გლობალური კიბერშეტევა და ახალი ვირუსის საფრთხე
ფოტო: Reuters
ახალი სამუშაო კვირის დასაწყისში სამსახურში დაბრუნებულ ადამიანებს, კიბერშეტევისგან დაუცველი კომპიუტერების ხმარება 150-ზე მეტ ქვეყანაში მოუხდათ. ევროპის პოლიციის სააგენტოს მონაცემებით, ფულის გამოძალვის კომპიუტერული ვირუსი, რომელიც ე.წ. რანსომვეარის ტიპისაა და „უანაქრაის“ სახელითაა ცნობილი, უკვე 100 ათას ორგანიზაციაზე მეტში დაფიქსირდა. ის კომპიუტერში სხვადასხვა ტიპის დოკუმენტებს ბლოკავს მანამდე, სანამ მომხმარებელი მათი გამოთავისუფლებისთვის საფასურს არ გადაიხდის.
„მე ის მაღელვებს, რომ რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება,“ - განუცხადა ბრიტანეთის აი-ტი-ვი ტელევიზიას ევროპის პოლიციის დირექტორმა, რობ უაინრაითმა. კომპიუტერული უსაფრთხოების ექსპერტები ამშვიდებენ მოსახლეობას და ეუბნებიან, რომ პერსონალური კომპიუტერების ის მომხმარებლები, რომლებიც რეგულარულად უკეთებდნენ თავიანთ სისტემას განახლებას, დაცულები არიან, ხოლო სახელმწიფო დაწესებულებებს და კომპანიებს მკაცრი მითითება მიეცათ, რომ მათი ორგანიზაციების კომპიუტერული სისტემების განახლება უზრუნველეყოთ.
ევროპოლი მათ, ვისი ქსელიც უკვე წარმატებით დაბლოკა ვირუსმა, ურჩევს, არ გადაიხადონ ბლოკის მოხსნის თანხა, რომელიც 300 დოლარის ეკვივალენტ ვირტუალურ ვალუტას, ე.წ. ბიტკოინს შეადგენს. რანსომვეარის ავტორების მიერ მსხვერპლისთვის წაყენებული ულტიმატუმი ამბობს, რომ თუ ისინი სამი დღის განმავლობაში თანხას არ გადაიხდიან, გადასახადი გაორმაგდება, ხოლო შვიდდღიანი გადაუხდელობის შემთხვევაში კი მათ მიერ დაბლოკილი და კონტროლირებადი ყველა ფაილი წაიშლება. ავასტი - საერთაშორისო პროგრამული უსაფრთხოების კომპანია, რომლის ანტივირუსულ პროგრამას მსოფლიო მასშტაბით 400 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, აცხადებს, რომ „უანაქრაის“ რანსომვეარის 57 ათასზე მეტი შეტევა დაფიქსირდა.
ნაპოვნია ფუნქცია „სასიკვდილო გადამრთველი“
კომპიუტერული უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ მიმდინარე კომპიუტერულ შეტევას შეიძლებოდა უფრო სავალალო შედეგები მოჰყოლოდა, რომ არა ახალგაზრდა ბრიტანელი სპეციალისტი, რომელმაც თავად ამ ვირუსის დაუცველობა აღმოაჩინა და დაარქვა „უანაკრიპტორ 2.0“. სპეციალისტმა, რომელმაც საკუთარი თავის იდენტიფიცირება სახელით Malwaretech ისურვა, რანსომვეარის სტრუქტურის შესწავლისას, მასში არსებული ე.წ. სასიკვდილო გადამრთველი აღმოაჩინა.
აღნიშნული ფუნქცია ვირუსის შეჩერებას ახერხებს. ის ინფიცირებულ სისტემაში აღწევს და ქსელებს ათავისუფლებს. ბრიტანელმა სპეციალისტმა აღმოაჩინა, რომ ვირუსის საიდუმლო ვებ-მისამართი ინტერნეტის საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ არავის სახელზე არ იყო რეგისტრირებული და მაშინვე დაარეგისტრირა ის თავის სახელზე. ამაში მან მხოლოდ 11 ამერიკული დოლარი გადაიხადა და მოიპოვა სრული კონტროლი ვებ-მისამართზე, რითაც საგრძნობლად შეასუსტა ვირუსის სიმძლავრე ბრიტანეთში.
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ კრიმინალებმა, ვინც ვირუსი აამოქმედა, შეიძლება ვირუსის ახალ ვერსიებზე მუშაობენ, რომელსაც ერთგვარი იმუნიტეტი ექნება და „უანაკრიპტორ 2.0“-ს გაანეიტრალებს. სამწუხაროდ, ამ ვირუსის ახალი ვერსიის კვალი ინტერნეტში უკვე დაფიქსირებულია.
გაკვეთილი ყველასთვის: განაახლეთ სისტემა
კომპანია „მაიკროსოფტმა“ პროგრამული განახლების სისტემა, რომელიც მსგავსი ვირუსებისგან ავტომატურ თავდაცვას წარმოადგენს, „ვინდოუსის“ კომპიუტერებზე ორი თვის წინ გამოუშვა. მაგრამ, განახლებული ვერსია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა კომპიუტერზე არ გამოუყენებიათ. ამას გარდა, განვითარებად ქვეყნებში მომხმარებელთა უმეტესი ნაწილი გაცილებით დაბალ ფასიან, ან სრულიად უფასო, არალეგალურ პროგრამებს ხმარობს. სწორედ ეს კომპიუტერები გახდა ჰაკერების სამიზნე.
ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ფულის გამომძალველი ვირუსის არსებობის შესახებ განგაში ატეხა. მთავრობამ ზარალის განსაზღვრის და აღმოფხვრის მიზნით საგანგებო შეხვედრა მოაწყო, რომელსაც „კობრა“ დაარქვა. დღის ბოლოს, ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა ამბერ რუდმა განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მუშაობას ნორმალურ რეჟიმში აგრძელებს და რომ სისტემის 97% პროცენტი აღდგენილია.
ესპანური ფირმა „ტელეფონიკა“, ფრანგული ავტომწარმოებელი „რენო“, იაპონური „ჰიტაჩი“, ამერიკული „ფედექსი“ და გერმანული რკინიგზა იმ ცნობილ ორგანიზაციებს შორისაა, ვინც ვირუსით დაზარალდა. ამ ეტაპზე არცერთი ფირმა ჰაკერებისთვის ფულის გადახდის ფაქტს არ ადასტურებს და არც იმას ამბობს, რომ მომავალში ამ ნაბიჯის გადადგმას აპირებს.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა


კომენტარები