კობახიძისგან ძალადობის წახალისება გვესმის — სამნიძე
ფოტო: კადრი ვიდეოდან
რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თავისი განცხადებებით მოძალადეებს ახალისებს. მისი თქმით, კობახიძემ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ისაუბროს, თუმცა ამას არ აკეთებს და ძალადობას ახალისებს. ამის შესახებ სამნიძემ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
"გვესმის კობახიძისგან წახალისება ძალადობის, რომელსაც აქვს ადგილი ქვეყანაში და ამ წახალისებასთან ერთად მოწოდება, რომ მომავალშიც ყველა მოძალადე ვინც არ ეთანხმება, რომელიმე პოლიტიკოსს, პოლიტიკურ შეხედულებას, მზად იყოს, რომ მათი თავდასხმა არ იქნება არც დასჯილი, პირიქით. თურმე ახლა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უნდა ისაუბროს ეროვნულ იდენტობაზე და სინამდვილეში მეფის კრიტიკა და ერეკლე მეორის კრიტიკა კი არ არის მისთვის პრობლემა, ქართული ოცნების მეფე მთავარი პატრონი, ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი რომ გააკრიტიკა ლევან ბერძენიშვილმა, ეს არის პრობლემა", — თქვა მან.
დეპუტატი საუბრობს, რომ საქართველოს იდენტობას სწორედ ირაკლი კობახიძე ებრძვის, რადგანაც არ საუბრობს რეალურ პრობლემებზე და ცდილობს, საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპიროს. მისი განცხადებით, ქართულ ოცნებაში მთავარი დნმ არის ძალადობა.
"გუშინ პირველად მითხრა ჩემმა შვილმა, გარეთ საღამოს მარტო ნუ გახვალო. აი, ამ სიტყვების გამო მარტო, არ გაპატიებთ არც ერთ შემთხვევაში, არც ერთხელ, როდესაც მოძალადეებს მოუწოდებთ და წაახალისებთ ძალადობას. არავის არ შეგვეშინდება მარტო სიარული ამ ქვეყანაში. ამას მემუქრებოდნენ გუშინ სწორედ ისინი ვინც თქვენ წაახალისეთ, რომ ვერ გაივლით ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში მარტოო. ასეთ მოძალადეებს ახალისებდა თავის გამოსვლაში ირაკლი კობახიძე. ფრთხილად ბატონო ირაკლი, ასეთი მეთოდებით იბრძოდნენ ყველა ხელისუფლების დროს", — ამბობს სამნიძე.
მისი თქმით, ქვეყანაში, როდესაც ასეთი დიდი პოლარიზებაა, არ შეიძლება მოწოდებები, რომ თავს დაესხან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს.
გუშინ, 6 ივნისს რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თქვა — "შენ და შენი ძმა, ჩვენს წმინდას როგორ აგინებთ".
თავდასხმიდან მეორე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე თქვა, თითქოს ხორციელდება "შეტევა ეროვნულ იდენტობაზე". მისი აზრით, ძმებ ბერძენიშვილებს აქვთ "ზიზღი ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ".
ამავე თემაზე:
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები