ქართული ოცნების კრიტიკის კრიტიკა — პასუხი Human Right Watch-ს
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Human Right Watch-მა, რომელიც მსოფლიოს ასამდე ქვეყანაში არსებულ ვითარებას აანალიზებს, ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 2019 წელს საქართველოს შესახებ ანგარიშში ყურადღება გამახვილდა სამართალდამცავთა დაუსჯელობაზე, მედიაზე, პოლიტიკურ დაძაბულობაზე, შრომის კანონმდებლობის არასაკმარის რეგულაციებსა და მკაცრ ნარკოპოლიტიკაზე.
ანგარიშს გამოეხმაურნენ მმართველი გუნდშიც და ხელისუფლების მიმართ კრიტიკას კრიტიკითვე უპასუხეს. ქართული ოცნების წევრები Human Right Watch-ს შეფასებებს უწუნებდნენ და მეტი დაფიქრებისკენ მოუწოდებდნენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ორგანიზაციის კრიტიკაში ოპონენტების ხელწერას ხედავდნენ და მიიჩნევდნენ, რომ მაგალითად, 20 ივნისის აქციის დაშლის შეფასებისას ორგანიზაციას ნაადრევი დასკვნები ჰქონდა.
რატი იონათამიშვილი — უმრავლესობის წევრი
მსგავსი ანგარიშების შემუშავების დროს უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ ავტორებმა და არ უნდა დაეყრდნონ მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებს. ამ ანგარიშში არის ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერებიც. მაგალითად, თუ ერთ აბზაცში არის საუბარი იმაზე, რომ აქცია იყო მშვიდობიანი, მეორე მხრივ წერია, რომ 90-ზე მეტი სამართალდამცავი იყო დაშავებული.
მამუკა მდინარაძე — უმრავლესობის ლიდერი
წარმოდგენაც კი არ შეეძლებოდა, თუ ორი დღით ადრე, ვიდრე ეს დასკვნა გამოქვეყნდებოდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ეთერში აღიარებდა ხელისუფლების დამხობის მცდელობას. ეს ერთი და მეორე, მე მგონია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს კრიტიკულად მომავალში მოუწევთ თავიანთი წყაროების კარგად გადამოწმება იმიტომ, რომ ისეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდნენ, რა მდგომარეობაშიც ვარდებიან.
ნინო წილოსანი — გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
ეს ანგარიში მომზადებულია აშკარად მანამ, სანამ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა აღიარებითი ჩვენება, რომ 20 ივნისს ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო და ფაქტობრივად, ასე ვთქვათ, ბეწვზე გადარჩა ხელისუფლება დამხობისგან. რა თქმა უნდა, The Human Right Watch, რომელიც განსაკუთრებით გამსჭვალულია კრიტიკული და შედარებით უარყოფითი ფაქტების გამოსავლენად, ამას ვერც კი წარმოიდგენდა.
რომან კაკულია — დარგობივი ეკონომოკის კომიტეტის თავმჯდომარე
არიან ისეთი ტიპის პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებს უწოდებენ. საზოგადოებაში ავტორიტეტის დაბრუნებით კი არ ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყნის ხელისუფლების იმიჯი გაანულონ ნებისმიერი მეთოდებით. მე, სამწუხაროდ, ამ პრინციპს ვიცნობ.
ირაკლი სესიაშვილი — თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე
როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, მინდა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ნდობა მქონდეს. მათი მხრიდან კრიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სწორ, ობიექტურად შეფასებულ ფაქტებს და კრიტიკაც უნდა იყოს იმის შესაბამისი. როგორც წესი, ასეთი ორგანიზაციები ინფორმაციას იღებენ სხვადასხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისგან. კარგად ვიცით, რომ ბევრი პოლიტიკური ტელევიზიებისგან ლობირებული არასამთავრობო სექტორი პირდაპირ მიბმულია პოლიტიკურ პარტიასთან და ისინი ფაქტობრივად მოქმედებენ იმ პოლიტიკური შეკვეთით, რაც მათ სურთ, რომ პოლიტიკური სარგებელი მიიღოს მისმა პატრონმა.
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან






კომენტარები