8 ანიმე მათთვის, ვისაც ანიმეს სამყაროში შებიჯება უნდა და არ იცის, რას უყუროს
ფოტო: Bones; Mappa; CoMix Wave Films
როცა ანიმაციაზე ან იაპონიაზე ვლაპარაკობთ, ერთ-ერთი პირველი, რაც გვახსენდება, ანიმეა. იაპონური ანიმაციის ისტორია XX საუკუნის ადრეულ წლებში დაიწყო, 80-იანი წლების ბოლოს კი ფილმით, სახელად აკირა, დასავლეთის ყურადღებაც მიიპყრო. მას შემდეგ ანიმესადმი ინტერესი იზრდება და დღეს თითქმის ყველას გაუგია ისეთი ანიმეების შესახებ, როგორებიცაა ნარუტო თუ მოჩვენებების მიერ გატაცებულნი.
ერთმანეთისგან განსხვავებული ჟანრის, ხანგრძლივობისა თუ ანიმაციის სტილის მქონე ანიმეების ზღვაში დამწყებთათვის გზის გაკვლევა მარტივი სულაც არაა. ამ სტატიაში იმ ანიმეებს გირჩევთ, რომელთა დახმარებითაც ანიმეს სამყაროში შებიჯება ან იმ მეგობრის დაინტერესება შეგიძლიათ, რომელსაც ცხოვრებაში ერთი ანიმეც კი არ უნახავს.
1. მოჩვენებების მიერ გატაცებულნი (Spirited Away) — თუ მზად ხარ, ახალი სამყარო აღმოაჩინო
მოჩვენებების მიერ გატაცებულნი უამრავი ჩვენგანისთვის პირველი ანიმეა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უსახოსი დღემდე გეშინია, ჰაიაო მიაძაკის ლეგენდარული ნამუშევარი აუცილებლად უნდა ნახო. სიმბოლიზმი, დაუვიწყარი პერსონაჟები, სუნთქვისშემკვრელი კადრები და დეტალებისადმი არნახული ყურადღება — თუ ეს ყველაფერი შენს დარწმუნებას ვერ ახერხებს, იმასაც გეტყვი, რომ მოჩვენებების მიერ გატაცებულნი დღემდე ერთადერთი ანიმეა, რომელსაც ოსკარი აქვს მიღებული და უამრავი რეჟისორის შთაგონების წყაროდაც რჩება.
2. ნარუტო (Naruto) — თუ დაუვიწყარ თავგადასავალს ეძებ
ნარუტოს ბევრი ნაკლი აქვს: ცუდად დაწერილი ქალი პერსონაჟები, სიუჟეტში გაპარული უზუსტობები, ზედმეტად ბევრი ე.წ. ფილერ-ეპიზოდი (ეპიზოდები, რომელთაც ნამუშევრის მთავარ სიუჟეტთან კავშირი არ აქვს). ამის მიუხედავად, ნარუტო ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია, რომელმაც ადამიანებს ანიმეს სამყარო შეაყვარა.
ნარუტომ დასავლეთს ნინძები, იაპონური კულტურისა და მითოლოგიის უამრავი საინტერესო მხარე, უცხო, საოცრად დეტალური და დაუვიწყარი სამყარო გააცნო. ნარუტოს საოცარი პერსონაჟები, საუნდტრეკები და სევდიანი მომენტები ანიმეს სამყაროს აუცილებლად შეგაყვარებს. ნარუტოს 220 ეპიზოდის ნახვის შემდეგ შეგიძლია მის მომდევნო ნაწილზე, Naruto: Shippuden-ზე გადახვიდე.
3. ალქიმიკოსების საძმო (Fullmetal Alchemist: Brotherhood) — თუ იდეალურად მოყოლილი ამბები გიყვარს
Fullmetal Alchemist: Brotherhood ათასობით ანიმეს შორის ის იშვიათი გამონაკლისია, რომლისთვისაც რაიმე ნაკლის მოძებნა თითქმის შეუძლებელია. ანიმე ძმებზე, ედვარდსა და ალფონსზე გვიყვება, რომლებიც ალქიმიის დახმარებით გარდაცვლილი დედის მკვდრეთით აღდგენას ცდილობენ. სანაცვლოდ, ედვარდი ფეხსა და ხელს კარგავს, ალფონსი კი მთელ სხეულს, რის გამოც ძმა მის სულს ძველ აბჯარს "მიაბამს" — ეს მსხვერპლი დედის გასაცოცხლებლად საკმარისი მაინც არაა.
Fullmetal Alchemist: Brotherhood, ერთი შეხედვით, ძმების მიერ საკუთარი სხეულების დასაბრუნებლად ფილოსოფიური ქვის ძიების ამბავია, თუმცა საბოლოოდ ანიმე "შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის", საოცრად დაწერილი პერსონაჟებისა და დაუვიწყარი სამყაროს დახმარებით ბევრ ფილოსოფიურ კითხვას გვისვამს, მათ შორის კი მთავარი შემდეგია: რა ღირს ადამიანის სული/სიცოცხლე?
