გორბაჩოვის თქმით, სერიალი ჩერნობილი ჯერ არ უნახავს
ფოტო: Ria
სსრკ-ს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის თქმით, HBO-ს სერიალი ჩერნობილი არ უნახავს. ამის შესახებ მან რადიოსადგურ გოვორიტ მოსკავს განუცხადა. გარდა ამისა, ის უარყოფს, რომ ქიმიკოს ვალერი ლეგასოვის კარიერის განვითარებას ხელი შეუშალა.
სერიალის სიუჟეტის მიხედვით, ჩერნობილის სალიკვიდაციო სამუშაოების საბჭოს წევრისა და ქიმიკოსის ვალერი ლეგასოვის კარიერა მაშინ დასრულდა, როდესაც 1986 წელს მან კატასტროფის შესახებ თავისი ვერსია მოყვა და რამდენიმე საიდუმლო ინფორმაცია ვენაში, საერთაშორისო კონფერენციაზე გააჟღერა. ზოგიერთი მეცნიერისა და ისტორიკოსის აზრით, მიხეილ გორბაჩოვმა პირადად გასცა ბრძანება, რომ ვალერი ლეგასოვისთვის სოციალისტური შრომის გმირის წოდება არ მიენიჭებინათ. გორბაჩოვის თქმით, მსგავსი ბრძანება მას არ გაუცია:
"მე არ გამიცია ბრძანება. და ჩემ გარდა ვინ გასცემს? ეს გამოგონილია".
მისივე თქმით, მკურნალობის გამო სერიალის ნახვა ჯერ ვერ მოასწრო. გორბაჩოვი საავადმყოფოში რამდენიმე კვირის წინ მოხვდა:
"დამპირდნენ, რომ ჩვენებას საავადმყოფოში მომიწყობდნენ".
ჩერნობილის 1986 წლის კატასტროფაზე გადაღებულმა HBO-ს მინი-სერიალმა ჩერნობილმა დიდი მოწონება დაიმსახურა. IMDb-ზე ის ყველაზე რეიტინგული შოუა. სერილი უკრაინის ქალაქ პრიპიატში მომხდარ ბირთვულ კატასტროფაზე გვიყვება, რომელიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის აფეთქებას მოჰყვა. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
სერიალმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია რუსეთში. პროსახელისუფლებო მედია სერიალის შემქმნელებს ფაქტების დამახინჯებაში ადანაშაულებს. NTV კი ჩერნობილის საკუთარ ვერსიას ამზადებს, რომელშიც დამნაშავეს უცხოელ ჯაშუშებს შორის ეძებენ.
ამავე თემაზე:
- ტესტი: რამდენად კარგად იცი ჩერნობილის ტრაგედიის დეტალები
- რა ხდებოდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე 26 აპრილს — აფეთქების ქრონიკა
- რადიაციული უდაბნოდან ფაუნის სამოთხემდე - ჩერნობილში ცხოველები ბრუნდებიან
- ჩერნობილის სრული ისტორია ფოტოებში: აშენებიდან დღემდე
- სიცოცხლე "ჩერნობილის მკვდარ ტყეში"
- 50 ფოტო Chernobyl-ის გადასაღები მოედნიდან
- ჩერნობილი: უგუნური ბიუროკრატია ცოდნის პირისპირ
- Chernobyl-ის ვასილი იგნატენკო რეალურად არსებობდა – ეს მისი ისტორიაა
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები