გვატემალა საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს
გვატემალის პრეზიდენტმა, ჯიმი მორალესლმა, გვატემალის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის განკარგულება გასცა. ამის შესახებ ცნობილი პრეზიდენტის ოფიციალური ფეისბუკგვერდიდან გახდა. ფეისბუკპოსტში მორალესმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო.
წინა კვირაში გაეროს გენერალური ასამბლეის გამართულ სხდომაზე, გვატემალა იყო ერთ-ერთი იმ შვიდი სახელმწიფოსგან, რომელმაც არ დაუჭირა მხარი რეზოლუციის პროექტს. რეზოლუცია აშშ-სგან მოითხოვდა გადაეხედა გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებასთან დაკავშირებით. რეზოლუციის პროექტის ასევე ეწინააღმდეგებოდა აშშ-ს საელჩოს გადატანას იერუსალიმში.
21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ეწინააღმდეგებოდა იერუსალიმის აღიარებას ისრაელის დედაქალად. რეზოლუციის პროექტს მხარი 128 სახელმწიფომ დაუჭირა, 35 სახელმიფომ პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის წინააღმდეგ სულ 9 სახელმწიფოს გამოვიდა, ესენია: აშშ, ისრაელი, გვატემალა, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, ნაურუ, პალაუ და ტოგო.
რეზოლუციის არცერთ ნაწილშია ნახსენები უშუალოდ აშშ, თუმცა ნათქვამია, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილება იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით უნდა გაბათილდეს. გენერალური ასამბლეის რეზოლუციას მხოლოდ რეკომედაციის ძალა აქვს და არ ითვალისწინებს საპირისპირო ზომებს თუ სანქციებს, განსხვავებით უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციისგან, რომლის შესრულება სავალდებულოა.
გვატემალის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება. აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფინანსური დახმარების შეწყვეტით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-ს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო პოზიციას დააფიქსირებდნენ. აშშ გვატემალასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი ქვეყანაა. აშშ გვატემალასთვის ყველაზე დიდი ეკონომიკური პარტნიორია.
4 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა ოფიციალურად აღიარა იერუსალიმი ისრაელის დედაქალად. ისრაელის დაარსების დღიდან აშშ გახდა პირველი სახელმწიფო რომელმაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად სცნო, ამავდროულად, ტრამპმა სახელმწიფო დეპარტამენტს უბრძანა დაიწყონ მზადება საელჩოს გადატანის პროცესისთვის თელ-ავივიდან იერუსალიმში.
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები