დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მაიკ პომპეო კიმ ჩენ ინს საიდუმლოდ შეხვდა
ფოტო: Reuters
აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და მომავალი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს საიდუმლოდ შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა მედიამ გაავრცელა და შემდგომში პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა.
"მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინს წინა კვირას შეხვდა. შეხვედრამ კარგად ჩაიარა და კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. სამიტის დეტალები ახლა ირკვევა. დენუკლეარიზაცია მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება, მაგრამ ამავე დროს ჩრდილოეთ კორეისთვისაც", - წერს ტრამპი ტვიტერზე.
პომპეო ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის პირდაპირი დიალოგისთვის მოსამზადებლად გაემგზავრა.
მანამდე, პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები "საკმაოდ მაღალ დონეზე" მიმდინარეობს და დაამატა, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრისთვის ხუთ სავარაუდო ადგილს განიხილავს.
ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის მაღალ დონეზე კონტაქტი 2000 წლიდან არ ყოფილა. მაშინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს მაშინდელი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი შეხვდა.
რამდენიმე კვირის წინ დონალდ ტრამპმა მოულოდნელად განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შესახებ ფხენიანის შემოთავაზება მიიღო და კიმ ჩენ ინთან შესახვედრად მზად არის. აქამდე აშშ-ის არც ერთი პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს არ შეხვედრია.
ტრამპმა ჟურნალისტებს, ასევე, უთხრა, რომ სამიტი შესაძლოა, ივნისის დასაწყისში ან უფრო ადრეც გაიმართოს.
ბირთვული იარაღის გამოცდისა და ეკონომიკური სანქციების შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ გარე სამყაროსთან "დაახლოება" დაიწყო. ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც სამხრეთ კორეაში ჩატარდა, ნახევარკუნძული საერთო დროშის ქვეშ ასპარეზობდა. ოლიმპიადას ჩრდილოეთ კორეა ოფიციალური დელეგაციით ეწვია, რომელსაც კიმ ჩენ ინის და ხელმძღვანელობდა.
მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ იარაღზე უარის თქმისთვის მზადაა. 2011 წლის შემდეგ კიმ ჩენ ინმა ჩინეთში პირველი საერთაშორისო ვიზიტი მარტის ბოლოს განახორციელა. ფხენიანის ლიდერი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა.
უკვე ცნობილია, რომ 27 აპრილს კიმ ჩენ ინი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჯეი ენი ერთმანეთს შეხვდებიან.
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები