თორნიკე შენგელია — ის, რომელმაც შეუძლებელი შეძლო
ფოტო: საქართველოს ბანკი
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
ევრობასკეტი სენსაციური გამარჯვებით დავიწყეთ. ევროპის მოქმედი ჩემპიონი დამაჯერებლად და ღირსეულად დავამარცხეთ, ესპანელები გავაწბილეთ და საკალათბურთო სამყაროს დავანახეთ, რომ ტურნირზე ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობას 100%-ით ვიმსახურებთ.
ტურნირმა სტარტი 27 აგვისტოს აიღო. ესპანეთის შემდეგ, ჩვენი ნაკრები იტალიას, საბერძნეთს, ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ მასპინძელ კვიპროსსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. ჯგუფიდან 4 ნაკრები გადის, ასე რომ, პლეი-ოფის საგზურს დიდი ნაბიჯით მივუახლოვდით.
საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის, თორნიკე შენგელიასთვის, ეს მე-4 ევრობასკეტია: ტრავმის გამო, შენგელიამ 2013 და 2022 წლის ევრობასკეტი გამოტოვა. ბოლო შემთხვევაში, ევრობასკეტი უკვე კარს იყო მომდგარი, როდესაც ნიდერლანდების ნაკრებთან თამაშის დროს, მხარი დაიზიანა და შედეგად, ნაკრებს უდიდესი ძალა გამოაკლდა. “მხარზე მეტად სული მტკივა”, — კაპიტანი ამ ამბავს ძალიან განიცდიდა.
ამიტომაც შევშინდით, როდესაც გავიგეთ, რომ გულის არითმიის გამო, ბარსელონაში კვლევების ჩასატარებლად უნდა გადაფრენილიყო: ეს ესტონეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ მოხდა და გაჩნდა საფრთხე, რომ შენგელიას გარეშე ვიასპარეზებდით. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. გარკვეული დროით, ინდივიდუალურად ივარჯიშა და ესპანეთთან საოცარ მატჩში გუნდს უკაპიტნა: შენგელიამ პარკეტზე 20 წუთი გაატარა და ამ დროში 13 ქულას, 2 ჩაჭრასა და 2 ასისტს მოუყარა თავი. თავდადება მისი სახასიათო შტრიხია, ასე რომ, ჩვენი იმედი გამართლდა და კაპიტანი გემს დროულად დაუბრუნდა.
თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრების საკვანძო ფიგურაა. “ჩემთვის, საუკეთესო მოგონებაა დღე, როდესაც ნაკრებში პირველად გამომიძახეს”, — თქვა წლების შემდეგ, ესპანურ მედიასთან საუბრისას. 33 წლის მოთამაშეს ძალიან დიდი, ფასეული გამოცდილება დაუგროვდა. არის ლიდერი, გამწევი ძალა - ის, ვინც კრიტიკულ მომენტში მთავარ ნაბიჯს დგამს. აქვს უნარი, წნეხის ქვეშ მყოფ გუნდს სიმშვიდე და თავდაჯერებულობა გადასცეს და ჩამორჩენა უპირატესობად გადააქციოს.
რა გასაკვირია, რომ ევროპის საუკეთესო გუნდები ყველაფერს აკეთებენ, რომ თორნიკემ მათი მაისური მოირგოს. “ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ თორნიკე ჩვენთან ყოფილიყო", — თქვა “ბარსელონას” გენერალურმა დირექტორმა, ხუან კარლოს ნავარომ შენგელიასთან გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ. “ჩვენი მიზანია, გასულ სეზონზე უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ, ამაში კი თორნიკე დიდ როლს ითამაშებს”, — დაამატა მან.
პირველი ნაბიჯები ევროპაში
ესპანეთი შენგელიასთვის უცხო ხილი არ გახლავთ. ჯერ კიდევ 16 წლის იყო, როდესაც "ვალენსიას" რიგებს შეუერთდა, 2010-ში კი გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ევროთასი მოიგო. “დიდებული გამოცდილება იყო. ვიგრძენი, რას ნიშნავს, იყო პროფესიონალი კალათბურთელი”, — ამ სიტყვებით დაემშვიდობა “ვალენსიას” და კარიერა ბელგიაში გააგრძელა.
შენგელია "შარლერუას" წევრი გახდა, თუმცა კლუბის გადაწყვეტილებით, 1 სეზონი "პეპინსტერში" გაატარა, რათა მეტი სათამაშო დრო და პრაქტიკა მიეღო. ასეც მოხდა: “ვალენსიასთან” შედარებით, საშუალოდ 7 წუთით მეტი ეძლეოდა. შანსი და შესაძლებლობა გამოიყენა, ჩაგდებული ქულების რაოდენობას მოუმატა და "შარლერუას" დაუბრუნდა, რომლის შემადგენლობაშიც, “ევროლიგაზე” ჰქონდა დებიუტი. თუმცა ეს ჯერ დასაწყისი იყო, წინ გაცილებით დიდი ამბები ელოდა.
NBA
ვლადიმერ სტეფანიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილისა და ზაზა ფაჩულიას შემდეგ, გახდა მეოთხე ქართველი, რომელმაც ყველაზე მასშტაბურ საკალათბურთო სცენაზე შეაბიჯა. 2012 წლის დრაფტზე, შენგელია "ფილადელფიამ" აირჩია, თუმცა შემდეგ, შენგელია "ბრუკლინ ნეთსს" სხვა კალათბურთელში გაუცვალა.
"ბრუკლინში" თამაში ხშირად არ უწევდა და გარკვეული დრო განვითარების ლიგაში, "სპრინგფილდში" გაატარა. შესანიშნავი ასპარეზობის ფონზე (საშუალოდ 24.3 ქულა, 8.2 მოხსნა, 4 ასისტი), კვლავ “ბრუკლინს” დაუბრუნდა, თუმცა სათამაშო დრო მეორე სეზონშიც ვერ მიიღო (საშუალოდ, 8.3 წთ.) და “ჩიკაგოში ბულსში” გადაინაცვლა, რომელსაც მალევე გამოემშვიდობა.
აშშ-ში შენგელიამ ლეგენდების — კევინ გარნეტის, პოლ პირსის, დერონ უილიამსის და სხვების გვერდით ითამაშა. შეეჩვია სრულიად განსხვავებულ დისციპლინასა და უმძაფრეს კონკურენციას. ამასთან, შენგელია როგორც ტექნიკურად, ასევე ფიზიკურად გაიზარდა, რაც ევროპისკენ მიმავალს, დიდ უპირატესობას აძლევდა.
ისევ ესპანეთში, ამჯერად — ბასკეთში
“ბასკონიას” რიგებში, მიიღო ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა: ნდობა და სათამაშო დრო. ბასკეთში ჩამოყალიბდა ლიდერად და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოაჩინა. 6 წლის განმავლობაში, იყო ქულების ერთ-ერთი მთავარი გენერატორი და გუნდის წამყვანი ძალა.
ინდივიდუალურ დონეზე, მისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო 2018 წელი, როდესაც ევროლიგის წლის საუკეთესო ხუთეულში დასახელდა, ესპანეთის ჩემპიონატში კი, MVP-ის სტატუსის მოსაპოვებლად, მხოლოდ ლუკა დონჩიჩის ზღვარი ვერ გადალახა.
რაც მთავარია, დიდ გამარჯვებასაც გაუგო გემო. 2020 წელს, “ბასკონია” ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და "ბარსელონა" ანგარიშით 69:67 დაამარცხა. საჩემპიონო მატჩში, თორნიკეს სტატისტიკა ასეთი იყო: 33 წუთი, 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება.
შემდეგი გაჩერება — ვირტუსი
ევროლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის კარიერა იტალიაში წარმატებული გამოდგა. კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და იმავე სეზონში, გუნდს ევროთასის მოგებაში დაეხმარა. გახდა იტალიის ჩემპიონი, ასევე სუპერთასის მფლობელი, ტურნირის საუკეთესო ხუთეულში კი 2-ჯერ დასახელდა.
ერთ-ერთი გამორჩეულ ამბავს, რომელიც მის სახელს უკავშირდება, “შეუსრულებელი მისია” შეგვიძლია ვუწოდოთ. 2022 წლის 19 თებერვალს, იტალიაში საშინაო მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი, 22 თებერვალს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრებს შეურთდა და ნიდერლანდების დამარცხებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა (30 წუთი — 25 ქულა, 6 მოხსნა). მომდევნო დღეს (23 თებ.), “ვირტუსის” შემადგენლობაში ევროლიგაზე ითამაშა, 26-ში კი უკვე საქართველოში იმყოფებოდა, პარკეტზე 33 წუთი გაატარა და ნაკრებს ისლანდიასთან მოგებაში დაეხმარა (20 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი).
თორნიკე შენგელია კაპიტანია, რომელსაც შეუძლია, ნაკრებისთვის საკუთარი თავი გადადოს. მან სიტყვა “შეუძლებელს” სძლია და შეუჩერებლად იქცა. მან უკაპიტნა ნაკრებს, რომელმაც სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი გადალახა და საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.
და რაც ძალიან სასიხარულოა, წინ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი: ევრობასკეტი, შემდეგ კი საკლუბო კარიერის ახალი, ძალიან საინტერესო თავი “ბარსელონასთან” ერთად.
არ გაჩერდე, თორნიკე,
არ გაჩერდე, საქართველო.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები