მინიმუმ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას და პუტინს უწოდეთ აგრესორი — მარგველაშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პირველ რიგში უკრაინას მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ, პუტინს აგრესორი უწოდონ, შემდეგ დააწესონ სანქციები და უკეთეს შემთხვევაში გაგზავნონ შეიარაღება.
"მორალური ტესტი უკრაინაზე: მინიმუმ — მხარი დაუჭირეთ უკრაინას და პუტინს უწოდეთ აგრესორი; შემდეგ — დააწესეთ სანქციები; კიდევ უკეთესი — გაგზავნეთ შეიარაღება. მტკიცე აზროვნებით, რომ პრინციპების ღალატი და ბოროტების უგულებელყოფა მხოლოდ ამრავლებს მას", — წერს ის.
2021 წლის ბოლოდან უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარები მობილიზდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მის საზღვართან დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს.
საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს რისკებს, რომ ეს შეიძლება შეჭრისკენ მზადებაზე მიუთითებდეს. რუსეთში ამას უარყოფენ. 14 იანვარს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა წინასწარ მოამზადა ოპერატიული დაჯგუფება აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩასატარებლად, რათა შეჭრის საბაბი შექმნას. გამოცემა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიაწოდა. CNN-ის ცნობით, ამერიკას აქვს მტკიცებულებები, რომ დაჯგუფების წევრებს შესწავლილი აქვთ საომარი მოქმედებების წარმოება ქალაქის პირობებში, ასევე, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება საბოტაჟისთვის.
მანამდე, 6 დეკემბერს The Washington Post-მა აშშ-ის დაზვერვის სამსახურიდან მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთი უკრაინაზე მასობრივ თავდასხმას 175 000 სამხედროს მონაწილეობით გეგმავს. ამ ცნობების თანახმად, კრემლს ფართომასშტაბიანი შეტევა 2021 წლის დასაწყისისთვის სურს.
2 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა კრემლი გააფრთხილა, უარი თქვას უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობებზე და განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება კრემლისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მისივე თქმით, არ იცის მიიღო თუ არა პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება.
7 დეკემბერს, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთს ძლიერი ეკონომიკური ზომებით უპასუხებენ. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს დიპლომატიასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.
3 იანვარს თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. აშშ-ის ინფორმაციით, ბაიდენმა ზელენკის უთხრა, რომ თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, აშშ და პარტნიორები მას მტკიცე პასუხს გასცემენ.
პარალელურად, რუსეთი ითხოვს გაუქმდეს ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ალიანსში უნდა გაწევრიანდნენ. ოკუპანტი ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ნატოსგან "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს.
-
ბრიუს უილისმა არ იცის, რომ დემენცია აქვს, თუმცა ოჯახის წევრებს კვლავ ცნობს ბრიუს უილისმა არ იცის, რომ დემენცია აქვს, თუმცა ოჯახის წევრებს კვლავ ცნობს
გადახედვა
-
ახალ რეკლამაში კოკა-კოლას სიმბოლოდ ქცეული თეთრი დათვი პეპსის ირჩევს — ნახეთ ვიდეო ახალ რეკლამაში კოკა-კოლას სიმბოლოდ ქცეული თეთრი დათვი პეპსის ირჩევს — ნახეთ ვიდეო
-
მენდი პატინკინი God of War-ის სერიალში ოდინის როლს შეასრულებს მენდი პატინკინი God of War-ის სერიალში ოდინის როლს შეასრულებს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი წყლის ბინადარი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი წყლის ბინადარი ფოტოთი
