6 მაისს საქართველო კვლავ ირბენს მსოფლიოსთან ერთად
ფოტო: Wings For Life
მსოფლიო რბენა - ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 6 მაისს, 15:00 საათზე, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეხუთედ გაიმართება.
ამ დღეს ერთად დარბიან: პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი 18 წლის იყოს. მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ აქვს. გასულ წელს ყველაზე ხანდაზმული მორბენალი 94 წლის შოთა სამუშია გახლდათ.
წლეულს სპორტული ღონისძიება კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაცია “სპორტი ყველასათვის" სრული მხარდაჭერითა და ორგანიზებით ჩატარდება. "მსოფლიო რბენაში" მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო, საქართველოში 7000 მონაწილე დარეგისტრირდება. კახეთში გასამართ გარბენში მონაწილეობის მისაღებად კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტის მოადგილე შალვა გოგოლაძე დარეგისტრირდნენ.
Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული სარბენი მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი. არის მხოლოდ „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთის შემდეგ დაიძვრება, 15 კმ/ს სიჩქარით დაიწყებს მოძრაობას და მაქსიმალურ სიჩქარეს-35 კმ/ს განავითარებს. თუკი „ფინიშ მანქანა“ მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრს გამოეთიშება. მორბენლებს უკან, სტარტზე, სპეციალური ავტობუსებით დააბრუნებენ.
წელს მსოფლიო რბენა "ფინიშის მანქანით“ მხოლოდ 13 ქვეყანაში ჩატარდება, მათ შორის, საქართველოში. ამ დროისთვის, Wings for Life World Run-ში მონაწილე ქვეყნების ზუსტი სია უცნობია, რადგან App Run-ით მონაწილეობის მსურველთა რიცხვი ყოველდღე იზრდება.
დარეგისტრირებული მონაწილეები ინდივიდუალურ სანომრე ნიშნებს მაისურებზე დაიმაგრებენ. რბენის შედეგები ავსტრიის ქალაქ ზალცბურგიდან გაკონტროლდება. ყოველ მეხუთე კილომეტრზე მორბენლებს გამაგრილებელი სასმელი და ხილი დახვდებათ.
2017 წელს მსოფლიო რბენაში 6 კონტინენტის 58 ქვეყანის 110 ლოკაციდან ასი ათასზე მეტი მორბენალი ჩაერთო. მათ ჯამში 1431183 კილომეტრი დაფარეს. წელს Wings for Life World Run-ში ჩართვა უფრო მეტ ადამიანს, უფრო მეტი ლოკაციიდან შეუძლია App Run-ის მეშვეობით. არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, აპლიკაციის მეშვეობით თავად შეგიძლია დაგეგმო რბენა მარტო ან მეგობრებთან ერთად.
მსოფლიო რბენის 2 გამარჯვებული - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2019 წელს თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ირბენენ. გლობალური ჩემპიონები კი, საჩუქრად მიიღებენ რბენაში მოსამზადებელ სპეციალურ 4 კვირიან კურსს.
2017 წლის მსოფლიო რბენის ლოკალური გამარჯვებულები ნინო მიქაძე (29 კმ) და გიორგი შეკრელიძე (35,43კმ) გახდნენ. ნინო მიქაძემ 2018 წელს სირბილი ბრაზილიაში გადაწყვიტა, გიორგი შეკრელიძე სირბილს კი ისევ კახეთში აპირებს. გასული წლის გლობალური გამარჯვებული არონ ანდერსონი გახდა, მან ეტლით 92,14 კმ დაფარა. ქალი გამარჯვებული კი, დომინიკა სტელმახი გახდა (68,21კმ).
2018 წელს საქართველოში ირბენენ: საქართველოს გამარჯვებული გიორგი შეკრელიძე (35,43კმ), გერმანიის გამარჯვებული სებასტიან ჰალმანი (68,47კმ), თურქეთის გამარჯვებული ვეისი ასლანი (57,51კმ), პოლონეთის გამარჯვებული ჯოანა ზაკრუსკი (52,26კმ) და 2016 წლის კახეთის გამარჯვებული იანა ხმელევა (34,95კმ).
მონაწილეების რეგისტრაცია 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და 3 მაისამდე ან ლიმიტის ამოწურვამდე, მიმდინარეობდა ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com. საქართველოში მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი შეგროვებული თანხის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით უზრუნველყოფს.
ღონისძიების ფეისბუქის გვერდი: Wings for Life World Run 2018-Kakheti, Georgia
მსოფლიო რბენაში მონაწილეების აქტიური ჩართულობა და ყოველ წელს ღონისძიების პოპულარობის გაზრდა, სხვა გარემოებებთან ერთად, მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩების დამსახურებაც არის.
საქართველოში კეთილი ნების ელჩები არიან ცნობილი სპორტსმენები: სეულის ოლიმპიადის პრიზიორი სირბილში მაია აზარაშვილი (ამავდროულად ღონისძიების სპორტული დირექტორი), კალათბურთელი რეზი როგავა, რიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი ვარლამ ლიპარტელიანი, ოლიმპიური ჩემპიონები: მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ძალოსანი ლაშა ტალახაძე, მრბოლელები მევლუდ მელაძე და დათა ქაჯაია, მოთხილამურე ივა წიკლაური, მორაგბე ვასილ ლობჟანიძე, პარაოლიმპიელი ირმა ხეცურიანი, მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი, მოყვარული მორბენალი გიგა ძულიაშვილი და თამარ გელაშვილი. პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი არა მარტო სპორტსმენები. კეთილი ნების ელჩები არიან: ინტელექტუალი გიორგი ბაქრაძე, მუსიკოსები ელენე კალანდაძე და აჩიკო გულედანი, ცნობილი სახეები: ირაკლი გაფრინდაშვილი, ნიკა გრიგოლია, ქეთი ხატიაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, ნინუცა მაყაშვილი, მირიან ჯეჯელავა, მერაბ დუკაშვილი, ფიტნეს ინსტრუქტორი ნინო გოგუაძე; ფოტოგრაფი მარი ნაკანი, ფეხბურთელი ნათია სხირტლაზე და ა.შ.
Wings for Life World Run საქართველოსი ხორციელდება კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ფედერაციის "სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით.
7 მაისი 15:00 - საქართველო, კახეთი, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ
"ფინიშ მანქანის“ დაწევამდე
რამდენიმე ფაქტი 2017 წლის მსოფლიო რბენის შესახებ საქართველოში:
- 2017 წელს რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 5000 ადამიანი დარეგისტრირდა. მონაწილეთა ლიმიტის ამოწურვის გამო, რეგისტრაცია 6 დღით ადრე შეწყდა.
- ფინიშის მანქანის მძღოლი იყო ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე - საქართველოში ყველაზე სწრაფი მრბოლელი ყველაზე ნელი მანქანის საჭესთან.
- 2017 წელს საქართველოში ირბინა მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანმა მონაწილემ 94 წლის შოთა სამუშიამ.
- რბენის დასრულების შემდეგ გაიმართა კონცერტი ქართული მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით.
- 2017 წელს, კახეთში, მსოფლიო რნებაში მონაწილეობა მიიღო 200-მდე კომპანიის გუნდმა.
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები