კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის კენჭისყრაში ბორის ჯონსონი ლიდერობს
ფოტო: Wall Street Journal
კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის კენჭისყრის პირველ ტურში ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბორის ჯონსონი ლიდერობს. საბოლოოდ პარტიის ლიდერის ვინაობა ივლისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც ის გახდება.
პარტიის ლიდერის არჩევის პირველ ტურში მხოლოდ თემთა პალატის წევრი 313 კონსერვატორი დეპუტატი იღებდა მონაწილეობას. ბორის ჯონსონს 114-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მეორე და მესამე ადგილებზე საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი (43) და გარემოს დაცვის მინისტრი მაიკლ გოუვი (37) გავიდნენ. მათთან ერთად შემდეგ ტურში გადავიდნენ ბრექსიტის საკითხების ყოფილი მინისტრი დომინიკ რააბი (27), შინაგან საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი (23), საერთაშორისო განვითარების მინისტრი რორი სტიუარტი (19) და ჯანდაცვის მინისტრი მეტ ჰენკოკი (20).
კენჭისყრა 20 ივნისამდე გაგრძელდება, ამ დროისთვის კი უკვე პარტიის ლიდერობის ორი კანდიდატი უნდა დარჩეს. ორი ფინალისტიდან ლიდერს კონსერვატიული პარტიის დაახლოებით 160 ათასი წევრი აირჩევს. პარტიაში იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ ლიდერს 20 ივლისისთვის დაასახელებენ. ახალმა ლიდერმა კი ქვეყანა ბრექსიტის კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს.
პარტიის ლიდერობის, შესაბამისად პრემიერ-მინისტრობის არც ერთი კანდიდატი ბრექსიტის გაუქმების წინააღმდეგი არაა. თუმცა შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვების მომხრეები ბორის ჯონსონი და დომინიკ რააბი არიან.
ტერეზა მეიმ პრემიერ-მინისტრის პოსტი 7 ივნისს დატოვა. ამასთანავე ის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა, რომელიც მას 2016 წლიდან ეკავა. ერთ-ერთი მიზეზი, რამაც მის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ბრექსიტი და ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმებაა, რომელიც პარლამენტმა სამჯერ დაიწუნა.
ტერეზა მეის პრემიერობის პერიოდში ბრექსიტზე უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგა საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი და ბრექსიტის საკითხების ორი მინისტრი. ბოლო რამდენიმე თვეში უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადეს როგორც მას, ისე მთავრობას. გაწელილი ბრექსიტის გამო მკვეთრად დაეცა როგორც ტერეზა მეის, ისე კონსერვატიული პარტიის რეიტინგი, რაც, საბოლოოდ, რეგიონულ არჩევნებშიც აისახა.
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები