უსაფრთხოება, 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევა — ინტერვიუ გიგა ლემონჯავასთან
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
თუკიდიდე, მაკიაველი, ჰობსი, კანტი — უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობდა მრავალი მოაზროვნე ყველგან და ყოველთვის, მაშინაც კი, როცა არ არსებობდა სახელმწიფოები იმ ფორმით, როგორსაც ვიცნობთ დღეს. მრავალი წიგნი დაწერილა ეროვნული თუ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე, მრავალი მიდგომით განხილულა ეს საკითხი, თუმცა ინტერესი მისდამი არასდროს განელებულა. დღესაც, 21-ე საუკუნეში, ესაა თემა, რომელიც წუთითაც არ კარგავს აქტუალობას.
დღეს უსაფრთხოება აერთიანებს ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ მრავალ საკითხს, რომელსაც გავლენა აქვს მთელი მსოფლიოს კეთილდღეობაზე. ეთნიკური, რელიგიური, იდეოლოგიური თუ ეკონომიკური კონფლიქტები, ენერგეტიკა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, კლიმატის ცვლილება — ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საკითხებისა, რომლებიც უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ერთიანდება. საკითხი მართლაც კომპლექსურია, მისი შესწავლა კი უაღრესად მნიშვნელოვანი.
უსაფრთხოების საკითხებისადმი აკადემიურ სფეროებში მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. სწორედ ამიტომ ალტე უნივერსიტეტმა სამი წლის წინ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საქართველოში პირველი სამაგისტრო პროგრამა შექმნა. ამ სტატიაში პროგრამის ხელმძღვანელი, გიგა ლემონჯავა გვიამბობს, თუ რატომ არის უსაფრთხოების საკითხები ასეთი აქტუალური დღესდღეობით და რა პერსპექტივებს შეიძლება უხსნიდეს მისი შესწავლა ადამიანს?
რატომ უნდა ვისწავლოთ უსაფრთხოების საკითხები?
გიგა ლემონჯავა აღნიშნავს, რომ როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
პირველყოვლისა, ეს გამოწვევა არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ და მისგან მომდინარე საფრთხეები. ამას ემატება ზოგადი გლობალური კონტექსტი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, რომელიც როგორც ჩვენს რეგიონს, ისე მთლიანად, ევროპულ უსაფრთხოებას უქმნის პრობლემებს,
მისი თქმით, ამ მოვლენების ფონზე ყალიბდება ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა — ქვეყნები თავიდან პოულობენ საკუთარ თავს ევროპული უსაფრთხოების სისტემაში.
"ერთი მხრივ, არსებობს კრიზისი, მაგრამ მეორე მხრივ, იგი წარმოშობს შესაძლებლობებსაც. საქართველომ ახლა აუცილებლად უნდა იპოვოს საკუთარი ადგილი ერთიან ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოების სისტემაში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყვნენ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტები, რომლებიც აქტიურად და პროფესიონალურად იმუშავებენ, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული რისკებზე, გამოწვევებისა და საფრთხეებზე და მეორე მხრივ, დაეხმარებიან ქვეყანას, იპოვოს საკუთარი ადგილი უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში", — ამბობს გიგა.
საქართველომ ახლა აუცილებლად უნდა იპოვოს საკუთარი ადგილი ერთიან ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოების სისტემაში,
უსაფრთხოების ახალი გაგება და სპეციალისტების დეფიციტი
წლების განმავლობაში უსაფრთხოების ცნება გაფართოვდა. როგორც გიგა ლემონჯავა აღნიშნავს, წლების წინ უსაფრთხოება მოიცავდა მხოლოდ დაზვერვასა და სამხედრო მიმართულებას.
"სინამდვილეში, ეროვნული უსაფრთხოების ჰოლისტური გაგება აერთიანებს როგორც სამხედრო საქმეებსა და დაზვერვას, ისე საერთაშორისო ფინანსებს, ეკონომიკას, ენერგეტიკას, კიბერუსაფრთხოებას და ბევრ სხვა მიმართულებას."
სწორედ ამიტომ, ალტე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს პროგრამა, რომელიც საქართველოში აკადემიური განათლების მქონე უსაფრთხოების სპეციალისტებს ამზადებს.
"ადრე უსაფრთხოების საკითხებს უფრო მეტად პრაქტიკაში სწავლობდნენ, ან დასაქმებულები გადიოდნენ მოკლევადიან კურსებს საზღვარგარეთ. სწორედ ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების სფეროში არსებობს ერთიანი, სისტემატიზებული განათლების მქონე სპეციალისტების დეფიციტი, იყო ჩვენთვის მოტივაცია, შეგვექმნა ეს სამაგისტრო პროგრამა", — აღნიშნავს გიგა და დასძენს, რომ ალტე უნივერსიტეტის ამ პროგრამის შექმნამდე უსაფრთხოება, როგორც აკადემიური დისციპლინა, საქართველოში არ არსებობდა.
დასაქმება უსაფრთხოების სფეროში
გიგა ლემონჯავა აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების დარგის ფართო სპექტრიდან გამომდინარე, დასაქმების ბაზარი ფართოა.
"სხვადასხვა ტიპის უსაფრთხოება არსებობს: სამხედრო, ფინანსური, ეკონომიკური, მაგრამ მაინც არსებობს სტერეოტიპი, რომ უსაფრთხოების საკითხებზე აქცენტირება სჭირდება მხოლოდ სახელმწიფოს, ამიტომაც ჩვენ სტუდენტებს სხვადასხვა ტიპის სტრატეგიის მომზადებას ვასწავლით - ეს, შეიძლება იყოს როგორც სამხედრო, ისე ბიზნესსტრატეგია. შესაბამისად, თუ ადამიანს აქვს სტრატეგირების უნარი, რომლის გამომუშავებასაც ემსახურება ეს სამაგისტრო პროგრამა, ის შეძლებს დასაქმდეს როგორც, მაგალითად, თავდაცვის მიმართულებით, ისე დიდ ბიზნეს კორპორაციაში. დასაქმების ბაზარი ფართოა — საერთაშორისო ორგანიზაციები, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი ორგანიზაციები, ტრანსნაციონალური დიდი თუ მცირე კომპანიები... ეს პროფესია მოთხოვნადია და ავითარებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომელიც ნებისმიერ საქმეში გამოადგება ადამიანს", — ამბობს გიგა.
მისი თქმით, ალტე უნივერსიტეტის მიზანია, კურსდამთავრებულებმა შეძლონ პროცესების დიდ სურათში დანახვა. ამიტომ სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, აქ სტუდენტებს ასწავლიან კრიტიკულ, ანალიტიკურ აზროვნებასა და პროგნოზს. "ესეც სტრატეგიული აზროვნების ნაწილია — სხვაზე ადრე იცოდე, თუ რა მოხდება ხვალ", — აღნიშნავს გიგა.
რა გამოარჩევს ალტე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამას?
თეორიული და პრაქტიკული სწავლების სინთეზი, გაძლიერებული კვლევითი კომპონენტი, პრაქტიკოსი უცხოელი და ქართველი ლექტორები, კონტაქტების წრის გაფართოება, გაცვლითი პროგრამები ევროპის, აზიისა და ამერიკის უნივერსიტეტებში — ეს მხოლოდ ნაწილია იმ უპირატესობებისა, რომლებიც ამ პროგრამას აქვს.
გიგა ლემონჯავა აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტს მემორანდუმები აქვს გაფორმებული არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რაც ითვალისწინებს, როგორც მათთან პრაქტიკის გავლას, ასევე დასაქმებას.
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
პრაქტიკისა და თეორიის სინთეზზე ამახვილებს ყურადღებას ალტე უნივერსიტეტის ლექტორი, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი, ბათუ ქუთელიაც.
"პროგრამა მორგებულია თანამედროვე ტენდენციებს და მიგვაჩნია, რომ მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი, არამედ იგი უნდა იყოს კარგად განმტკიცებული პრაქტიკული გამოცდილებითა და კვლევით კომპონენტში ჩართულობით. პრაქტიკული გამოცდილების კომპონენტში მნიშვნელოვანია თანამედროვე ქეისებით სწავლების მეთოდი, რაც ახალ თაობას საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად და ეფექტურად ადაპტირდეს გარემოსთან. შეიძლება თეორიას სიღრმისეულად სწავლობ, მაგრამ იმდენად სწრაფად იცვლება გარემო, რომ წარმოუდგენელია მხოლოდ აკადემიური, საბაზისო თეორიული ცოდნით მიაღწიო წარმატებას ან დაეწიო მიმდინარე პროცესებს“. - ამბობს ბათუ ქუთელია.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა არ მოითხოვს განსაკუთრებულ წინაპირობებს და როგორც ხელმძღვანელი ამბობს, აქ ნებისმიერი გამოცდილების მქონე ადამიანისთვისაა ადგილი.
პროგრამა მომავალში დიდ სიახლეებს ჰპირდება სტუდენტებს, მათ შორის იგეგმება მისი ინტერნაციონალიზაციაც. ასე რომ, დროა, საკუთარი ძალები მოსინჯოთ ყველაზე მოთხოვნად სფეროში და შეიძინოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც გამორჩეულ პროფესიონალად გაქცევთ.
თუ ხარ დაინტერესებული ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით, გაიარე წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.
-
მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
გადახედვა
-
პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია
გადახედვა
-
ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა
გადახედვა
-
CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია
გადახედვა
-
Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ
გადახედვა
-
ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს
გადახედვა
-
მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე? ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით
გადახედვა
-
მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს" მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს"
გადახედვა
-
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი — Weitai შემოიყვანა საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი — Weitai შემოიყვანა
კომენტარები