეულის სათლელს — აცა-ბაცა თვალებით რომ იყურება და სადილის მზადებისას, გათლის მოსაწყენ საქმიანობას, ყოველ ჯერზე გაგიხალისებს.
ფოტო: მინისო
ან ღრუბლებიან თერმოსს, რომელზე შემოსკუპებული დათუნიაც, დაგვიანებული ფრენისგან გამოწვეულ იმედგაცრუებას სულ ღიმილ-ღიმილით გადაგატანინებს.
ფოტო: მინისო
ფოტო: მინისო
ან, სულაც, ვარდისფერი დათუნიას სანათს, თავზე მარწყვის გაფორმებით — მისი ხათრით, ბავშვები რომ ერთმანეთს დაძინებას დაასწრებენ.
როგორც მინისოში ამბობენ, პროდუქციის განსაკუთრებულობის გამო, მათი დაკვირვებით, ფილიალებში მოსიარულე ადამიანების უმრავლესობა, დახლებს ღიმილიანი სახით ათვალიერებს.
"შევამჩნიეთ, რომ მინისოს მრავალფეროვან, განსხვავებული ასაკის, ინტერესებისა და საჭიროებების მომხმარებლებს ერთი მთავარი რამ აერთიანებთ — მაღაზიაში მოსული ადამიანების უმრავლესობა, დახლებს შორის, ღიმილიანი სახით გადაადგილდება. ჩვენი პროდუქტების სახალისო დიზაინი და უჩვეულო ფუნქციები მომხმარებლებისთვის ყოველთვის ღიმილისმომგვრელია და დადებით ემოციებს იწვევს", — მინისოს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ ჯანჯღავა.
ფოტო: მინისო
ფოტო: მინისო
სწორედ ამ ბუნებრივ დაკვირვებაზე დაყრდნობით შეიქმნა მინისოს ახალი გზავნილი და ბრენდის განაცხადი — ღიმილისმომგვრელი ნივთების მაღაზია.
"მინისოს მთავარი იდეა პატარა დეტალებით ყოველდღიური ცხოვრების გახალისება და გამარტივებაა. ჩვენს დახლებზე, მომხმარებელი, ყოველ ჯერზე, უამრავ საინტერესო ნივთს პოულობს. უჩვეულო პროდუქტებს, რომელთა არსებობის შესახებ აქამდე არ იცოდა და ისეთ ნივთებსაც, რომლებიც ძალიან სჭირდებოდა. თუმცა, ჩვეულებრივს არა — არაჩვეულებრივს. ბაზარზე ჩვენი მთავარი განმასხვავებელი სწორედ პროდუქტების უნიკალურობაა — სათლელის ყიდვა ყველგან შეიძლება, თუმცა, ისეთის, როგორიც მინისოშია — არსად. სათამაშოებსაც ბევრგან იყიდი, სახის სპონჯებსაც, სამოგზაურო ნივთებსაც, აქსესუარებსაც. თუმცა, ისეთებს, რომლებიც ყოველი შეხედვისას ღიმილს მოგგვრიან და ყველაზე მოსაწყენ პროცესებსაც სახალისოდ აქცევენ, მხოლოდ მინისოში აღმოაჩენ.
კიდევ უფრო სახალისოა ის, რომ მინისოში პროდუქცია განუწყვეტლივ ახლდება — დახლებს ახალ-ახალი ნივთებით თვეში რამდენიმეჯერ ვავსებთ და ყოველ ჯერზე, როცა მომხმარებელი ფილიალს სტუმრობს, სულ სხვა კოლექცია ხვდება. შესაბამისად, ჩვენი ერთგული მომხმარებლები, ჩვენთან ერთად, დაუსრულებელი აღმოჩენების თავგადასავალში მოგზაურობენ. ამიტომ, თუ საკუთარი თავის არაჩვეულებრივი ნივთებით განებივრებას გადაწყვეტთ, ან სტრესი, უხასიათობა და მოწყენილობა შემოგიტევთ, ღიმილის თერაპიისთვის, მინისოში გელით", — მარიამ ჯანჯღავა.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
კომენტარები