გახარიას პარტიას ბათუმის ოფისს ატოვებინებენ
ფოტო: პარტია საქართველოსთვის
ექსპრემიერ გახარიას პარტიას ბათუმში ნაქირავებ ოფისს მეპატრონე ატოვებინებს. თავდაპირველად ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა. ტელევიზია ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და სააკაშვილსა და გახარიას შორის "შესაძლო კავშირზე" მედიაში გაშუქებული ინფორმაცია გახდა.
"კომერციული ფართი არის ჩემი პირადი საკუთრება. შესაბამისად, ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო, მაძლევს სრულ უფლებას, გავაუქმო ხელშეკრულება, არის შესაბამისი მუხლი. მიზეზი — სურათი, რომელიც იყო ხელშეკრულების გაფორმების მომენტში და არის დღეს, რადიკალურად განსხვავებულია, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ამიტომ, მივიღე ეს გადაწყვეტილება. რასაც ვხედავ ტელევიზორში, არის ჩემთვის მიუღებელი, რაზეც თქვენი ტელევიზია საუბრობს, რისიც მე მჯერა, არ მომწონს, მიუღებელია", — ამბობს ოფისის მეპატრონე, ლაშა ახალაია იმედთან სატელეფონო ინტერვიუში.
მოგვიანებით ბრიფინგი გამართა პარტიის საქართველოსთვის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მიქელაძემ. მისი თქმით, მმართველი პარტია იქცევა ზუსტად ისე, როგორც ნაციონალური მოძრაობა 2012 წელს. მიქელაძემ აღნიშნა, რომ ოფისის მეპატრონემ დღეს განცხადება სახელისუფლებო მედიის საშუალებით გააკეთა, ხოლო ჯერ კიდევ გუშინ მათი გუნდის მხარდაჭერას აფიქსირებდა. გახარიას პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მეპატრონე დააშინეს.
"სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანები ღიად გვიფიქსირებენ, რომ მიუხედავად მათი დიდი სურვილისა, მოგვაქირაონ ოფისი, ვერ ახერხებენ იმ დაშინებისა და შანტაჟის გამო, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება. ჩვენ აბსოლუტურად გვესმის მისი და თანავუგრძნობთ. რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ მის აზრს, რთულ მდგომარეობას და ოფისს დავტოვებთ", — ამბობს მიქელაძე.
მისივე თქმით, ეს ვერ გახდება დაბრკოლება და მუშაობას არ შეაჩერებენ.
"თუ ამ ქალაქში ყველა ადამიანს შეაშინებენ და ამ რეგიონში, რომ ვერ მოგვაქირაონ ოფისში, ჩვენ საკუთარ სახლებში გავხსნით ოფისს და გავაგრძელებთ მუშაობას მოქალაქეების პრობლემების გასაგებად და მოსაგვარებლად ყოველდღიურ რეჟიმში", — აცხადებს მიქელაძე.
გიორგი გახარიამ აჭარის ოფისი 14 ივნისს, პარტიის წევრებთან ერთად გახსნა.
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები