მკითხველი მეორე ოთახში
ფოტო: On.ge / გიორგი მუზაშვილი
ცოდვა გამხელილი სჯობს — ავტორის სახელი არაფერს გეუბნებოდა. სიმართლე ითქვას, არც სათაური ჟღერდა მაინცდამაინც დამაინტრიგებლად. თუმცა, ფესტივალისკენ მიმავალი რომ ფეისბუქს ათვალიერებდი, შენი მეგობრის რეკომენდაციას წააწყდი და სპონტანურად იყიდე. მაინც შაბათი იყო, წიგნის 113 გვერდი კი ოპტიმისტურად განგაწყობდა. კითხვა იმავე საღამოს დაიწყე და რამდენიმე საათში მორჩი. მცირე რომანის ასე მოკლე დროში დასრულება დიდ მიღწევად შეიძლება არ ჩაითვალოს, მაგრამ მაინც ძალიან გეამაყება, რომ მაგდა კალანდაძის მეორე ოთახი გამოცემიდან მალევე წაიკითხე, მერე კი ყველას ურჩიე, ვისაც იცნობდი და ვისთანაც სიტყვა გეთქმოდა.
მართალია, წიგნი სადებიუტო რომანია, თუმცა, თავად ავტორი დამწყები არ ყოფილა. როგორც შემდეგ გაიგე, ლიტერატურული პერიოდიკის მკითხველისთვის მაგდა კალანდაძე ნაცნობი სახელია, ამიტომ, მკითხველთა გარკვეულ წრეში დიდი მოლოდინი არსებობდა, რომელიც შემდეგ ყველას გადაედო, ვისაც კი ნაწარმოები ხელში ჩაუვარდა.
"წიგნი, რომელიც ბევრს განარისხებს", — გამომცემლობის ასეთი შეფასება ანონსში მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებდა. მართალია, ბოლო ფურცლის ჩაკითხვის შემდეგ განრისხებულზე მეტად დასევდიანებული იყავი, მაგრამ იმედგაცრუება მაინც არ გიგრძნია, რადგან ზუსტად მიხვდი, რატომ აღაშფოთებდა რომანი ბევრს. მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ თქვა, მეორე ოთახი ქვიარ რომანია — მსგავსი რამ კი ქართულ ლიტერატურულ სივრცეში იშვიათ მოვლენად რჩება.
ნაწარმოები რომ კამერულია, ამის წინასწარმეტყველებას ალბათ სათაურის და ანოტაციის წაკითხვის შემდეგაც შეძლებდი — ძირითად პერსონაჟებს ცალ ხელზეც ჩამოთვლი; თუმცა, ტექსტის ინტიმურობა მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. იმიტომ არა, რომ ბევრისთვის საჩოთირო საკითხებს ეხება და ალაგ-ალაგ ამ თემებზე დაუფარავად საუბრობს. უფრო იმიტომ, რომ მთავარი პერსონაჟი შენ თვალწინ ყვავილივით იშლება — წვეთ-წვეთად გენახვება და წიგნის ბოლოს მთლიანად შიშვლდება.
მეორე ოთახის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სწორედ პროტაგონისტი ელენეს, როგორც პერსონაჟის, განვითარებაა. ავტორს 100-ზე ოდნავ მეტი გვერდი ჰქონდა, ეს რომ მოეხერხებინა, მაგრამ მაინც ისე ოსტატურად შეძლო, მცირე თუ დიდი პროზის არაერთ ავტორს შეშურდებოდა.
ელენე ერთი თბილისელი გოგოა, დიდ სახლში ცხოვრობს, იქვე მუშაობს და ზოგჯერ დღემეხვალიეობაც ჯაბნის ხოლმე — მოკლედ, ისეთივე ჰარმონიული ქაოსი აქვს ცხოვრებაში, როგორიც სხვა ბევრს. ეს უწესრიგობა მართლაც ქაოსურ სახეს მაშინ იღებს, როცა თავის ბინაში ერთ ოთახს აქირავებს და ცხოვრებას უცხო ადამიანთან ერთად აგრძელებს. რომანი დიდწილად სწორედ ელენესა და მასთან ახალგადმობარგებული ლენას ურთიერთობაა. ელენე ლენას აკვირდებოდა, შენ კი ელენეს. ასე შეიკრა სამკუთხედი, რომელმაც მისგან თავის დაღწევის საშუალება წიგნის დასრულებამდე არ მოგცა.
პირველ პირში ტექსტის თხრობა ადვილი არაა. რამდენჯერაც სცადე, იმდენჯერ მიხვდი, რომ ძალიან ადვილად შეიძლება გადაამლაშო, თანაც ისე, რომ მკითხველს უხერხულობის და ხელოვნურობის განცდა დაუტოვო — რამდენად გულწრფელი მონათხრობიც უნდა იყოს, მაინც. არადა, მაგდა კალანდაძემ ესეც ოსტატურად შეძლო — გულღია შინაგანი მონოლოგები და სხვათა სიტყვებით მოყოლილი ამბები ნაუცბადევ რეტროსპექტივას შეუნაცვლა ზუსტად იქ, სადაც საჭირო აღმოჩნდა. მოკლედ, წიგნის კითხვისას დაგრჩა შთაბეჭდილება, რომ ელენე შენი დიდი ხნის, მაგრამ არცთუ გახსნილი მეგობარი იყო, რომელიც სამზარეულოში დაჯდა და თავის თავზე პირველად მოგიყვა.
დასაწყისშივე კი ხმაურიანად მონათლე წიგნი "ქვიარ რომანად", თუმცა, აქ არც ამ ერთგვარი მიმართულების კლიშეებს წააწყდი. ყოველ მომდევნო გვერდზე უფრო მეტად რწმუნდებოდი, რომ არც ელენე ყოფილა "ერთი თბილისელი გოგო" და არც მისი ცხოვრება — "ჰარმონიული ქაოსი". ერთ-ერთი ყველაზე არაბანალური პერსონაჟია, ვისაც თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში შეხვედრილხარ. ამას მხოლოდ მაშინ იაზრებ, როცა წიგნის კითხვას ამთავრებ. მანამდე ისიც გეგონა, რომ ყველა საუკეთესო არასანდო მთხრობელს უკვე იცნობდი, მაგრამ ელენესთან ერთად მაგდამაც დაამსხვრია გახუნებული ჩარჩო. ავტორმა, ერთი მხრივ, თხრობის კლასიკური მანერით, მეორე მხრივ კი, მინიმალური მხატვრული ხერხების გამოყენებით მოახერხა, სხვადასხვა მრწამსის მქონე მკითხველი დაეპატიჟებინა.
ასე აღმოვჩნდით ყველა მეორე ოთახში.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა

კომენტარები