რელიგია, როგორც „რბილი ძალა“ და პოლიტიკის ინსტრუმენტი
ფოტო: ამერიკის ხმა
როგორ იყენებენ რელიგიას, როგორც „რბილ ძალას“ რუსეთი, თურქეთი და ირანი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ და რა ეფექტს ახდენს ეს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაზე საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემას 18 მკვლევარი ცხრა ქვეყნიდან, თბილისში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შეეცადა. ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს.
„რელიგია და რბილი ძალა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ - ასე ეწოდებოდა კონფერენციას, რომელიც შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SNSF) დაფინანსებითა და ფრიბურგის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
მკვლევარებმა თბილისში წარმოადგინეს ნაშრომები, რომელზეც სამ წლიანი პროექტის ფარგლებში მუშაობდნენ: მათ შორის, „მართლმადიდებლობა, როგორც რბილი ძალა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში“; „ისლამი და თურქეთის რბილი ძალა აზერბაიჯანში და ფეთულა გულენის მოძრაობა“; „რელიგია, როგორც ფაქტორი, ქურთული იდენტობის დისკურსში სომხეთსა და თურქეთს შორის“ და „რუსეთის რბილი ძალა, იდეოლოგიასა და პოლიტიკას შორის“.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ რეგიონის სამი დიდი მოთამაშისგან მომდინარე „რბილი ძალის“ პოლიტიკას, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში აღქმაც და ეფექტიც განსხვავებული აქვს:
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არის რუსეთის სახელმწიფოს რბილი ძალა, გარკვეული გავლენა საქართველოს ეკლესიაზე რა თქმა უნდა არის, თუმცა, კვლევამაც აჩვენა რომ ქართულ და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორისაც არის ე.წ „წითელი ხაზები“
„სომხებისთვის რუსული რბილი ძალა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს და მას საფრთხედ არ განიხილავენ, მაშინ როცა საქართველოსთვის ეს პრობლემატური საკითხია. კონფერენციაზე გამოიკვეთა, რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო შეიძლება დამძიმდეს, თუ კი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გამოიკვეთება წმინდა პრორუსული მიმართულების დაჯგუფება.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან, რომელიც არის რუსეთის სახელმწიფოს რბილი ძალა, გარკვეული გავლენა საქართველოს ეკლესიაზე რა თქმა უნდა არის, თუმცა, ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს ყოველთვის ასე არაა. კვლევამაც აჩვენა რომ ქართულ და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორისაც არის ე.წ „წითელი ხაზები“, რაც ძირითადად ეხება ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებს, ანუ მათ შორის აბსოლუტური იდილია არ არის. “
სამხრეთ კავკასიაში თურქეთის, ირანისა და რუსეთის საგარეო პოლიტიკურ და რელიგიურ მიმართულებებზე, კონფერენციის ფარგლებში საკუთარი ხედვა წარმოადგინეს: სტამბოლის ცივილიზაციის უნივერსიტეტის პროფესორმა სულეიმან ენიკმა, ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეი მაკარიჩევმა და ვარშავის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჰამიდ კაზემზადემ.
ფოტო: ამერიკის ხმა
ირანელმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედ ირანულ რელიგიურ ფონდებს უფრო მეტი კავშირი აქვთ ირანის და ახლო აღმოსავლეთის შიიტურ ორგანიზაციებთან, ვიდრე ირანის მთავრობასთან. კორნელი კაკაჩია ამბობს:
„ირანს შეზღუდული აქვს ჩვენთან რბილი ძალის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა. პოტენციურად სულ რამდენიმე რეგიონია, სადაც თეირანს გარკვეული გავლენა გააჩნია. როგორც კვლევებმა აჩვენა ძირითადად ეს არის ქვემო ქართლის რეგიონი. იქაც საკმაოდ შეზღუდულია, იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ძლიერი მეტოქე თურქეთის სახით, რომელიც ასევე ცდილობს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ტერიტორიაზე გარკვეული გავლენა იქონიოს.
რაც შეეხება თურქეთის გავლენას, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაცია ცდილობს იგივე საქართველოში და აზერბაიჯანში ფეხი მოიკიდოს, სომხეთში გასაგები მიზეზებით ამის შესაძლებლობა მათ არ აქვთ. ამ კონტექსტში, ეს თურქმა მკვლევარმაც აღნიშნა, თურქეთის ხელისუფლებას მიაჩნია რომ ფეთულა გულენის მოძრაობა ატარებს აგრესიულ პოლიტიკას და თითქოს, ისინი არიან შეფარული, რადიკალური ორგანიზაციები, რომლებმაც შეიძლება თურქეთთან ერთად პრობლემა მეზობელ სახელმწიფოებსაც შეუქმნას.
თუმცა, თუ დავაკვირდებით, საქართველოსა და აზერბაიჯანში გულენის მოძრაობისა და განსაკუთრებით, საგანმანათლებლო ქსელის მუშაობას და მოსახლეობის მხრიდან შეფასებას, აქ სრულიად საწინააღმდეგო აზრები გვხდება.“
ანსგარ იოდიკე, გიორგი შარვაშიძე და კორნელი კაკაჩია
ფოტო: ამერიკის ხმა
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ინიციატივით, სამ წლიანი პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევების ნაწილი, პოლიტიკის დოკუმენტების კრებულის სახით უკვე გამოიცა.
სპეციალურად აკადემიური წრეებისთვის კი მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი სამეცნიერო გამომცემლობა, ბრიტანული Routledge, 2017 წლის ბოლოს გამოუშვებს წიგნს იმავე სახელწოდებით - „რელიგია და რბილი ძალა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, ფრიბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ანსგარ იოდიკეს ავტორობით.
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
კომენტარები