-
წყლის "საიდუმლო ქიმია" — რატომ აქვს წყალს სხვადასხვა ადგილას განსხვავებული გემო წყლის "საიდუმლო ქიმია" — რატომ აქვს წყალს სხვადასხვა ადგილას განსხვავებული გემო
-
პაციენტმა ტრანსპლანტაციამდე ფილტვების გარეშე 48 საათი გაატარა — როგორ გადარჩა ის პაციენტმა ტრანსპლანტაციამდე ფილტვების გარეშე 48 საათი გაატარა — როგორ გადარჩა ის
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: მოსკოვის მექანიზმს არანაირი კავშირი ქვეყნის იმიჯთან არ აქვს შალვა პაპუაშვილი: მოსკოვის მექანიზმს არანაირი კავშირი ქვეყნის იმიჯთან არ აქვს
გადახედვა
-
ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად ახალი ფუნქციონალი საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში ინვოისების სამართავად
-
პირველი ვიზუალები The Beatles-ის ოთხფილმიანი პროექტიდან პირველი ვიზუალები The Beatles-ის ოთხფილმიანი პროექტიდან
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: მე NGO-ში არ ვყოფილვარ, არც ირაკლი კობახიძე არ ყოფილა NGO-ში, არც მე არც ირაკლი კობახიძე ჩვენ NGO-ში არ ვართ შალვა პაპუაშვილი: მე NGO-ში არ ვყოფილვარ, არც ირაკლი კობახიძე არ ყოფილა NGO-ში, არც მე არც ირაკლი კობახიძე ჩვენ NGO-ში არ ვართ
გადახედვა
-
The White Lotus-ის მეოთხე სეზონს ჰელენა ბონემ კარტერი უერთდება The White Lotus-ის მეოთხე სეზონს ჰელენა ბონემ კარტერი უერთდება
გადახედვა
-
5 მარტივი ვარჯიში მათთვის, ვისაც სპორტდარბაზში სიარულის დრო არ აქვს 5 მარტივი ვარჯიში მათთვის, ვისაც სპორტდარბაზში სიარულის დრო არ აქვს
-
რას ნიშნავს "მოსკოვის მექანიზმი", რომელიც 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად გაააქტიურა? რას ნიშნავს "მოსკოვის მექანიზმი", რომელიც 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად გაააქტიურა?
გადახედვა
-
სახელმწიფო ვალდებულია, თავი შეიკავოს ნებისმიერი რეპრესიული ქმედებისგან იმ პირების მიმართ, რომლებიც თანამშრომლობენ მისიასთან — თამარ ონიანი მოსკოვის მექანიზმზე სახელმწიფო ვალდებულია, თავი შეიკავოს ნებისმიერი რეპრესიული ქმედებისგან იმ პირების მიმართ, რომლებიც თანამშრომლობენ მისიასთან — თამარ ონიანი მოსკოვის მექანიზმზე
გადახედვა
-
მეცნიერებმა IBM-ის კვანტური ჩიპით ერთ-ერთი უდიდესი დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა IBM-ის კვანტური ჩიპით ერთ-ერთი უდიდესი დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
ბირთვული იარაღის გამოცდა უშუალოდ აფეთქების გარეშე — ახალი მიგნება ფიზიკაში ბირთვული იარაღის გამოცდა უშუალოდ აფეთქების გარეშე — ახალი მიგნება ფიზიკაში
გადახედვა
-
სოცქსელში ახალი AI ასისტენტი გამოჩნდა — რა ვიცით Clawdbot-ზე (Moltbot) სოცქსელში ახალი AI ასისტენტი გამოჩნდა — რა ვიცით Clawdbot-ზე (Moltbot)
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით 3 თებერვლის ნაცვლად, 17 თებერვალს წარდგება მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით 3 თებერვლის ნაცვლად, 17 თებერვალს წარდგება
გადახედვა
-
რეკორდული მაჩვენებლები და ინოვაციური მიდგომები მომსახურებაში — თეგეტას სატვირთო, მძიმე და სპეცტექნიკის მიმართულება გასულ წელს აჯამებს რეკორდული მაჩვენებლები და ინოვაციური მიდგომები მომსახურებაში — თეგეტას სატვირთო, მძიმე და სპეცტექნიკის მიმართულება გასულ წელს აჯამებს
-
როგორ აირიდოთ ზედმეტის გადახდა სესხის აღებისას როგორ აირიდოთ ზედმეტის გადახდა სესხის აღებისას
-
"ფასების საპარლამენტო კომისია" 2 თებერვლიდან დაიწყებს მუშობას და მას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს "ფასების საპარლამენტო კომისია" 2 თებერვლიდან დაიწყებს მუშობას და მას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს
გადახედვა
კომენტარები