უკვე მეცხრედ, საქართველოში სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა — 500 Global in Eurasia-ს Demo Day გაიმართება
ფოტო: საქართველოს ბანკი
500 Global-ის ინიციატივით, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან პარტნიორობით, უკვე მეცხრედ, საქართველოში 500 Global in Eurasia ტარდება.
4 დეკემბერს, 17:00 საათზე, რუსთაველის თეატრში აქსელერაციის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება — Demo Day გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებს შეეძლებათ, ინვესტორებსა და ფართო აუდიტორიას საკუთარი სტარტაპები გააცნონ.
Demo Day-ზე აუდიტორიის წინაშე 8 ქვეყნის 12 განსხვავებული პროფილის სტარტაპი წარდგება — AI-ზე დაფუძნებული ჯანდაცვის სტარტაპიდან, გაყიდვების ავტომატიზაციის, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების, პროკურმენტისა თუ მოდის მიმართულებით.
ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეებს შეეძლებათ მოუსმინონ დამფუძნებლების, გლობალური ინვესტორების პრეზენტაციებსა და შოუქეისებს, რომელთა ძირითადი ყურადღების ცენტრი ხელოვნური ინტელექტი და გლობალური ტექნოლოგიების მომავლის ჩამოყალიბებაზე მისი გავლენა იქნება.
Demo Day-ზე აუდიტორიას საკუთარ სტარტაპებს გააცნობენ:
AdMagica.ai
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყო, რომელიც ეხმარება ელ. კომერციის ბრენდებს, რამდენიმე წამში შექმნან ეფექტური სარეკლამო ვიზუალები რეალურ დროში არსებულ Meta Ads-ის მონაცემებსა და კრეატიულ ჩარჩოებზე დაყრდნობით. ხელსაწყო ანაცვლებს გრაფიკული დიზაინერსა და ციფრულ მარკეტოლოგს, პარალელურად კი ახდენს სარეკლამო ვიზუალების ოპტიმიზაციას კონვერსიისთვის.
Adsmom
Adsmom ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შექმნილი ad intelligence პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, აკონტროლონ, შეადარონ და გააანალიზონ ნებისმიერი კონკურენტის Meta რეკლამები რეალურ დროში.
Callsy AI
Callsy პირველი AI გაყიდვების აგენტია, რომელიც ელ. კომერციის პლატფორმებზე დაუმთავრებელი შესყიდვების აღსადგენად შეიქმნა და ის რეალურ დროში ხმის ავტომატიზაციას იყენებს. Callsy პერსონალიზებული სატელეფონო ზარით ავტომატურად უკავშირდება მომხმარებლებს და დაუმთავრებელ შესყიდვებს, გაყიდვებად აქცევს.
DataCall
DataCall მცირე და საშუალო ზომის კერძო კლინიკებისთვის სატელეფონო ოპერაციების ავტომატიზაციას ახდენს.
Defect ai
AI სამედიცინო აუდიტის სისტემა, რომელიც ამოწმებს ჩანაწერებს, ეხმარება კლინიკებს სადაზღვევო კომპანიების მიერ უარყოფილი ან აუნაზღაურებელი მოთხოვნების 90%-მდე შემცირებაში, აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს უახლესი კლინიკური პროტოკოლებისა და რეკომენდაციების საფუძველზე.
FashionLab
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ცვლიან ფოტოგადაღებას მოდის ინდუსტრიაში — ხდება უფრო სწრაფი, ხელმისაწვდომი, ინკლუზიური და ოპტიმიზებული, რაც ზრდის გაყიდვებს და ამცირებს დანახარჯებს.
Talk Labs
ხელოვნური ინტელექტის ხმოვანი სიმულაციები, რომლებიც იძლევა მომხმარებლების მხარდამჭერი პერსონალის გადამზადების საშუალებას.
Neolink
ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შექმნილი No-Code შესყიდვების პლატფორმაა.
Quantum Neuron, Inc
Quantum Neuron არის Workforce-as-a-Service პლატფორმა, სადაც Persona მენეჯერი რამდენიმე AI პერსონას მართავს, რომლებიც WhatsApp-ის, Instagram-ის, ელ. ფოსტის და ხმოვანი სერვისის საშუალებით სთავაზობენ პროდუქციას მომხმარებლებს, მხარს უჭერენ მათ, რითიც 48-72 საათში ქმნიან ხელშესახებ ბიზნეს შედეგებს.
Rebookify
Rebookify ტურისტულ სააგენტოებს ეხმარება მოგების გაზრდაში, სასტუმროების რეზერვაციების უფრო იაფიან ალტერნატივებზე გადაჯავშნით.
Spotwise
ეს არის AI გაყიდვების აგენტი, რომელიც კონკურენტების რეკლამების მონიტორინგს რეალურ დროში ახორციელებს და მოგებად აქცევს .
Stackbooster
Stackbooster ავტონომიური AI სკეილინგის დახმარებით, ზრდის ქლაუდის ეფექტურობას. 60%+-ით ამცირებს ხარჯებს და აუმჯობესებს აპლიკაციის ეფექტურობას.
ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia-ს ფარგლებში, შერჩეული მონაწილეები 12 კვირიან აქსელერაციის პროგრამას გადიან, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან; ინტენსიური გადამზადების პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იძენენ, როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას; იზიარებენ საჭირო ექსპერტიზას და ამყარებენ ახალ კავშირებს, რაც მათ სწრაფი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება.
მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც სურთ მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და შეძლონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 10 ქვეყნის 80-ზე მეტი სტარტაპი.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები