Tegeta X Reckless — როცა საჩუქარი ბრენდის ამბავს ჰყვება
ფოტო: თეგეტა
ავტომობილიდან დაღვრილი ზეთის ზედაპირზე წარმოქმნილი ანარეკლი, როგორც ინსპირაცია — ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ინდუსტრიული დეტალი თეგეტა ჰოლდინგის მარტის კამპანიის ერთ-ერთ მატერიალურ სიმბოლოდ იქცა. ზეთი და წყალი ერთმანეთს არ ერწყმის, თუმცა მათი შეხებისას ზედაპირზე ყველაზე მოულოდნელი და მრავალფეროვანი ფერები ჩნდება. ამ იდეას ეფუძნება საჩუქარი თეგეტას თანამშრომელი ქალებისთვის, რომელიც ჰოლდინგის მარტის კამპანიის ფარგლებში დამზადდა. კამუფლაჟის სტილის ქურთუკი Reckless-თან კოლაბორაციით შეიქმნა.
ფოტო: თეგეტა
თეონა კოხოძე, თეგეტა ჰოლდინგის უფროსი არტდირექტორი: "ქალი მართავს — ეს არის თეგეტას მარტის კამპანიის მთავარი სათქმელი, რომელიც, გარე კომუნიკაციასთან ერთად, გვსურდა, პირველ რიგში, სწორედ გუნდის წევრებისთვის გაგვეზიარებინა. გადავწყვიტეთ, თეგეტელი ქალებისთვის განსაკუთრებული, სიმბოლური საჩუქარი გადაგვეცა — ქურთუკები, რომლებიც Reckless-თან ერთად შევქმენით. დიზაინის იდეა პირდაპირ ჩვენი ინდუსტრიიდან მოდის. შთაგონებულია ავტომობილიდან დაღვრილი ზეთის ზედაპირზე წარმოქმნილი ირიდესცენტული ეფექტით, უფრო კონკრეტულად, იმ მომენტით, როდესაც ზეთი და წყალი ერთმანეთს ეხება და სრულიად მოულოდნელ, მრავალნაირ ფერებს ქმნის. ხშირად ამბობენ, რომ წყალი და ზეთი ერთმანეთს არ ერწყმის, თუმცა სწორედ მათი შეხებისას ჩნდება ყველაზე საინტერესო ვიზუალური შედეგი. ეს ვიზუალური ეფექტი ერთგვარი მეტაფორაა — ისევე როგორც ზეთი და წყალი ქმნის მოულოდნელ ფერებს, ჩვენ, ქალები, ხშირად ვქმნით იმ შესაძლებლობებს, რომლებშიც სხვები მხოლოდ შეზღუდვებს ხედავენ. ვიზუალურად ქურთუკის ფერთა პალიტრა კამუფლაჟსაც მოგვაგონებს, რაც გარკვეულწილად უკავშირდება ქალის სიმტკიცესა და გამძლეობას და იმ ძალას, რომლითაც ქალი საკუთარ გზას მართავს“.
არჩევანი ბრენდ Reckless-ზე ბუნებრივად შეჩერდა. თანამედროვე ქართულ მოდაში თავისი თავისუფალი და სოციალური ნარატივით გამორჩეული ბრენდი თეგეტას ხედვას არა მხოლოდ ესთეტიკურად, არამედ კონცეპტუალურადაც დაემთხვა. ჰოლდინგისთვის Unisex მერჩი დიდი ხანია კორპორაციული კულტურის ნაწილია. ორივე ბრენდის თანაკვეთაც საერთო სტილის, Streetwear-ის, შექმნას უკავშირდება. ეს ორი განსხვავებული სფეროს ორგანული შეხვედრაა, რომლის მიზანიც არა კონკრეტული კატეგორიის, არამედ ყველა ადამიანის პერსონალური იდენტობის წინ წამოწევაა.
ფოტო: თეგეტ
თორნიკე აფრიდონიძე, Reckless-ის დირექტორი: “Reckless-ისა და თეგეტას ხასიათი საოცრად ემთხვევა ერთმანეთს ინოვაციურობითა და გამბედაობით. ამ კოლაბორაციით გვინდოდა, სიმარტივეში დამალული სილამაზე გადმოგვეცა. ალბათ ყველას გვინახავს ავტომობილის დაღვრილ ზეთსა თუ საწვავში მოხვედრილი წვიმის წყალი, რომელიც ფერთა ფართო პალიტრას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მშვენიერი სანახაობა ხშირად თვალს ეკარგება, მეხსიერებას ის ყოველთვის ახსოვს. სწორედ ასე შეიქმნა ფათერნი, რომელიც ტექნიკური სილუეტის სამოსს მოვარგეთ. ამ სტილის ქურთუკები დღეს ძალიან პოპულარულია Streetwear-ში და ვფიქრობ, ჩვენმა ერთობლივმა ნამუშევარმა ზუსტად დაიჭირა ის ზღვარი, სადაც ინდუსტრიული ესთეტიკა და თანამედროვე მოდა ერთმანეთს ხვდება“.
თეგეტა ჰოლდინგის 600-ზე მეტმა თანამშრომელმა ქალმა ეს სიმბოლური საჩუქარი უკვე მიიღო. თუმცა, კომპანიისათვის ქალების გაძლიერება და მხარდაჭერა მხოლოდ სადღესასწაულო ინიციატივებით არ შემოიფარგლება. ეს არის თანმიმდევრული გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც პროფესიული განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს, გადამზადების პროგრამებს, თანასწორი გარემოს შექმნას და ამ ყველაფრით იმ სტერეოტიპების მსხვრევას გულისხმობს, რომლებიც არაერთ სფეროს, მათ შორის ავტოინდუსტრიას ჯერ კიდევ ახასიათებს. თუმცა, ცვლილებების კარგი მაგალითია თეგეტა, რომლის მართვაშიც ქალები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან — ტექნიკური პოზიციებიდან დაწყებული, ტოპ-მენეჯმენტის ჩათვლით.
სწორედ ამ სისტემური მიდგომის საფუძველზე განისაზღვრება თითოეული აქტივობის შინაარსი. კომპანიაში ამბობენ, რომ შიდა კომუნიკაციისას ყოველ დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
თეონა კოხოძე, თეგეტა ჰოლდინგის უფროსი არტდირექტორი: “ჩემთვის კორპორაციული საჩუქრები არასდროს არის უბრალოდ ფორმალური ჟესტი. პირიქით, ვფიქრობ, რომ ისინი კომუნიკაციის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმაა. სწორედ ასეთ დეტალებში ჩანს, რამდენად გააზრებულად ესაუბრება ბრენდი საკუთარ ადამიანებს, თანამშრომლებს, რომლებიც ბრენდის ამბასადორები არიან. ისინი ყოველდღიურად ქმნიან თეგეტას კულტურას და სწორედ მათი გამოცდილებითა და ენერგიით ცოცხლობს ბრენდი. როდესაც ნივთის უკან დგას იდეა, კონტექსტი და ემოცია, ის უბრალოდ საჩუქარი აღარ არის, იქცევა სიმბოლოდ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ბრენდის ამბავს ბუნებრივად ჰყვება“.
კომპანიის ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რეალური ცვლილებები სწორედ გუნდის შიგნით აღიარებითა და დაფასებით იწყება. შინაარსით დატვირთული საჩუქარი კი მხოლოდ ნივთი არ არის, ის ხელშესახები დასტურია იმისა, რომ ქალი მართავს, მართავს გადამდები შთაგონებით, რაც კომპანიისთვის — წარმატების, ხოლო გარშემომყოფებისთვის დიდი სტიმულის მიმცემია.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები