თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ფოტო: თიბისი
ზრდა ნორმალიზდება, თუმცა კვლავ სწრაფია.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 6.5% შეადგინა, ხოლო იანვარი-ივლისის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 8%-ია. იმავდროულად, აგვისტოში გაუმჯობესება იკვეთება უახლეს ინდიკატორებში. საკუთრივ, ივლისთან შედარებით გაზრდილია ჯამური უნაღდო დანახარჯები, ისე როგორც არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვა, რომელიც ტურისტული შემოსავლების შეფასებისთვის გამოიყენება. მიგრანტების დანახარჯები კი, ბოლო რამდენიმე თვეა, მეტ-ნაკლებად ერთ დონეზე ნარჩუნდება.
მიმდინარე წელს, განსაკუთრებით მეორე კვარტლიდან, გააქტიურებულია კონვერტაციები ლარის გამყარების მიმართულებით. აღნიშნულში იგულისხმება, როგორც უცხოური ვალუტის დეპოზიტების ლარში გადახურდავება, ისე სესხებში, უცხოური ვალუტის წილის ზრდა. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ გასული წლის შემოდგომაზე, ლარის გაუფასურების მოლოდინებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვა. იმავდროულად, როგორც ჩვენს, არაერთ პუბლიკაციაში იყო განხილული, ეს ერთგვარი დაგროვილი ბუფერის როლსაც ასრულებდა, რომელიც სენტიმენტების ცვლილებისას უკვე ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებდა. ჩვენი შეფასებით, ამ ბუფერის ჯამური მოცულობა დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ფარგლებშია. სხვადასხვა ანალიტიკური შეფასების გამოყენებით, შეიძლება ითქვას, რომ ამ თანხის ნახევარზე ოდნავ ნაკლები უკან კონვერტაციების კუთხით ჯერ კიდევ ასათვისებელია. შესაბამისად, გაცვლითი კურსის მხრივ, ეს კვლავ ლარის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ფაქტორად რჩება, თუმცა სენტიმენტების ცვლილება, როგორც ყოველთვის, გამორიცხული არაა.
უახლესი მონაცემებით ივლისში სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა დეპოზიტების დოლარიზაცია და სესხების ლარიზაცია. რაც შეეხება ლარზე მოქმედ სხვა ძირითად ფაქტორებს, აშშ დოლარი გლობალურ ბაზრებზე კვლავ სუსტი რჩება, თუმცა, ივლისში თვიურად გაუფასურების მასშტაბი საკმაოდ შემცირდა, ხოლო წმინდა სავალუტო შემოდინებები ივლისში მცირედით ისევ გაუმჯობესდა. ამის ფონზე, თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი და გრძელვადიანი წონასწორობის მოდელები კვლავ მიუთითებს, რომ ლარი წონასწორულ დონესთან შედარებით ოდნავ, სუსტია. ლარის გამყარების მიმართულებით ზეწოლაზე მიანიშნებს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ განგრძობითი სავალუტო ინტერვენციებიც, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. მხოლოდ ივლისში სებ-მა 417 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში კი, ჩვენი შეფასებით, ჯამურად, დაახლოებით, 1.5 მილიარდი აშშ დოლარი.
საპირისპიროდ, მცირედი გაუარესება შეინიშნება შრომის ბაზარზე. მიმდინარე წლის ორივე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია უმუშევრობის დონე და შემცირებულია დასაქმება. წლიურ ჭრილში დასაქმების კლება თვითდასაქმებულთა რაოდენობის შეკვეცითაა განპირობებული, დაქირავებულთა რაოდენობა კი, პირიქით, ოდნავ გაზრდილია. მიუხედავად ამისა, წინა კვარტალთან შედარებით, რაოდენობრივი კლებაა, როგორც თვითდასაქმებულთა, ისე დაქირავებულთა (სეზონური ფაქტორების გამორიცხვით).
გასული თვეების დინამიკის მსგავსად, ინფლაცია კვლავ მზარდია და ივლისის მდგომარეობით წლიურად 4.3%-ს გაუტოლდა, ხოლო აგვისტოში 4.6%-ს. ინფლაციის ტრაექტორია თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინებთან. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ გაიზრდება, წლის ბოლოსთვის კი, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, მცირედით შენელდება და, დაახლოებით, 4.5%-ს მიაღწევს.
წლიური ინფლაციის აჩქარების საპირისპიროდ, თვიურ ჭრილში ინფლაციური ზეწოლის კლებაზე მიუთითებს ანალიტიკური საზომები, როგორებიცაა სეზონურად შესწორებული ყოველთვიური ინფლაცია და სხვადასხვა მეთოდით გაანგარიშებული საბაზო ინფლაცია. მომსახურების ინფლაცია, რომელიც ინფლაციური მოლოდინებისა და გრძელვადიანი ტენდენციის შეფასებისთვის ყველაზე შესაფერისია, რადგან ნაკლები მერყეობითა და იმპორტული კომპონენტის შედარებით მცირე წილით ხასიათდება, მიმდინარე წელს ჯამური მაჩვენებლის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთან, საყურადღებოა, რომ მომსახურების ფასების ზომიერი ზრდა, თუნდაც მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტად, აუცილებლად ინფლაციურ ზეწოლაზე არ მიუთითებს, რადგან განვითარებად ეკონომიკებში მწარმოებლურობის დონის ზრდას არავაჭრობად სექტორებში ფასების ზრდა კანონზომიერად მოსდევს. მომსახურებასთან ერთად, გაზრდილია საქონლის ინფლაციაც, დიდწილად სურსათის ფასების მნიშვნელოვანი მატების გამო. იმავდროულად, ინფლაციის ზრდა ადგილობრივად წარმოებული და შერეული პროდუქტებით არის განპირობებული, იმპორტული პროდუქციის მხრივ კი დეფლაცია ფიქსირდება. ამდენად, სურათი განსხვავებულია 2021-2022 წლების ეპიზოდისგან, როდესაც ინფლაციის ზრდის მთავარი წყარო იმპორტული საქონელი იყო.
როგორც არაერთხელ აღინიშნა, ინფლაციური ზეწოლის დამატებით მნიშვნელოვანი გაძლიერების შემთხვევაში, რაც ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება.
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
კომენტარები