საქართველოს ბანკი x თბილისის მშრალი პორტი: 22-მილიონიანი ინვესტიცია, რომელიც ცვლის რეგიონულ ლოგისტიკას
ფოტო: საქართველოს ბანკი
გეოგრაფიული მდებარეობა ყოველთვის იყო საქართველოს უდიდესი უპირატესობა. ისტორიულად, ჩვენი ქვეყანა აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან ნაწილი იყო, დღეს კი ეს პოტენციალი თანამედროვე ინფრასტრუქტურით რეალიზდება.
წარმოიდგინეთ ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც აერთიანებს სარკინიგზო, საავტომობილო და საზღვაო მარშრუტებს, ამცირებს ტვირთების მიწოდების დროს და საქართველოს აქცევს ევრაზიის სატრანზიტო დერეფნის ცენტრალურ კვანძად. სწორედ ეს არის თბილისის მშრალი პორტი (TDP – Tbilisi Dry Port) — მულტიმოდალური ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც უკვე ცვლის რეგიონის სატრანსპორტო რუკას.
რა არის მშრალი პორტი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ლოგისტიკური ტერმინალი ხმელეთზე, რომელიც საზღვაო პორტის ფუნქციებს ასრულებს. ის რკინიგზით და საავტომობილო გზით პირდაპირ არის დაკავშირებული ფოთისა და ბათუმის პორტებთან, რაც ტვირთების დედაქალაქში სწრაფ და ეფექტიან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ეს ამცირებს დამოკიდებულებას საავტომობილო ტრანსპორტზე და განტვირთავს საზღვაო პორტებს. ასევე დედაქალაქის გარდა ემსახურება აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებს და მეზობელი ქვეყნების ტვირთნაკადებს.
პროექტის მასშტაბი: ციფრები და პარტნიორები
პროექტი ქინძმარაულის ქუჩაზე, 28 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ვითარდება. მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 22 მილიონი დოლარია, საიდანაც 15 მილიონი საქართველოს ბანკის დაფინანსებაა.
პროექტის სანდოობასა და საერთაშორისო მასშტაბს განაპირობებენ მისი სტრატეგიული ინვესტორები:
- Abu Dhabi Ports Group (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) - გლობალური ლიდერი პორტების, ლოგისტიკისა და ინდუსტრიული ზონების მართვაში
- Wilhelmsen Ports Services SA (ნორვეგია) - 160-წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის გიგანტი
- Inveco (საქართველო) - ადგილობრივი სტრატეგიული საინვესტიციო კომპანია
4 მთავარი სარგებელი ბიზნესისთვის (I ფაზა)
პროექტის პირველი ფაზა უკვე სრული დატვირთვით მუშაობს და ბიზნესს სთავაზობს შემდეგ კონკრეტულ უპირატესობებს:
- სისწრაფე და პროგნოზირებადობა: ტვირთები საზღვაო პორტებიდან პირდაპირ რკინიგზით, სპეციალური ბლოკ-მატარებლების საშუალებით, შემცირებულ დროში ჩამოდის თბილისში.
- ხარჯების შემცირება: გამარტივებული ლოგისტიკა და დროის ეკონომია პირდაპირ აისახება ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებაზე, ვინაიდან ზოგადად რკინიგზით ტრანსპორტირება ნაკლებ დანახარჯებთანაა დაკავშირებული ვიდრე საავტომობილო გზით.
- გაფართოებული სატრანზიტო შესაძლებლობები: პორტი იძლევა საშუალებას, ტვირთები სარკინიგზო ან საავტომობილო გზით მიიღოთ არა მხოლოდ შავი ზღვის პორტებიდან, არამედ პირდაპირ ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან „შუა დერეფნის“ (სატრანზიტო მარშრუტი, რომელიც რუსეთს გვერდს უვლის) გავლით, ასევე აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
- ერთი ფანჯრის პრინციპი: ტვირთის მიღება, გადატვირთვა, დასაწყობება და საბაჟო პროცედურები ერთ, ორგანიზებულ სივრცეში ხორციელდება.
II ფაზა და ახალი შესაძლებლობები
პირველი ფაზის წარმატებამ და ბიზნესის მაღალმა ინტერესმა განაპირობა განვითარების შემდეგი ეტაპის დაწყება, რომელიც პორტის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის:
- A-კლასის საწყობი: იწყება 10,000 კვ.მ. ფართობის თანამედროვე, A-კლასის დახურული საწყობის მშენებლობა, რაც გულისხმობს უმაღლესი სტანდარტის, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სასაწყობე სივრცეს შესაბამისი ტექნიკითა და უსაფრთხოების მაღალი დონით.
- გაორმაგებული გამტარუნარიანობა: პორტის სიმძლავრე წლიურად 100,000-დან 200,000 TEU-მდე გაიზრდება (Twenty-foot Equivalent Unit - სტანდარტული 20-ფუტიანი კონტეინერის ეკვივალენტი, რომელიც ტვირთბრუნვის გასაზომად გამოიყენება).
- ავტომობილების იმპორტის სერვისი: უახლოეს მომავალში პორტი დაიწყებს მეორადი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების დამუშავებას. ამისთვის უკვე მოეწყო 1,000 მანქანაზე გათვლილი პარკინგი, საბაჟო კონტროლის სადგომის ზონა და ცალკე გამშვები პუნქტი, რაც პროცესს გაამარტივებს და გააიაფებს. აღნიშნული სერვისის მიღება პირველად იქნება შესაძლებელი თბილისში, რაც ადგილობრივ ავტოიმპორტიორებს კიდევ მეტად დაეხმარება თავიანთი ბიზნესის განვითარებაში.
- ფინანსური სერვისები ადგილზე: მომხმარებლების კომფორტისთვის, პორტის ადმინისტრაციულ ოფისში ოპერირებას დაიწყებს საქართველოს ბანკის ფილიალი.
- საკანონმდებლო ბაზა: მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა მშრალი პორტის ცნება საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს, რაც სექტორის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს და საშუალებას მისცემს საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიებს კიდევ უფრო მეტად გამოიყენონ საქართველოზე გამავალი მარშრუტები.
თბილისის მშრალი პორტი არის პრაქტიკული პასუხი კითხვაზე, თუ როგორ უნდა აქციოს საქართველომ თავისი გეოგრაფიული მდებარეობა რეალურ ეკონომიკურ სარგებლად.
პროცესები, რომლებიც აქამდე გაუთვალისწინებელ ხარჯებთან და დროის კარგვასთან ასოცირდებოდა, თბილისში გადმოტანით პროგნოზირებადი და ეფექტიანი ხდება. ეს ცვლის არა მხოლოდ ტვირთის გადაადგილების ლოგიკას, არამედ ბიზნესის კეთების მიდგომას — აქცენტი კეთდება სისწრაფეზე, მოქნილობასა და გლობალურ ბაზრებზე მარტივ წვდომაზე.
საბოლოო ჯამში, ეს არის ახალი რეალობა, რომელიც დედაქალაქიდან მთელ რეგიონზე ვრცელდება.
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
-
ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა
გადახედვა
კომენტარები