აშშ-ში დიდთოვლობის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა
მკაცრი ზამთრის და ქარიშხლის შედეგად, აშშ-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც დიდთოვლობის შედეგად ტემპერატურა ნულს ქვემოთაა, 38 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ქარიშხალმა და თოვლმა საავტომობილო მოძრაობის პარალიზება და ავიარეისები მასობრივად გაუქმება გამოიწვია.
27 იანვარს, საგანგებო სამსახურებმა რესურსების მობილიზება დაიწყეს, რათა მოსახლეობის, განსაკუთრებით კი უსახლკაროების, უსაფრთხოებაზე ეზრუნათ. ქვეყნის მასშტაბით 550 000-ზე მეტ სახლსა და ბიზნესს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ნიუ-იორკის მერის ზოჰრან მამდანის განცხადებით, ნიუ-იორკში გარდაცვალების ათი ფაქტი დაფიქსირდა, სადაც ტემპერატურა ბოლო რვა წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე, -13 გრადუსამდე დაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ ათივე გარდაცვლილი ღია სივრცეში იპოვეს, ჯერჯერობით უცნობია, იყვნენ თუ არა ისინი უსახლკაროები. მამდანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გარდაცვლილთა ნაწილს წარსულში ჰქონდა შეხება თავშესაფრის სისტემასთან, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა ან სიკვდილის მიზეზებზე საუბარი.
მამდანის განცხადებით, 19 იანვრის შემდეგ, ქალაქის ქუჩებსა და მეტროში მცხოვრები 4 000-ზე მეტი უსახლკაროდან დაახლოებით 500 თავშესაფრებში გადაიყვანეს. განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ 350 ადამიანს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, სოციალური მუშაკები ორ საათში ერთხელ ამოწმებენ.
აშშ-ის მასშტაბით ქარიშხალთან დაკავშირებული გარდაცვალების მიზეზები განსხვავებული იყო — ჰიპოთერმიიდან და სიცივის ზემოქმედებიდან დაწყებული, თოვლის გაწმენდის დროს განვითარებული გულის შეტევებით დასრულებული.
ტეხასის შტატის ქალაქ ბონემში, დალასიდან დაახლოებით 90 კილომეტრში, შაბათ–კვირას ყინულით დაფარულ წყალში ჩავარდნის შედეგად 3 არასრულწლოვანი დაიღუპა. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით, შემთხვევის ზუსტი გარემოებები ჯერ უცნობია.
ტეხასის შტატის დედაქალაქ ოსტინში ერთი ადამიანი მიტოვებულ ბენზინგასამართ სადგურში თავშესაფრის ძიებისას, სავარაუდოდ, ჰიპოთერმიით დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰიპოთერმიით გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა ასევე კანზასში, კენტუკიში, ლუიზიანაში, მისისიპიში, სამხრეთ კაროლინაში, ტენესიში და მიჩიგანში.
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები