კანის კინოფესტივალი: სადილი ჟურნალისტებისთვის და ბოლო საკონკურსო დღე
გუშინდელი დღე კანში სიზმარს ჰგავდა. აბა წარმოიდგინეთ, როგორი ამბავია, როცა შენ, პედრო ალმოდოვარი, ჯესიკა ჩესტეინი, უილ სმიტი, პაოლო სორენტინო და ჟიურის სხვა წევრები ერთმანეთის გვერდით სხედხართ და სადილობთ?!
კანში, ფესტივალების სასახლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ძველი ქალაქის ტერიტორიაა, მისი შემჩნევა აქ ჩამოსულს ნამდვილად არ გაგიჭირდებათ, გორაკზე წამოჭიმული ძველი კოშკი და წარწერა - CANNES ერთ-ერთი პირველია, რასაც ქალაქში შემოსვლის დროს ხედავთ.
ყოველ წელს ქალაქის მერი დეივიდ ლინსარდი, ფესტივალის ორგანიზატორებთან და ჟიურის წევრებთან ერთად, აკრედიტირებული ჟურნალისტებისთვის საპატიო სადილს მართავს, რომელზე დასასწრები მოსაწვევებიც შეზღუდული რაოდენობით რიგდება, თუმცა საბედნიეროდ გამიმართლა და მოვახერხე ჯესიკა ჩესტეინთან და პედრო ალმოდოვართან ერთად ერთ სივრცეში აღმოვჩენილიყავი.
აქ ჩამოსული ჟურნალისტები, რომლებიც უკვე წლებია ფესტივალს ესწრებიან, ამბობენ, რომ მენიუ, რომელსაც ქალაქის მერია სტუმრებს ახვედრებს, არასდროს იცვლება.
მოხარშული თევზი და კარტოფილი, გარნირად კი ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული - ეს ივენთის მთავარი კერძია, მანამდე კი სტუმრებს უგემრიელესი ფრანგული პურით, შავი ღვინითა და ბრუსკეტებით უმასპინძლდებიან.
რა თქმა უნდა, ბოლოს არც უსაჩუქროდ გტოვებენ. ქალაქის მერი სტუმრებს ადგილობრივი ზეთისხილის პლანტაციებში მოყვანილი ზეითუნის ზეთით ხელდამშვენებულს უშვებს.
წვეულება კულმინაციას მაშინ აღწევს, როდესაც ტერიტორიაზე ჟიურის წევრები ჩნდებიან, მათთან გამოსალაპარაკებლად და ფოტოს გადასაღებად მხოლოდ რამდენიმე წუთი გაქვს, როგორც კი მაგიდას შემოუსხდებიან ტერიტორიაზე ფოტოს გადაღება მკაცრად იკრძალება.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მომენტი კი, როგორც აღმოვაჩინე, დესერტის გამოტანის პერიოდია და არც მიკვირს. რომელი ერთი ვთქვა?! გარგარის, ფისტაშკებისა თუ ჟოლოს ნამცხვარი? თუმცა არა, არც ერთია იმაზე გემრიელი, ვიდრე ლიმონის ნამცხვარი და როგორც გავარკვიე, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ ყოფილა, ბევრმა აღნიშნა, რომ ამ სადილზე წამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს უკანასკნელია.
სადილი დიდხანს არ გრძელდება, არც ჟიურის წევრებს სცალიათ საამისოდ და მით უმეტეს არც ჟურნალისტებს, რომლებსაც აქ ყოფნით ცოტა ხნით მაინც ავიწყდებათ ის, რომ დებიუსისა და ლუმიერების კინოთეატრთან ახალი რიგი ელოდებათ.
სიზმრიდან რეალობაში დაბრუნებულმა ლინ რემსის საკონკურსო ფილმი ვნახე, რომლის სათაურიც შენ არასდროს ხარ რეალურად აქ ნამდვილად შეესაბამებოდა ჩემს იმჟამინდელ განწყობას, თუმცა საბედნიეროდ მხოლოდ სახელი და მეტი არაფერი.
ლინი, რომელმაც მაყურებელს დროა კევინის შესახებ ვისაუბროთ აჩუქა, რთული დასაჯერებელია, რომ ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით იღებს, ფილმს, რომელმაც რამდენიმე წუთით გამოძინების საშუალება მომცა.
თემა აქაც თითქმის ანალოგიურია - ბავშვობის ტრამვები, ურთიერთობა დედა-შვილს შორის, ძალადობა და რეალობისგან გაქცევის სურვილი.
რემსის ფილმი კანის საკონკურსო პროგრამის ბოლო ფილმი იყო, ამიტომ დროა შევაჯამოთ ის ცხრამეტი ფილმი, რომელთაგანაც ერთ-ერთი საიუბილეო, კანის სამოცდამეათე კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოს მფლობელი გახდება.
ფილმები, ისევე როგორც ჟიურის წევრები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა კინოსურათებს ერთი საერთო მაინც აქვთ - პროტესტი.
თითოეულ ფილმში რეჟისორები განსხვავებული ხედვითა და თემატიკით გვიჩვენებენ პრობლემებს, რომლებიც ჩვენი რეალობის ავთენტურია, თუმცა ხშირად მათ მიერ არჩეული გზა, წარუმატებელი რჩება და ფილმს აქაური აუდიტორია არ იღებს, მაგრამ რას გადაწყვეტს ჟიური ეს უკვე სხვა საკითხია.
ბევრჯერ აღვნიშნე და ახლაც იმავეს ვიტყვი, კანი ყველაზე არაპროგნოზირებადი კონკურსია, შესაბამისად, დარწმუნებით ვერასდროს იტყვი, თუ ვინ აღმოჩნდება გამარჯვებულთა შორის.
მაგალითად, შარშანდელ ფესტივალზე, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით საკონკურსო პროგრამაში კენ ლოუჩის მე დანიელ ბლეიკი, პედრო ალმოდოვარის ხულიეტა, კლებერ მენდოკა ფილიუს აკვარიუსი და ჯიმ ჯარმუშის პეტერსონი მონაწილეობდნენ, უცხოური პრესა გამარჯვებას პეტერსონს უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ჟიურიმ პალმა კენ ლოუჩის ფილმს გადასცა.
თუმცა მაშინ სულ სხვა ამბავი იყო, შარშან თითქმის ყველა ფილმი ერთმანეთზე უკეთესი იყო და ვერ იტყოდი, რომელი უფრო იმსახურებდა გამარჯვებას, აი წელს კი ცხრამეტი ფილმიდან განსაკუთრებულად მხოლოდ დამამახსოვრდა - ანდრეი ზვიაგინცევის უსიყვარულო და სოფია კოპოლას The Beguiled, დანარჩენების მიმართ კი პრეტენზია გაცილებით მეტია.
გამარჯვების ერთ-ერთ კანდიდატად რობინ კამპილოს ფილმი 120 დარტყმა წუთში სახელდება, რადგან ფილმი თავისი თემატიკითა და სტილით ზუსტად ის არის, რაც კანში უყვართ.
დადებითი რეცენზიები დაიწერა ფილმზე ოკჯა, თუმცა საბოლოოდ ფილმი დიდი სკანდალის მიზეზიც გახდა, როგორც ამბობენ ნეტფლიქსმა უარი თქვა კანის საკონკურსო პროგრამის ეს ფილმი კინოთეატრებში გაუშვას, რაც ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესის დარღვევაა, სწორედ ამიტომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კანში ოკჯას არ შემიჩნევენ.
რაც შეეხება მსახიობ ქალებს, ამ შემთხვევაში უპირობო ლიდერად ნიკოლ კიდმანს ვასახელებ, რომელიც უკვე შერაცხეს წლევანდელი ფესტივალის არაოფიციალურ დედოფლად. არანაკლებ გამიხარდება თუ პრიზს ზვიაგინცევის ფილმის მთავარი როლის შემსრულებელ მარიანა სპივაკს მისცემენ.
იგივე ვარაუდები არსებობს კამპილოს ფილმის მთავარი როლის შემსრულებელზეც.
ჩემდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ იზაბელ იუპერმა ვერ მოახერხა ახალი და განსხვავებული პერსონაჟის შექმნა, ზუსტად ისე, როგორც მიჰაელ ჰანეკემ ვერ გადაიღო კარგი ფილმი. იუპერი ბედნიერ დასასრულში ტრადიციულად კარგ პერფორმანსს გვთავაზობს, ისეთს როგორც უკვე დიდი ხანია შევეჩვიეთ მისგან და მიუხედავად იმისა, რომ წელს ქალ მსახიობებში კონკურენცია არც ისე დიდია, მაინც საეჭვოა, რომ იზაბელი კიდევ ერთხელ გახდეს კანის ფესტივალის გამარჯვებული.
კიდევ უფრო პატარა კონკურენციაა კაც მსახიობებს შორის, ყველაზე დასამახსოვრებელი წელს აქაც რობინ კამპილოს ფილმის 120 დარტყმა წუთში მთავარი როლის შემსრულებლები არიან, რომლებსაც თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ პრიზს აუცილებლად გადასცემენ. არსებობს იმის ალბათობაც, რომ ამ კატეგორიაში ჯილდო ლუი გარელს გადასცენ მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმში შესრულებული ჟალ-ლუკ გოდარის როლის გამო.
საინტერესოა რას გადაწყვეტს ჟიური, რომელსაც ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარი ხელმძღვანელობს.
დღეს დილით ლუმიერების დარბაზში ფესტივალის ბოლო ფილმს - დაფუძნებულია რეალურ ამბავზე გაუშვებეს, თუმცა რომან პოლანსკის ეს ფილმი საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობას არ იღებს.
საღამოს 19:15 საათზე კი კანის კიდევ ერთი კონკურსის "განსხვავებული ხედვის" გამარჯვებულს გამოავლენენ, ჟიურის აქ მსახიობი უმა თურმანი ხელმძღვანელობს, გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ კი ფილმის ჩვენებაც გაიმართება.
რაც შეეხება მთავარ საკონკურსო პროგრამას, 28 მაისის საღამოს უკვე გვეცოდინება რა ვერდიქტი გამოიტანეს ჟიურის წევრებმა.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა






კომენტარები