4. ტიტანებზე შეტევა (Attack On Titan) — თუ მოულოდნელობებსა და დაძაბულ სიუჟეტს არაფერი გირჩევნია
ტიტანებზე შეტევამ ანიმეს სამყარო უამრავ ადამიანს გააცნო, ეს კი ჩახლართული და დაძაბული სიუჟეტის, თვალისმომჭრელი ანიმაციის, დასამახსოვრებელი პერსონაჟებისა და დაუვიწყარი საუნდტრეკების დამსახურებაა. თითოეული ეპიზოდი მოულოდნელობებითაა სავსე და პირველი წამიდან ბოლო ეპიზოდამდე ეკრანს ვერ მოწყდები.
ტიტანებზე შეტევა მოგვითხრობს მსოფლიოზე, რომელიც კედლებს შიგნით უზარმაზარ არსებებს, ტიტანებს, ემალება. მიუხედავად იმისა, რომ სერიალი ტიტანებსა და ადამიანებს შორის დაპირისპირებას "გვპირდება", ადამიანებს შორის არსებული განხეთქილებები, გადარჩენისთვის ბრძოლა და კეთილსა და ბოროტს შორის წაშლილი ზღვარი იმაზე საოცარ სანახაობას გვთავაზობს, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი ელოდა.
5. შენი სახელი (Your Name) — თუ მოულოდნელი დასასრულისა და ცრემლებისთვის მზად ხარ
შენი სახელი ფანტასტიკის, სიყვარულის, თვალისმომჭრელი ფერებისა და დაუვიწყარი კადრების იდეალური ნაზავია, რომელიც საუკეთესო ანიმაციის კატეგორიაში ოსკარს აუცილებლად იმსახურებდა. შენი სახელი თინეიჯერ გოგოსა და ბიჭზე მოგვითხრობს, რომლებიც იაპონიის სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობენ და ძილში ერთმანეთს შემთხვევით სხეულებს უცვლიან. ეს, ერთი შეხედვით, სახალისო აღწერა მოგვიანებით მოულოდნელობისგან შეკივლებასა და უამრავ ცრემლში გადაიზრდება, ამიტომ გირჩევ, ცხვირსახოცი მოიმარჯვო!
6. სიკვდილის დღიური (Death Note) — თუ ჭკვიანი და წინდახედული პერსონაჟების "ტვინების ბრძოლა" გაინტერესებს
სიკვდილის დღიური მშვენიერი არჩევანია დამწყებებისთვის, რომლებიც ანიმეს ჯერ კარგად არ იცნობენ. სერიალი დამაინტრიგებლად იწყება: სკოლის მოსწავლე ლაით იაგამი დღიურს პოულობს, რომლის დახმარებითაც სასურველი ადამიანების მოკვლა შეუძლია: ამისათვის მხოლოდ მათი სახელისა და სახის ცოდნაა საჭირო. ლაითი გადაწყვეტს, ამ გზით ცნობილი კრიმინალები მოკლას და "ბოროტებას ებრძოლოს". მალე ლაითის კვალს ცნობილი დეტექტივი, სახელად ელი, ჩაუდგება.
37 ეპიზოდის განმავლობაში ადამიანები ლაითის გამოჭერას ცდილობენ და დაძაბულ შეჯიბრში ერთვებიან, რომელშიც ის აგებს, ვინც მოწინააღმდეგის ნაბიჯების წინასწარ გათვლას ვერ შეძლებს. სერიალის ჩართვისთანავე ეკრანს მიეჯაჭვები და ლაითის ისტორიას ერთი ამოსუნთქვით ნახავ.
7. სიკვდილის აღლუმი (Death Parade) — თუ ერთდროულად ერთმანეთისგან განსხვავებული ემოციებისთვის ხარ მზად
სიკვდილის აღლუმი ერთდროულად ორიგინალური, დაძაბული, სევდიანი და ლამაზი სანახაობაა. ანიმე უცნაურ ადგილზე გვიყვება, რომელშიც გარდაცვლილი უცნობი ადამიანები ერთმანეთს სხვადასხვა თამაშში ეჯიბრებიან. ბარმენი გამარჯვებულს სამოთხეში უშვებს, დამარცხებულს კი ჯოჯოხეთში, თუმცა მოგება და წაგება ხშირად თამაშის შედეგზე კი არა, მის პროცესზეა დამოკიდებული.
სიკვდილის აღლუმი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის მშვენიერი არჩევანია. 12 25-წუთიანი ეპიზოდი საღამოს საინტერესოდ გატარებას გპირდება.
8. ვაიოლეტ ევერგარდენი (Violet Evergarden) — თუ თვალისმომჭრელი ანიმაცია და სევდიანი სცენები არ გაშინებს
ვაიოლეტი თინეიჯერი გოგოა, რომელსაც ომის დროს მტრის მოსაკლავ იარაღად იყენებდნენ. ომის დასრულების შემდეგ ვაიოლეტი მენტორსა და ხელებს კარგავს. სამსახურის გარეშე დარჩენილი გოგო, რომელსაც სხვებისა და საკუთარი გრძნობების ამოცნობა და გამოხატვა არ შეუძლია, მეტალის ხელებით წერილების ამკრეფი "თოჯინა" ხდება და სხვა ადამიანების წყალობით, საკუთარი თავის უკეთ გაცნობასა და ტკივილისთვის თვალის გასწორებას სწავლობს.
ვაიოლეტ ევერგარდენი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნამუშევარია, რომლის მსგავსსაც ხშირად ვერ შეხვდები. ანიმაციის საოცარი სტილი, თვალისმომჭრელი ფერები და სუნთქვისშემკვრელი სცენები პერსონაჟების სევდიან და ნოსტალგიურ ამბებს მთელი გულით შეგაყვარებს.
ამავე თემაზე:
- 7 ანიმე, რომელიც საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის ოსკარს იმსახურებდა
- ტესტი: გამოიცნობ პოპულარულ ანიმეს მხოლოდ ერთი კადრით?
-
ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — "ცივილიზაციის აკვანი" მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — "ცივილიზაციის აკვანი"
გადახედვა
-
სენაკში სანადირო თოფით კაცმა ქალი მოკლა სენაკში სანადირო თოფით კაცმა ქალი მოკლა
გადახედვა
-
"ადამიანი, რომელიც ამ პრემიას მიიღებს არის ქალი, რომელსაც ჩემს გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს" — სოფიკო შევარდნაძე მარია ზახაროვაზე "ადამიანი, რომელიც ამ პრემიას მიიღებს არის ქალი, რომელსაც ჩემს გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს" — სოფიკო შევარდნაძე მარია ზახაროვაზე
გადახედვა
-
სემ ლევინსონის თქმით, ზენდეიას პერსონაჟისთვის სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული სემ ლევინსონის თქმით, ზენდეიას პერსონაჟისთვის სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული
გადახედვა
-
რუსეთმა სომხეთიდან ხილის იმპორტი შეზღუდა რუსეთმა სომხეთიდან ხილის იმპორტი შეზღუდა
გადახედვა
-
ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო — გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო — გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება
-
POG: აშშ-ის ვიზების თაღლითური სქემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს, 6-ის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო POG: აშშ-ის ვიზების თაღლითური სქემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს, 6-ის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო
გადახედვა
-
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით და 9 თვით, ანი ნასყიდაშვილს კი 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით და 9 თვით, ანი ნასყიდაშვილს კი 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ქვასა და ნაცარში შემონახული კულტურა — სამცხე-ჯავახეთში ძველი დასახლებების კვალს მიაგნეს ქვასა და ნაცარში შემონახული კულტურა — სამცხე-ჯავახეთში ძველი დასახლებების კვალს მიაგნეს
გადახედვა
-
TBC x Miro — თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები TBC x Miro — თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები
-
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში 23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
-
რუსთავში მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს რუსთავში მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
"შენ გიჟი ხარ" — ტრამპი ნეთანიაჰუს ლიბანის საკითხზე სატელეფონო საუბრისას დაუპირისპირდა "შენ გიჟი ხარ" — ტრამპი ნეთანიაჰუს ლიბანის საკითხზე სატელეფონო საუბრისას დაუპირისპირდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ახლა იმ წერტილს მივაღწიეთ, როდესაც ან საკუთარი თავი უნდა გადავარჩინოთ ან დიქტატურას დავემორჩილოთ სალომე ზურაბიშვილი: ახლა იმ წერტილს მივაღწიეთ, როდესაც ან საკუთარი თავი უნდა გადავარჩინოთ ან დიქტატურას დავემორჩილოთ
გადახედვა
-
კამპანია ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ — KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა კამპანია ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ — KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
-
ტროტუარზე დგომისთვის დაკავებული დიმიტრი ჯამბურიას საქმეზე საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა ტროტუარზე დგომისთვის დაკავებული დიმიტრი ჯამბურიას საქმეზე საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობა მეორე ეპიზოდით გრძელდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობა მეორე ეპიზოდით გრძელდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
დააკავეს პირი, რომელმაც თბილისში 6 სახლი გაქურდა დააკავეს პირი, რომელმაც თბილისში 6 სახლი გაქურდა
გადახედვა
-
EU მიგრანტების დეპორტაციის პროცესს ამკაცრებს EU მიგრანტების დეპორტაციის პროცესს ამკაცრებს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინ არის Euphoria-ს საუკეთესო პერსონაჟი? გამოკითხვა: ვინ არის Euphoria-ს საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა








კომენტარები