Superflex — მანქანის ფლობის ინოვაციური გზა Europcar-ისგან
Europcar მომხმარებელს მანქანის ფლობის განსხვავებულ და ინოვაციურ მოდელს სთავაზობს. Supeflex, იგივე Auto subscription, ახალი პროდუქტია, რომელიც კომპანიამ ქართულ ბაზარზე შემოიტანა.
თუკი მომხმარებელს ავტომობილის ყიდვისას საბანკო, სალიზინგო ვალდებულებების აღება ან ბიუჯეტის ერთიანად მობილიზება უწევდა, Superflex საშუალებას აძლევს, თავიდან აირიდოს ეს პროცესები და სასურველი ავტომობილით მისთვის მისაღები პერიოდით ისარგებლოს, ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულების გარეშე. Superflex-ის მომხმარებელი მხოლოდ შესაბამისი პაკეტის ყოველთვიურ საფასურს გადაიხდის და შეძლებს გამოიყენოს სხვადასხვა მარკის ავტომობილი.
Superflex-ში ავტომობილები 4 კატეგორიადაა დაყოფილი. ესენია: Family Class, Business Class, Premium და Elite Class. Elite Class-ის კატეგორიაში ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი ისეთი მოდელები, რომლებიც დღიური გაქირავების სერვისში ხელმისაწვდომი არ არის. მათ შორის, პორშეს ავტომობილები და ტოიოტა LC300. Superflex-ის მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა მიეცემა, შეცვალოს ავტომობილი. მაგალითად, Family კლასის შემთხვევაში, თვეში 3 დღის მანძილზე შეუძლია ისარგებლოს როგორც ბიზნესკლასის, ისე პრემიუმ თუ ელიტკლასის მანქანებით.
ევროპქარის დირექტორი სანდრო საყვარელიძე: "მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ავტომობილის ფლობის მსგავსი მოდელი საკმაოდ პოპულარულია. გვიხარია, რომ საშუალება მოგვეცა, ეს პროდუქტი საქართველოშიც ხელმისაწვდომი გავხადოთ, რადგან მიგვაჩნია, რომ Auto subscription თანამედროვე და ინოვაციური მიდგომაა, რომელიც ცვლის ავტომობილის შეძენისა თუ მოხმარების ტრადიციულ გზებს და მომხმარებელს გაფართოებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. SuperFlex-ის ავტოპარკი დაკომპლექტებულია სხვადასხვა კლასის მანქანებით და მაქსიმალური მოქნილობისთვის მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, სურვილისამებრ შეცვალოს და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოცადოს სხვადასხვა მოდელი. თითოეულ კატეგორიაში ქვეჯგუფებად არის წარმოდგენილი ელექტრომანქანები, რადგან მიგვაჩნია, რომ ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაცია ქვეყანაში მნიშვნელოვანია".
Superflex-ით სარგებლობა მომხმარებლისთვის დამატებით კომფორტს გულისხმობს, ისეთს, როგორიცაა სასურველი მანქანის შერჩევა, დაზღვევა, მანქანის სრული სერვისი, ტექნიკური მხარდაჭერა 24/7-ზე და სეზონური საბურავები. მანქანის ცვლილების შემთხვევაში კი სასურველ დროსა და ადგილას მანქანის მიყვანის სერვისი.
Auto Subscription-ის მომხმარებელს, ლიზინგისა თუ სხვა საბანკო პროდუქტებისგან განსხვავებით, არანაირი ხანგრძლივი ვალდებულება არ გააჩნია და მინიმალური ქირავნობის პერიოდის გასვლის შემდეგ თანამშრომლობის შეწყვეტის შემთხვევაში არ უწევს ჯარიმის გადახდა. ამასთანავე, საოპერაციო ლიზინგისგან განსხვავებით, პროდუქტით სარგებლობის საშუალება უკვე ფიზიკურ პირებსაც აქვთ.
Superflex-ი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად გამოცადოს სხვადასხვა ავტომობილი, ისიამოვნოს მართვის უნიკალური შესაძლებლობებით და თავიდან აირიდოს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საზრუნავი.
Europcar-ის Auto Subscription-ით სარგებლობა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით.
Europcar Georgia საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის, ასევე სატრანსპორტო მომსახურება და ახლა უკვე საქართველოში პირველად Europcar-ი თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები