აი რა ხდება, როდესაც ინტერნეტს შეეკითხები, როგორ გააღო "გაუღებელი" კარადა
ყველასათვის ცნობილია, რომ ინტერნეტ-მომხმარებლები ერთ-ერთი ყველაზე დაუზარელი ხალხია და ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებიან. მათ ყველაფერზე აქვთ საკუთარი მოსაზრება და უნაკალური მიდგომები.
ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც ფეისბუქზე ეს ფოტო გამოჩნდა, წარწერით: "კარადა, რომელსაც ვერასოდეს გააღებ".
ფოტო: 爆料公社 / Facebook
ცხადია, მომხმარებლებმა ეს გამოწვევა ძალიან სერიოზულად მიიღეს და პრობლემის გადაჭრის უნიკალური ვარიანტები მოიფიქრეს. აი, საუკეთესო საუკეთესოთა შორის:
- ეკონომიკის ამბავია: თუ იაფფასიანი თეფშებია, მაშინ გამოაღე კარი. ხოლო თუ ძვირიანი თეფშებია — კარის მარჯვენა შუშა ჩაამსხვრიე.
- გვერდით აიშენე ზუსტად იდენტური სახლი, ოღონდ ისე, რომ ეს თეფშები თაროზე ელაგოს. შემდეგ, ეს ძველი სახლი წაშალე.
- წყლით დატბორე სახლი და უშიშრად გამოაღე კარადა!
- გახსენი ღვინის ბოთლი > დალიე > დაელოდე, როდის დაბრუნდება სახლში ქმარი. დაიწყე ჩხუბი უმიზეზოდ, რაზეც გინდა > გადი სამზარეულოში, გამოაღე კარი და აცადე თეფშებს დამსხვრევა > ყველაფერი დააბრალე ქმარს — ის ბოდიშს მოგიხდის და ახალ თეფშებს გიყიდის.
- კარადა უკან გადააყირავე და ისე გახსენი.
- გამორთვა და თავიდან ჩართვა სინჯე.
- თავი მოიკალი და იმ ჩექპოინტზე და-respawn-დი, როცა თეფშები უსაფრთხოდ ელაგა.
- მუზეუმს მიყიდე და დაარქვი "სერიიდან: დროში გაყინული".
- შრედინგერის კარადა დაარქვი, რადგან ამ მომენტში, თეფშები დამტვრეულიცაა და ხელუხლებელიც.
- Ctrl+Z სინჯე.
- ქვევიდან ჩაფუშული ბუშტი შეაცურე და ნელ-ნელა დაიწყე გაბერვა, სანამ თეფშებს არ დაიჭერს.
- თეორეტიკოსის გამოსავალი: განსაზღვრე თეფშები, როგორც უმსხვრევი. მშვიდად გამოაღე კარი.
- პაზლის აწყობაში ჩემპიონის გამოსავალი: იყიდე კერამიკის წებო დიდი რაოდენობით, სწრაფად გააღე კარადა, გაერთე საათობით!
- წაიღე კარადა ღია კოსმოსში, გახსენი, დაბრუნდი.
- კედელი გამოამტვრიე კარადის უკან.
- პოლიტიკური გამოსავალი: გამოაცხადე ეს პრობლემა მომდევნო თაობების პრობლემად, აუხსენი ბავშვებს, რომ ასეთია ეს ცხოვრება.
ყველაზე პოპულარული კი მაინც ის რჩევებია, სადაც კარადის გაღებას და ვიდეოს გადაღებას სთხოვენ. ჩვენ მივადევნებთ თვალს ამ მნიშვნელოვან მოვლენას და სიახლეების შემთხვევაში, აუცილებლად შეგატყობინებთ.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა

კომენტარები