"ჩხერკეთელაობის" გაგრძელებაზე სერიალს გადაიღებენ, რომელიც ბეგბის შესახებ იქნება
ფოტო: Alamy
ირვინ უელშის ბესტსელერის, ჩხერკეთელაობის, გაგრძელების მიხედვით სერიალს გადაიღებენ. The Blade Artist-ის სატელევიზიო ადაპტაციის მსახიობი, რობერტ კარლაილი, ინფორმაციას ადასტურებს.
კარლაილმა ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ედინბურგელი ბეგბის როლი 1996 წელს გამოსულ კლასიკად ქცეულ ფილმსა და მის გაგრძელებაში, T2: Trainspotting, შეასრულა. ეს უკანასკნელი 2017 წელს გამოვიდა, მას შემდეგ კი მითქმა-მოთქმა დაიწყო, რომ მესამე ფილმიც მზადდებოდა. იდეას თავად უელშიც გულშემატკივრობდა, თუმცა, როგორც ჩანს, მესამე ფილმის დიდ ეკრანზე გამოსვლას პატარა ეკრანისთვის განკუთვნილმა სერიალმა დაასწრო.
"ცოტა ხნის წინ მე და ირვინმა ბევრი ვიმსჯელეთ, ვინ იყვნენ ლონდონში მყოფი შესანიშნავი პროდიუსერები ამისთვის [ჩხერკეთელაობის ისტორიის გასაგრძელებლად].
"როგორც იცით, კიდევ ერთი წიგნია, The Blade Artist, რომელიც მთლიანად ბეგბიზე და მის არანორმალურ ამბავზეა. ყველაფერი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, თუმცა, კარგია, რომ საბოლოოდ ეს მაინც მოხდება".
ფოტო: PolyGram Filmed Entertainment
The Blade Artist მეხუთე წიგნია, რომელიც შოტლანდიელმა მწერალმა ჩხერკეთელაობის პერსონაჟების შესახებ შექმნა. მასში ბეგბი სრულიად გარდასახული გვევლინება — ახალი სახელით, ჯიმ ფრენსისით, რომელიც თავის ცოლთან და ორ შვილთან ერთად კალიფორნიაში ცხოვრობს.
"ჩვენ ალბათ ექვსი ერთსაათიანი სატელევიზიო ეპიზოდის შექმნაზე ვფიქრობთ", — ამბობს კარლაილი, — "რაც უნდა იყოს, ჩემთვის ეს მისაღებია და ირვინსაც მოეწონა იდეა. დიდი ისტორიაა — ლოს-ანჯელესიდან ედინბურგამდე და პირიქით. რთული იქნებოდა, ეს ყველაფერი საათნახევარში ჩაგვეტია. მით უმეტეს, თუკი წიგნისეული საფუძვლის შენარჩუნება გსურს".
კარლაილი დასძენს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას მაყურებლების ინტერესებიც გაითვალისწინეს, რომელთაც სერიების ერთიმეორის მიყოლებით ყურება უყვართ.
"გეგმა ასეთია: სავარაუდოდ, მომავალ წელს და ცოტა მერე, იმედია, ისევ დავილაპარაკებთ და ბეგბის დაბრუნებაზე ვისაუბრებთ".
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები