ყველა მძევალი თავისუფალია — ერთი პირი დააკავეს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სპეცოპერაცია დასრულებულია და ერთი პირია დაკავებული, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომ დაკავებული თავდამსხმელია. მოგვიანებით, საქართველოს ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ "ბოროტმოქმედი დაკავებულია".
რატომ არის მნიშვნელოვანი: შეიარაღებულ პირს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი.
- ბანკიდან გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ ის მძევლებს მისი მოთხოვნების გაჟღერებას, ამბის გავრცელებას აიძულებდა — მან მძევლები დაახლოებით 11 საათის შემდეგ აიყვანა.
დეტალები: ადგილზე მყოფი მედიები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ტერიტორიაზე სროლის ხმა იყო.
- მათივე ცნობით, რამდენიმე წუთის შემდეგ სამართალდამცავების ნაწილმა ტერიტორია დატოვა და შემოსაზღვრული ნაწილი გახსნა, თუმცა სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ შსს-მ ინფორმაცია მხოლოდ მოგვიანებით დაადასტურა;
- ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.
თავდამსხმელი თავდაპირველად 2 მილიონ დოლარს ითხოვდა — მან მოგვიანებით მოთხოვნები შეცვალა. მისი ახალი მოთხოვნები მილიონ ნახევარი და ორი მძევლის დატოვება იყო.
- ვიდეოში ისმოდა, სავარაუდოდ, მომლაპარაკებლის ხმა, რომელიც შეიარაღებულ პირს ეუბნებოდა, რომ ლარიდან დოლარში გადახურდავებას დრო სჭირდებოდა;
- ასევე, კადრებში ჩანდა, რომ თავდამსხმელს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელ ნივთიერებაზე თავი მოხსნილი ჰქონდა და იმუქრებოდა, რომ სამართალდამცავების შესვლის შემთხვევაში ააფეთქებს.
შსს-მ დღის განმავლობაში ორი განცხადება გაავრცელა, თუმცა შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური შემთხვევის ადგილას მხოლოდ 5 საათის შემდეგ ჩავიდა.
- ქართული ოცნებიდან პირველი მომხდარზე კომენტარი ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა და თქვა, რომ "ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში ხდება და მოხდა აქაც".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს:
- მძევლად ხელში ჩაგდებას;
- საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას;
ტერორისტულ აქტს; - ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას.
არქივიდან: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბანკში შეიარაღებული შეჭრისა და ყაჩაღობის მცდელობის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მათი ნაწილი საქართველოს ბანკში იყო.
- ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ბადრი ესებუას უკავშირდება, რომელმაც ზუგდიდში მძევლები აიყვანა, რამდენიმე საათში კი მძევლებთან ერთად ბანკი დატოვა და გაიქცა.
- შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ესებუა კი თანხასთან ერთად მიიმალა — როგორც შს მინისტრი ყოველ ჯერზე ამბობს, მას ეძებენ.
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები