როგორ წავიკითხოთ ფეისბუქ მესენჯერში მოსული შეტყობინება "დასინვის" გარეშე
ფოტო: Facebook
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ Seen Facebook-ის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფუნქციაა. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ "სინავთ" თუ თქვენ "დაგსინეს". შედეგი ყველა შემთხვევაში ცუდია.
თუ თქვენ გსინავენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა გოგოს ბოლოს და ბოლოს "ჰეი" მისწერეთ, ფრუსტრაცია გარდაუვალია. ხოლო თუ თქვენ სინავთ, მაშინ ეს მეორე მხარის განაწყენებას იწვევს და თუ თქვენ ისეთი ადამიანი ხართ, რომელსაც სხვების წყენინება არ უყვარს, მაშინ თვითონაც გემატებათ სანერვიულო მიზეზი.
Seen-ის თავიდან ასაცილებლად უამრავი გზა არსებობს. მაგალითად, მოწერილი მესიჯის ტელეფონის ნოტიფიკაციაში წაკითხვა და შემდეგ იგნორირება - მაგრამ სმარტფონების ეკრანზე ამომხტარი ნოტიფიკაცია მხოლოდ 162 სიმბოლოს იტევს და თუ მესიჯი დიდია, მაშინ ამ მეთოდს აზრი ეკარგება.
მეორე მეთოდი, ამომხტარი ჩეთის ფანჯარაზე დაწკაპუნების გარეშე წაკითხვაა. ანუ როცა ჩეთის ფანჯარა ამოხტება, შეგიძლიათ მონაწერი უბრალოდ წაიკითხოთ და პირდაპირ ჩაკეცოთ, მთავარია თვითონ ფანჯრის შიგთავსში არ მოგიხვდეთ მაუსის კურსორი. თან აქაც მონაწერის სიგრძეზეა ყველაფერი დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ ჩეთის ფანჯარაში დიდი მონაწერის მხოლოდ ბოლო ნაწილი ჩანს და დასაწყისი შეიძლება ვერ ნახოთ, ასევე თუ ადამიანი რამდენიმე აბზაცად გწერთ, წინა მესიჯები ზემოთ ადის და ასქროლვის და შესაბამისად ჩეთის ფანჯრის გააქტიურების გარეშე ამ მესიჯებს ვერ ნახავთ.
მაგრამ არსებობს მესამე, ყველაზე სანდო მეთოდი.
როგორც კი მოგივათ ტექსტი მესენჯერში, ტელეფონი გადაიყვანეთ Airplane Mode-ზე ანუ ფრენის რეჟიმზე და მხოლოდ ამის შემდეგ გახსენით მესენჯერის აპლიკაცია. ცხადია, იქ წითლად დაეწერება, რომ ინტერნეტთან კავშირი არ არის, მაგრამ რადგან მესიჯი მაშინ მოვიდა როცა ინტერნეტი ჩართული გქონდათ, ტექსტი უკვე თქვენთანაა და მის სანახავად ქსელთან დაკავშირება არ გჭირდებათ.
სწორედ ასე, ფრენის რეჟიმში გახსენით მონაწერი და წაიკითხეთ, ხოლო როგორც კი კითხვას მორჩებით, მაშინვე დახურეთ აპლიკაცია, ოღონდ კი არ ჩაკეცოთ, არამედ დახურეთ.
რა ხდება ამ დროს? თქვენ მესიჯი წაიკითხეთ, მაგრამ ქსელთან კავშირის არ არსებობის გამო აპლიკაციამ ვერ შეძლო წაკითხვის ნოტიფიკაციის გაგზავნა წერილის ავტორთან და ვერც გააგზავნის სანამ ახლიდან, უკვე ინტერნეტთან დაკავშირებული ტელეფონით ან კომპიუტერით არ გახსნით იმავე ფანჯარას.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები