ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება — გიგი უგულავა პატიმრობაზე
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისთვის სამწლიანი პატიმრობის მისჯას, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებად მიიჩნევს. მისი თქმით, ეს არის "ჩვეულებრივად უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება".
როგორც უგულავა ამბობს, ივანიშვილი "გონდაკარგულია" და ამ მოცემულობას "თვალი უნდა გავუსწოროთ".
"ეს არის პირადად ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეასრულეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც იმის დროც კი არ ჰქონდათ, რომ ამ საქმეს გაცნობოდნენ. სასიხარულოა, რომ ოდნავ თავმოყვარე მოსამართლემაც კი არ შეასრულა ეს ბრიყვული ბრძანება. უვიცი მოსამართლე გაბინაშვილის და უდიპლომო თადუმაძის, რომელსაც თვის ბოლოს თანამდებობაზე უფრო დააწინაურებს ივანიშვილი, მათი ხელით მომისაჯა ეს ბოდვა", — განაცხადა გიგი უგულავამ.
თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლადარჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ განიხილა. მასთან ერთად შემადგენლობაში იყვნენ მოსამართლეები, მერაბ გაბინაშვილი და გიორგი შავლიაშვილი.
საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს, რაზეც გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული 4 პირი 2018 წლის თებერვალში დამნაშავედ სცეს. გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.
2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი, ე.წ. ფონდების საქმეში დამნაშავედ ცნო. უგულავას მიუსაჯეს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა. მას სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა.
ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ თბილისის მერმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგი უგულავამ მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა: "თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად".
-
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიის გადაწყვეტილებას ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიის გადაწყვეტილებას ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს
გადახედვა
-
სიდნი სვინიმ სემ ლევისონს მესამე სეზონიდან შიშველი სცენების ამოჭრა გადააფიქრებინა სიდნი სვინიმ სემ ლევისონს მესამე სეზონიდან შიშველი სცენების ამოჭრა გადააფიქრებინა
გადახედვა
-
BMG: საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა BMG: საგარეო საქმეთა სამინისტრო ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა
გადახედვა
-
ისეთივე არასერიოზულია, როგორიც გერმანიის ელჩი — ირაკლი კობახიძე ალექსანდრე კარტოზიას აკრედიტაციის პროცედურაზე ისეთივე არასერიოზულია, როგორიც გერმანიის ელჩი — ირაკლი კობახიძე ალექსანდრე კარტოზიას აკრედიტაციის პროცედურაზე
გადახედვა
-
ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე — საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე — საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
საუბრისას "მმ" და პაუზები, შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს — კვლევა საუბრისას "მმ" და პაუზები, შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს — კვლევა
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — "ცივილიზაციის აკვანი" მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — "ცივილიზაციის აკვანი"
გადახედვა
-
ნომერ 7 მაისურზე, ნომერი 1 — მსოფლიოში კვარაცხელიას ეპოქალური სეზონის ამბავი ნომერ 7 მაისურზე, ნომერი 1 — მსოფლიოში კვარაცხელიას ეპოქალური სეზონის ამბავი
-
სენაკში სანადირო თოფით კაცმა ქალი მოკლა სენაკში სანადირო თოფით კაცმა ქალი მოკლა
გადახედვა
-
"ადამიანი, რომელიც ამ პრემიას მიიღებს არის ქალი, რომელსაც ჩემს გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს" — სოფიკო შევარდნაძე მარია ზახაროვაზე "ადამიანი, რომელიც ამ პრემიას მიიღებს არის ქალი, რომელსაც ჩემს გულში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს" — სოფიკო შევარდნაძე მარია ზახაროვაზე
გადახედვა
-
სემ ლევინსონის თქმით, ზენდეიას პერსონაჟისთვის სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული სემ ლევინსონის თქმით, ზენდეიას პერსონაჟისთვის სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული
გადახედვა
-
რუსეთმა სომხეთიდან ხილის იმპორტი შეზღუდა რუსეთმა სომხეთიდან ხილის იმპორტი შეზღუდა
გადახედვა
-
ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი — წიგნის ეკრანიზაციას ნეტფლიქსისთვის ანა კენდრიკი გადაიღებს ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი — წიგნის ეკრანიზაციას ნეტფლიქსისთვის ანა კენდრიკი გადაიღებს
გადახედვა
-
ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო — გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო — გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება
-
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით და 9 თვით, ანი ნასყიდაშვილს კი 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დემეტრე ჩიქოვანს 9 წლით და 9 თვით, ანი ნასყიდაშვილს კი 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ქვასა და ნაცარში შემონახული კულტურა — სამცხე-ჯავახეთში ძველი დასახლებების კვალს მიაგნეს ქვასა და ნაცარში შემონახული კულტურა — სამცხე-ჯავახეთში ძველი დასახლებების კვალს მიაგნეს
გადახედვა
-
TBC x Miro — თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები TBC x Miro — თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები
-
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში 23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
-
რუსთავში მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს რუსთავში მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
კომენტარები