აირზენა ამჯერად WizzAir-ის დაბალ ტარიფებს ეწინააღმდეგება
ქართული ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეიზი, იგივე აირზენა, რუსული და თურქული ავიაკომპანიების შემდეგ, უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir-ის დაბალი ფასებით არის უკმაყოფილო. აირზენას გენერალურმა დირექტორმა, გივი დავითაშვილმა ამის შესახებ ტელეკომპანია პირველის ეთერში, გადაცემაში "საქმის კურსი" ისაუბრა.
გივი დავითაშვილის თქმით, რუსული და თურქული ავიაკომპანიები ქართულ ბაზარზე დემპინგური ფასებით ყიდიან ავიაბილეთებს, რის გამოც მათთან კონკურენცია აირზენასთვის რთულია:
"საკუთარ სახელმწიფოში რუსულ ავიაკომპანიებს აქვთ 3-4-ჯერ უფრო დაბალი ნავიგაციისა და აეროპორტების ტარიფები, ვიდრე სხვა, ამ შემთხვევაში ქართულ ავიაკომპანიებს. ეს იმის წინაპირობაა, რომ დემპინგური ფასებით განახორციელონ ოპერირება და მათ მიერ შესრულებული რეისის თვითღირებულება ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ჯორჯიან ეარვეიზის მიერ შესრულებული ავიარეისის. არ შეგვიძლია თვითღირებულებაზე დაბალი ფასით მოვახდინოთ ოპერირება, როდესაც რუსულ ავიაკომპანიებს ამის მეტი რესურსი აქვთ. ან მათ მიმართ უნდა გატარდეს რამე სანქციები, ან ქართულ კომპანიასაც უნდა ჰქონდეს მსგავსი მხარდაჭერა, რომ კონკურენცია ჯანსაღი და სამართლიანი იყოს."
როგორც დავითაშვილი ამბობს, მათ იგივე პრეტენზიები აქვთ როგორც თურქულ კომპანიებთან, ისე უნგრულ ავიაკომპანია WizzAir-თან დაკავშირებითაც, რომელიც ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით დაფრინავს:
"ვიზეართან დაკავშირებითაც გვაქვს იგივე პრობლემა, რადგან ქართული სახელმწიფოც ეხმარება ვიზეარს გარდა იმისა, რომ გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ საკუთარ ქვეყანაში".
WizzAir დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანიაა, რომელიც ცნობილი და პოპულარული სწორედ თავისი საფასო პოლიტიკის გამო გახდა. აღნიშნული ავიაკომპანიით ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით გადაადგილება, თბილისიდან სხვა ავიაკომპანიების მიერ შესრულებული რეისებისგან განსხვავებით, რამდენჯერმე ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი.
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
კომენტარები