ნახეთ: Toy Story 5-ის ტრეილერი გამოვიდა
19 თებერვალს Pixar-მა Toy Story-ის მეხუთე ნაწილის ტრეილერი გამოუშვა და სერიის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟების: ვუდის, ბაზ ლაითიარისა და ჯესის დიდი დაბრუნება დააანონსა. ახალ ფილმში თავიანთ საკულტო როლებს კვლავ ახმოვანებენ ტომ ჰენქსი, ტიმ ალენი და ჯოან კიუსაკი.
ახალი ნაწილი თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების გავლენაზეა და სათამაშოების წინაშე სრულიად ახალ გამოწვევას აყენებს. სიუჟეტი იწყება მაშინ, როდესაც ვუდი, ბაზი, ჯესი და მათი მეგობრები ახალ ტიპის სათამაშოს Lilypad-ს ხვდებიან. ეს არის მაღალტექნოლოგიური, ბაყაყის ფორმის ჭკვიანი პლანშეტი, რომელსაც გრეტა ლი ახმოვანებს. მისი გამოჩენა სათამაშოების ჯგუფში დაპირისპირებას იწვევს.
ოფიციალური სინოპსისის მიხედვით, "სათამაშოები დაბრუნდნენ და ამჯერად მათი როლები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, როცა ისინი Lilypad-ს, რადიკალური იდეების მქონე სრულიად ახალ პლანშეტ მოწყობილობას უპირისპირდებიან. შეიცვლება თუ არა თამაში სამუდამოდ?"
თუმცა ტრეილერიდან ერთმა დეტალმა ინტერნეტში ფანების საყოველთაო განხილვა გამოიწვია, და ეს დეტალი არის ვუდის სიმელოტე:
ვუდი მელოტდება??
ფოტო: Pixar
"ფაქტია, რომ ვბერდებით, უკვე ვუდიც კი მელოტდება", — წერენ მილენიალები ტრეილერის კომენტარებში.
Toy Story 5-ის სცენარი ეკუთვნის ენდრიუ სტენტონს, რომელმაც ასევე იმუშავა სერიის პირველ ორ ნაწილსა და Toy Story 4-ზე (მესამე ნაწილის ავტორი მაიკლ არნდტია). სტენტონი ფილმის რეჟისორობას მაკენა ჰარისთან ერთად ინაწილებს, რომელიც მანამდე Pixar-ის Luca-სა და Elio-ზე მუშაობდა.
"ძალიან სახალისო და ამავდროულად ემოციური მოგზაურობა იყო იმის შესწავლა, როგორ უპასუხებდა ჩვენი საყვარელი, უკვე ლეგენდად ქცეული სათამაშოების გუნდი დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროს", — აღნიშნეს რეჟისორებმა ნოემბერში, როდესაც ფილმის პირველი თრეილერი გამოვიდა.
Toy Story 5 კინოთეატრებში 19 ივნისს გამოვა.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები