რუმის ქართული თარგმანისთვის გიორგი ლობჟანიძემ ირანის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ფოტო: University of Tabriz / Tbilisi State University
ქართველმა მთარგმნელმა, აღმოსავლეთმცოდნემ და პოეტმა, გიორგი ლობჟანიძემ, ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი საერთაშორისო ჯილდო, შაჰრიარის სამეცნიერო და კულტურული მედალი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს, სადაც ლობჟანიძე ასოცირებული პროფესორია.
შაჰრიარის მედალს თავრიზის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო რეგიონისა და მსოფლიოს იმ მკვლევრებისთვის გასცემს, ვისაც ირანისტიკის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. ლობჟანიძეს ჯილდო ჯალალ ედ-დინ რუმის არსთა მესნევის ქართული თარგმანისა და კომენტარების შესრულებისთვის გადაეცა.
ფოტო: Iran Medeniyyet merkezi / Facebook
ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დაჯილდოება ონლაინ რეჟიმში გაიმართა 17 ნოემბერს. ღონისძიებაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ამავე ჯილდოზე წარდგენილი კიდევ ექვსი მეცნიერი ესწრებოდა, გიორგი ლობჟანიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის წარმომადგენლობას ჯილდოზე წარდგენისთვის. ასევე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობასა და თავრიზის უნივერსიტეტს — მედლის მინიჭებისათვის.
"ჩემამდე შაჰრიარის მედალი საქართველოდან რამდენიმე ძალიან ღირსეულმა ადამიანმა მიიღო უკვე და მიხარია, რომ დღეს მათ რიგებს მეც შევუერთდი", — აღნიშნა ლობჟანიძემ, — "საერთოდ მიმაჩნია, რომ ეს მედალი მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი ქართული ირანისტიკისაა, განსაკუთრებით, ჩემი დიდი მასწავლებლებისა, რომელთაგან ზოგი დღეს უკვე ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მთელი თავიანთი ცხოვრება შესწირეს ირანისტიკას. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში უძველესი უნივერსიტეტია და 1918 წელს არის დაარსებული, მისი დაარსების დღიდანვე ისწავლება სპარსული ენა და ლიტერატურა. ეს ტრადიცია დღეს უკვე ირანისტიკის განყოფილებაზე გრძელდება. მადლობას ვუხდი თავრიზის უნივერსიტეტს და მნიშვნელოვანია, რომ ეს მედალი ჯალალ ედ-დინ რუმის არსთა მესნევისათვის მენიჭება. სხვათა შორის, რომ არა თავრიზიდან მონაბერი მადლი (შამსე თავრიზი), ჯალალ ედ-დინ რუმიც ვერასოდეს იქნებოდა ის რუმი, ვისაც მთელი მსოფლიო იცნობს და აფასებს".
ქართველმა მთარგმნელმა ასევე ხაზი გაუსვა მსგავსი ჯილდოებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონის ქვეყნებს შორის სამეცნიერო კავშირების გაღრმავებისათვის.
ლობჟანიძის გადაცემული მედალი სპარსულ ლიტერატურაში გამორჩეული პოეტის, შაჰრიარის სახელს ატარებს, რომელიც ასევე თავრიზიდან იყო. დაჯილდოება წელს მეექვსედ გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე, სხვადასხვა წელს, ეს ჯილდო მიღებული აქვთ სხვა ქართველ ირანისტებს: თსუ ირანისტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, თეა შურღაიას, პროფესორ ნომადი ბართაიასა და დოქტორ მაია სახოკიას.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები