ნენსკრა ჰიდრომ 2019 წელს $20 მლნ-მდე ინვესტიცია განახორციელა
ნენსკრა ჰესის მშენელობის მთავარ ფაზაზე გადასვლამდე, კომპანია ნენსკრა ჰიდრომ მხოლოდ 2019 წელს $20 მლნ–მდე ინვესტიცია უკვე განახორციელა. ეს თანხა ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და კვლევებს მოხმარდა.
გარდა ამისა, კომპანიის მიერ მხოლოდ 2019–ში ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილია 4 მლნ ლარის გადასახადები. ეს თანხა მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნახევარს შეადგენს და უკვე 2020–ში მუნიციპალიტეტის განვითარებაზე დაიხარჯება.
280 მეგავატი საპროექტო სიმძლავრის ნენსკრა ჰესის ძირითადი მისია, საბოლოო ჯამში, იმ დეფიციტის შემცირებაა, რომელიც ბოლო წლებში, ელექტრომოხმარების ზრდის პარალელურად, საქართველოს ენერგობაზარზე შეიქმნა. ამ დეფიციტის გამო დღეს უკვე მნიშვნელოვნადაა საქართველო დამოკიდებული აზერბაიჯანული და რუსული ელექტროენერგიის იმპორტზე. ნენსკრა ჰესი ექსპლუატაციაში გაშვებიდან საქართველოს დამატებით 1,2 მლრდ კვტ/სთ ენერგიას მიაწვდის.
2019 წელი არცთუ მარტივი იყო ნენსკრა ჰიდროსთვის. ვინაიდან 2018 წელს პროექტი ძირითადმა სამშენებლო კომპანიამ დატოვა, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ხელახალი ტენდერი ჩატარდა, რომლის შედეგად გამოიკვეთა სამი პრეტენდენტი, მათგან ერთ-ერთი საუკეთესო წინადადებაც გამოკვეთილია და უახლოეს მომავალში დასახელდება გამარჯვებული კონტრაქტორი.
თუმცა, აღნიშნულ ცვლილებებს პროცესი არ შეუფერხებია — მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები ქართულ სამშენებლო კონსორციუმთან ერთად დღესაც მიმდინარეობს. შენდება 9 ხიდი და 40 კმ-მდე გზის მონაკვეთი, ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ახალ კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად ძირითად სამუშაოებზე გადასვლა, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიწყება. საუბარია, 120 მეტრის სიმაღლის კაშხლის, 30 კმ-მდე სიგრძის გვირაბისა და ძალოვანი კვანძის აგებაზე.
2020 წლის განმავლობაში ყველა ძირითადი კვანძის მშენებლობა დაიწყება, მათ შორის, ძირითადი გვირაბი, კაშხლის ფუნდამენტი, ბეტონის ქარხნები და სხვა დამხმარე საშუალებები. 2020 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია პირველი გვირაბის გათხრა, რაც პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
ჰესი და გარემო
მეგაპროექტის თითოეული კომპონენტის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაცია წარმოადგენს. ამ ნაწილში ნენსკრა ჰიდროს ჩართული ჰყავდა გამოცდილი საერთაშორისო ორგანიზაციები შვეიცარიიდან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან. ქართველ სპეციალისტებთან ერთობლივი მუშაობით შეიქმნა ერთიანი დოკუმენტი — ნენსკრა ჰესის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში, რომელიც საჯაროა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩამოტვირთოს და გაეცნოს. დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი გარემოსდაცვითი ყველა რისკი და ამ რისკების მინიმიზაციის ღონისძიებები.
რა ღირს წყლით გენერირებული დენი?
რაც შეეხება ტარიფების საკითხს, რაც არაერთხელ მუსირებდა, მათ შორის, კრიტიკული კუთხით, ნენსკრა ჰესის ძირითად ფუნქციას იმპორტირებული ტარიფის ჩანაცვლება წარმოადგენს და ფუნქციონირებაში სახელმწიფოს მონაწილეობა და კონტროლი დიდია.
საუბარია როგორც სამშენებლო, ისე ოპერირების ეტაპზე. ნენსკრა ჰესის პროექტი განსხვავებულია ამ ტიპის პროექტებისგან. კომპანიამ მთავრობას კიდევ ერთი მოქნილი მექანიზმი შესთავაზა, რომლის საშუალებითაც, მთავრობა ტარიფის რეგულირებას პროექტის ნებისმიერ ეტაპზე შეძლებს. რაც შეეხება გავლენას სამომხმარებლო ტარიფზე, ეს იქნება მინიმალური, რაც ვერ გადაწონის იმ პრობლემას, რასაც ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ეწოდება – იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფთან შედარებით, ნენსკრას ტარიფი ყოველთვის კონკურენტუნარიანი იქნება. ნენსკრა ჰესი არის ადგილობრივი გენერაციის წყარო, მოხმარდება საქართველოს და დარჩება საქართველოში. ელექტროენერგია ქვეყნიდან იმ შემთხვევაში გავა თუ ჭარბი გენერაცია იქნება, თუ არა და ის საქართველოს მოთხოვნას მოხმარდება.
მეგაპროექტის უპრეცენდენტო სოციალური ეფექტი
ნენსკრა ჰიდრო ჭუბერისა და ნაკრას ხეობებისთვის უპრეცენდენტო სოციალურ პროექტებს ახორციელებს. ხეობების მოსახლეობა მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ხე–ტყის მოპოვება–რეალიზაციით ირჩენდა თავს — ცნობისთვის, ეს ადგილები უკიდურესად მწირემიწიანია და წარმოუდგენელია იმდენი მოსავლის მოყვანა, რომ ოჯახი წლიდან წლამდე შეინახო.
ნენსკრა ჰიდროს დაფინანსებით, ჭუბერში უკვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია ადგილობრივი ამბულატორიის შენობას, ის თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. ასევე, დასრულების ეტაპზეა ჭუბერის კულტურის სახლისა და სპორტკომპლექსის განახლება და სათანადოდ აღჭურვა.
ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროექტები. გაიხსნა ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები. განხორციელდა მძიმე ტექნიკით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფის პროექტი. დასრულდა მიწის აღრიცხვისა და აღწერის პროგრამა. ნენსკრას ხეობაში მიწის ნაკვეთების 90%-მდე უკვე აღწერილია და მომზადებულია შესაბამისი დოკუმენტაციაც საჯარო რეესტრში წარსადგენად. გასული წლის მიწურულს დაიწყო სტაჟირების პროგრამა, რომელშიც ადგილობრივი ახალგაზდობა ჩაერთო. პროგრამა უკვე დაასრულა პირველმა ნაკადმა. მონაწილეები ნენსკრა ჰიდროს თანამშრომლებთან ერთად, მათივე ინტერესების შესაბამისად, სხვადასხვა დეპარტამენტებში განაწილდნენ და ყოველდღიური შეხება ჰქონდათ კომპანიის მიერ წარმოებულ პროცესებთან.
გარდა ამისა, კომპანია ადგილობრივი მაცხოვრებლების დასაქმებას ანიჭებს უპირატესობას. დღეს პროექტზე 130 ადგილობრივია დასაქმებული. ისინი თვითონ აშენებენ და ხედავენ, როდის, რა სტანდარტითა და რა მიზნით შენდება ნენსკრა ჰესი. ჰესის მშენებლობის აქტიურ ფაზაში შესვლისას 1 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება და პრიორიტეტი ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული სოციალური პროგრამების მეორე ეტაპი ხეობის მდგრად განვითარებაზე ზრუნვას ეხება რისთვისაც, ნენსკრა ჰიდრო უზრუნველყოფს ადგილბრივი მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნას და განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტურიზმის განვითარებას, რაც მუდმივი შემოსავლის წყაროს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. კომპანია სოციალური პროგრამების ამ მიმართულებაზე უკვე ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად იწყებს მუშაობას. იგეგმება სხვადასხვა პროგრამების შემუშავება, ტრენინგები, ფინანსური მონაწილეობა. უკვე არსებობს საპილოტე პროდუქტებიც.
-
როცა მირანდა შეხვდა ანას — მერილ სტრიპი და ანა ვინტური როცა მირანდა შეხვდა ანას — მერილ სტრიპი და ანა ვინტური
გადახედვა
-
წიგნიდან დაწყებული ამბავი — ბაზისბანკი და სივრცე წარმოგიდგენთ ახალგაზრდულ ლიტერატურულ კონკურსს წიგნიდან დაწყებული ამბავი — ბაზისბანკი და სივრცე წარმოგიდგენთ ახალგაზრდულ ლიტერატურულ კონკურსს
-
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით — Fulbright-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით — Fulbright-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
-
Samsung Electronics — უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი Samsung Electronics — უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
-
ქვიზი: იამაყებდა თუ არა ხელოვნების მასწავლებელი შენით? ქვიზი: იამაყებდა თუ არა ხელოვნების მასწავლებელი შენით?
-
ასტრონავტები მოდიან! — მთვარის გრავიტაციამ Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწისკენ გამოტყორცნა ასტრონავტები მოდიან! — მთვარის გრავიტაციამ Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწისკენ გამოტყორცნა
გადახედვა
-
პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ
გადახედვა
-
თიბისი მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები თიბისი მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები
-
როგორ პოულობენ დაკარგული ძაღლები სახლისკენ მიმავალ გზას? როგორ პოულობენ დაკარგული ძაღლები სახლისკენ მიმავალ გზას?
გადახედვა
-
სტამბოლში ისრაელის საკონსულოს შენობასთან სროლა იყო სტამბოლში ისრაელის საკონსულოს შენობასთან სროლა იყო
გადახედვა
-
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
გადახედვა
-
მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და თეგეტას ამბიციური ხედვა მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და თეგეტას ამბიციური ხედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბის რეაბილიტაცია აქუალიას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განახორციელა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბის რეაბილიტაცია აქუალიას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განახორციელა
-
დააკავეს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 44 პირი, კიდევ 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება დააკავეს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 44 პირი, კიდევ 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
გადახედვა
-
კახა კალაძემ დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში აშშ-ის სახდეპის დელეგაციას ელოდებიან კახა კალაძემ დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში აშშ-ის სახდეპის დელეგაციას ელოდებიან
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge-ზე ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge-ზე
-
The New York Times: ირანმა აშშ-ს საკუათარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა The New York Times: ირანმა აშშ-ს საკუათარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა
გადახედვა
-
რამზან კადიროვი "მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის" დააჯილდოვეს რამზან კადიროვი "მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის" დააჯილდოვეს
გადახედვა
-
მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
გადახედვა
-
არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის
კომენტარები