ვის მოუტანს ტატუნაშვილის ამბავი პოლიტიკურ ქულებს ცხინვალში
ფოტო: რადიო თავისუფლება
ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ამბავი ადგილობრივ დონეზე პოლიტიკოსებს შორის ერთგვარ სავაჭრო საგნად იქცა. ამ თემით პოლიტიკური ქულების მოგროვებას ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი ცდილობს. ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც ორი დღის წინ გამოქვეყნდა, ის დე ფაქტო ადმინისტრაციას ღიად ადანაშაულებს ტატუნაშვილის სიკვდილში და აცხადებს, რომ ეს მათი პრო-ქართული პოლიტიკის შედეგია, რადგან ჭეშმარიტი ოსური საზოგადოება მაღალი კულტურული ღირებულებების მატარებელია და ამგვარ არაადამიანურ ქმედებას არ დაუშვებდა. მკვლელობით დე ფაქტო ადმინისტრაციამ ოსური საზოგადოების დისკრედიტირება მოახდინა საერთაშორისო საზოგადოების თვალში, ეს კი მხოლოდ საქართველოს აძლევს ხელს – ასეთი გახლავთ კოკოითის არგუმენტი.
დე ფაქტო ადმინისტრაციის უუნარობის შესახებ საუბრის გარდა, კოკოითი ისტორიასაც ეხება, განმარტავს, რომ საქართველო რუსეთის გამყიდველი ქვეყანაა და ამის მაგალითებიც მოჰყავს.
"საქართველო ყოველ მოსახერხებელ შემთხვევაში რუსეთის ჰყიდდა, ღალატობდა. პირველი შემთხვევა მეოცე საუკუნის დასაწყისში მოხდა. როგორც რუსეთი ოდნავ დასუსტდა, ქართველი მენშევიკები მაშინვე გვერდზე გადგნენ და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რითაც რუსეთს უღალატეს", - ამბობს კოკოითი. "ღალატის" მეორე მაგალითად ის საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფას ასახელებს ინტერვიუში.
განსაკუთრებით ბევრს კოკოითი რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე საუბრობს და ყველანაირი შესაძლო ეპითეტით მას ხოტბას ასხამს, უწოდებს მას მხსნელსა და გადამრჩენელს. ასევე, საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ დაზარალდა რუსეთის რეპუტაცია ტატუნაშვილის მკვლელობის გამო.
რაც შეეხება კოკოითის კრიტიკის ადრესატებს, მათ დე ფაქტო პარლამენტში გასცეს პასუხი. გასიევმა, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ცხინვალში განაცხადა:
"ვის, თუ არა ქართველებს მოუვათ აზრად დაადანაშაულონ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ დივერსიაში. ვის სასარგებლოდ შეიძლება იმეტყველოს ამან, თუ არა ქართველების?"
გასიევის მითითებით დე ფაქტო პარლამენტის ყველა დეპუტატი ვალდებულია გამოთქვას საკუთარი მოსაზრება ამ საკითხზე.
ამერიკის ხმასთან საუბრისას გიორგი კანაშვილი კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ კოკოითსა და გასიევს შორის დაპირისპირება ცალსახად ადგილობრივი პოლიტიკური საჭიროებითაა გამოწვეული, თუმცა მაინც საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ აქ საუბარია ტატუნაშვილის გარდაცვალების შემთხვევაზე.
"ეს პოლემიკა, ცალსახად შიდა მოხმარებისთვისაა, პოლიტიკური ქულების დასაწერად, რადგან კოკოითი გეგმავს პოლიტიკაში დაბრუნებას. მას არც თუ სახარბიელო ბექგრაუნდი აქვს, დაკავშირებული კორუფციულ შემთხვევებთან ომის შემდგომ განსაკუთრებით, მაგრამ ამის მიუხედავად, მომხრეები ადგილზე მაინც ჰყავს", - ამბობს კანაშვილი.
ცხინვალში ეს თემა აქტუალურია და ამ დისკუსიითაც კიდევ ერთხელ ესმება ხაზი იმას, რომ ტატუნაშვილი ძალისმიერადაა მოკლული.
კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის წარმომადგენელი ზურაბ ბენდიანიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს:
"ეს ამბავი ეხმიანება ადგილობრივი მოსახლეობის განწყობას. ადგილობრივებს შორის უარყოფითი დამოკიდებულებაა იმის თაობაზე, რაც მოხდა. ოსების საწინააღმდეგოდ მუშაობს ის ყველაფერი, რაც ტატუნაშვილის მკვლელობას მოჰყვა: ცხედრის არგადმოცემა, ფაქტის მიჩქმალვა, როგორც მოექცნენ მას, როგორც ტყვეს მშვიდობიან პერიოდში, რომ აწამეს. ამის თაობაზე რეაქცია უარყოფითი იყო. მიტინგიც რომ ძალით ჩაატარებინეს, ამასაც კი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ცხინვალში. ადგილობრივები ჩემთან ამბობენ, რომ ეს სამარცხვინო ნაბიჯი იყო. კოკოითმა გამოიყენა ეს უკმაყოფილება, გამოეხმაურა საზოგადოების განწყობას. რაკი თვითონ ცდილობს პოლიტიკაში დაბრუნებას. მისი მხარდამჭერები საკმაოდ აქტიურები არიან. არსებობს ღია პოსტებია ფეისბუქზე, სადაც ისინი ამბობენ, რომ სამარცხვინო და არასწორი იყო, რაც მოხდა."
ედუარდ კოკოითი დე ფაქტო ადმინისტრაციას 2001–2011 წლებში ხელმძღვანელობდა. მის მიმართ კორუფციული ბრალდებები ყველაზე ხმამაღლა ისმოდა. მიუხედავად ამისა, ცხინვალში ხელისუფლებაში მოსვლისთვის ყველაზე მძლავრი ბერკეტი პუტინისთვის ხოტბის შესხმის ხარისხია (საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინმა ხმათა 92 პროცენტი აიღო დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში), რის ამსახველ პროცესზეც ამჟამად დაკვირვება შესაძლებელია.
გაიგეთ მეტი: არჩილ ტატუნაშვილის საქმე
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები