აგროსფერო AgriHack 2025-ის მონაწილე სტარტაპ ARE-ს პროექტის განვითარებაში დაეხმარება
ფოტო: აგროსფერო
ზუგდიდის ტექნოპარკმა სტარტაპ პროექტების მხარდამჭერ ღონისძიებას AgriHack 2025 უმასპინძლა. მისი მიზანი სოფლის მეურნეობის დარგთან დაკავშირებული ინოვაციური იდეების აღმოჩენა და სტარტაპების მხარდაჭერაა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორმა კომპანია აგროსფერომ, როგორც მსგავსი ღონისძიებების აქტიურმა მხარდამჭერმა, AgriHack 2025-თანაც ითანამშრომლა. მან 17 მონაწილე სტარტაპიდან თავისი რჩეული გუნდი გამოავლინა, რომელსაც იდეის დახვეწასა და განვითარებაში დაეხმარება.
„კერძო სექტორის ჩართულობა ამ ტიპის ჰაკათონებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან დარგობრივად მოქმედი კომპანიები არა მხოლოდ წამახალისებელ როლს ასრულებენ სტარტაპებისთვის, არამედ მონაწილეებს საშუალებას აძლევენ მიიღონ პრაქტიკული რჩევები და ეზიარონ ბაზრის გამოცდილებას. ასეთი თანამშრომლობა აძლიერებს ინოვაციურ ეკოსისტემას და ხელს უწყობს იდეების რეალურ პროდუქტებად გარდაქმნას“, — ამბობს AgriHack-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი და პროექტების ინოვაციური მეწარმეობის მენტორი, სანდრო კანდელაკი.
ამ ტიპის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს აგროსფეროს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, აკაკი ტოროტაძეც.
“AgriHack ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, როგორც სოფლის მეურნეობის დარგთან დაკავშირებული სტარტაპების, ისე ბიზნესისთვის. ის, ერთი მხრივ, საშუალებას აძლევს მონაწილეებს თავიანთი იდეები ფართო საზოგადოებას გააცნონ და, მეორე მხრივ, ამ სფეროში მოქმედ კომპანიებს უქმნის წარმოდგენას სიახლეების შესახებ.
ჩვენ, როგორც ინოვაციური იდეების გულმხურვალე მხარდამჭერები, ვერც AgriHack-ს ავუვლიდით გვერდს. ამიტომ გადავწყვიტეთ წვლილი შეგვეტანა ერთ-ერთი პროექტის განვითარებაში. აგროსფეროს რჩეული სტარტაპი ARE გახდა, რადგან ის ცდილობს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის — წყლის რესურსების მართვის პრობლემის გადაჭრას“, — აღნიშნავს აკაკი ტოროტაძე.
ფოტო: აგროსფერო
ARE არადესტრუქციული ბიოსენსორის შექმნას ისახავს მიზნად, რომელიც მცენარის მიერ დეჰიდრატაციის დროს გამომუშავებული პროლინის რაოდენობას ზომავს. პროლინი მცენარის სტრესის ბიომარკერია. მისი მონაცემები ფერმერს მცენარის მდგომარეობის რეალურ დროში შეფასებასა და მისთვის საჭირო წყლის რაოდენობის ზუსტად განსაზღვრაში ეხმარება. ამ გზით მცირდება, როგორც წყლის ზედმეტი მოხმარება, ისე მოსავლის დაკარგვის რისკი.
“ხშირად ფერმერები პრობლემის სიმწვავეს მხოლოდ მაშინ აფასებენ, როცა ეს ხილული ხდება. ასეთ დროს მისი გამოსწორება გაცილებით რთულია, გარდა ამისა, მას მეტი რესურსი სჭირდება. ჩვენ გვინდოდა მიგვეგნო ისეთი გადაწყვეტისთვის, რომელიც ზედაპირულად კი არა, სიღრმისეულად მოაგვარებდა ერთ-ერთ ასეთ გამოწვევას. ჩვენი მთავარი კრიტერიუმი იყო, რომ ის ყოფილიყო ეკოლოგიურად სუფთა, ეკონომიურად მომგებიანი, პროდუქტიული, არადესტრუქციული და გარემოს პირობებთან მდგრადი“, — ამბობს ARE-ს წარმომადგენელი, ლუკა კუკავა.
ARE-ს გუნდს, რომლის პროექტიც ახლა ექსპერიმენტულ ფაზაშია, აგროსფერო ორი მიმართულებით დაეხმარება — ერთ მხრივ, გაუწევს მენტორობასა და ინტელექტუალურ მხარდაჭერას, მეორე მხრივ კი, მისცემს საშუალებას გამოიყენოს კომპანიის საწარმოო ინფრასტრუქტურა და ბაზები თავიანთი პროგრამების ტესტირებისთვის.
“აგროსფეროსთან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს ექსპერიმენტული ფაზიდან პროტოტიპირების ეტაპზე გადავინაცვლოთ. კომპანიის გამოცდილება და რესურსები უდიდეს შესაძლებლობებს გვიხსნის, როგორც პროდუქტის დახვეწის მხრივ, ისე მისი მეურნეობებში დანერგვის მიმართულებით“, — აღნიშნავს ლუკა კუკავა.
-
როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა? როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა?
-
მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება
გადახედვა
-
რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს
გადახედვა
-
ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს
-
ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესს უკავშირდება ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესს უკავშირდება
გადახედვა
-
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება
-
TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა
გადახედვა
-
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს
გადახედვა
-
პროკურატურამ სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენისთვის ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენისთვის ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში 1600-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში 1600-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა
-
იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე? იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე?
გადახედვა
-
განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვა — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოსთან საუბარზე განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვა — ირაკლი კობახიძე მარკო რუბიოსთან საუბარზე
გადახედვა
-
მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ბალანსი, ნდობა, უწყვეტი განათლება: რატომ არის ენა საუკეთესო ინვესტიცია თქვენი გუნდისთვის? ბალანსი, ნდობა, უწყვეტი განათლება: რატომ არის ენა საუკეთესო ინვესტიცია თქვენი გუნდისთვის?
-
სასტუმრო სტამბაში ქართველი მხატვრის ნამუშევარი დააზიანეს — მიმდინარეობს გამოძიება სასტუმრო სტამბაში ქართველი მხატვრის ნამუშევარი დააზიანეს — მიმდინარეობს გამოძიება
გადახედვა
-
ტერაბანკი | აგრარული უნივერსიტეტი — გაიცანით სტიპენდიანტი რატი ფეიქრიშვილი ტერაბანკი | აგრარული უნივერსიტეტი — გაიცანით სტიპენდიანტი რატი ფეიქრიშვილი
-
ჭამის დროს წყლის დალევა მონელებას აფერხებს — მითი თუ რეალობა ჭამის დროს წყლის დალევა მონელებას აფერხებს — მითი თუ რეალობა
-
საბა ბუაძე: რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის ფასი მოიმატებს, როდესაც ენერგეტიკული სექტორი ჩვენს ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი და კორუფციული სივრცეა საბა ბუაძე: რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის ფასი მოიმატებს, როდესაც ენერგეტიკული სექტორი ჩვენს ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი და კორუფციული სივრცეა
გადახედვა
-
მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს
გადახედვა
-
თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე ირაკლი კუპრაძე: ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე
გადახედვა
კომენტარები