მარველი X-Men-ისა და Iron Man-ის ფილმების ახალი ქასთით გადაღებას გეგმავს
ფოტო: Marvel
Marvel გეგმავს X-Men-ისა და მომავალში ტონი სტარკის როლების განახლებას Avengers: Secret Wars-ის შემდეგ, ამბობს კომპანიის პრეზიდენტი, კევინ ფაიგი
Marvel-ის კინემატოგრაფიულ სამყაროში მალე სრულიად ახალი X-Men-ის გუნდი გამოჩნდება — და საბოლოოდ მას ახალი ტონი სტარკიც შეუერთდება.
პრესასთან საუბრისას Marvel Studios-ის პრეზიდენტმა, კევინ ფაიგიმ დაადასტურა, რომ 2027 წლისთვის დაანონსებული Avengers: Secret Wars-ის გამოსვლის შემდეგ კომპანია გეგმავს X-Men-ის ცნობილი მუტანტების როლების განახლებას ახალი ფილმისთვის, რომლის რეჟისორიც იქნება ჯეიკ შრეიერი.
X-Men-ის მუტანტები
ფოტო: Marvel
2026 წელს გამოვა Avengers: Doomsday, სადაც ძველი თაობის X-Men-ის მსახიობები კიდევ ერთხელ დაუბრუნდებიან თავიანთ ცნობილ პერსონაჟებს. მათ შორის არიან პატრიკ სტიუარტი, იან მაკკელენი, ალან კამინგი, რებეკა რომეინი, ჯეიმს მარსდენი და კელსი გრამერი. სტიუარტმა უკვე განასახიერა ჩარლზ ქსავიე 2022 წლის Doctor Strange in the Multiverse of Madness-ში, ხოლო გრამერი 2023 წლის The Marvels-ის შემდგომ სცენაში კვლავ ჰენკ მაკკოის როლში გამოჩნდა. თუმცა, მომავალ პროექტებში X-Men-ის პერსონაჟებს ახალი მსახიობები შეასრულებენ, მათ შორის იქნებიან ახალი მუტანტებიც, რომლებიც პირველად გამოჩნდებიან დიდ ეკრანზე.
"ჩვენ ვცდილობთ ამ ისტორიით არა მხოლოდ დავასრულოთ ის, რასაც Endgame-ის შემდეგ ვყვებოდით, არამედ — რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია — Secret Wars-ის კომიქსებში აღწერილი მოვლენებით ჩვენი მომავალი განვსაზღვროთ," — ამბობს ფაიგი. "Endgame იყო დასასრულების ისტორია. Secret Wars კი ახალი დასაწყისების ამბავია."
ფაიგიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ცვლილება არ ნიშნავს, რომ ფილმებში იგივე სცენარები განვითარდება, რომლებიც უკვე ვიხილეთ. მისივე თქმით, Secret Wars Marvel-ის სამყაროსთვის ახალი დასაწყისი იქნება.
ფაიგის თქმით, X-Men-ის კომიქსები ყოველთვის ახალგაზრდებზე ორიენტირებულ ამბებს გვიყვებოდა, რომელთაც თავი უცხოდ ან საზოგადოებისთვის მიუღებლად წარმოუდგენიათ. "ეს არის უნივერსალური ისტორია — განსხვავებული ხარ, არ ხარ იმ ადგილას, სადაც გრძნობ, რომ შენი ადგილია. სწორედ ესაა მუტანტების არსი, და სწორედ ამ გზით ვაპირებთ წასვლას," — ამბობს ფაიგი.
ფაიგიმ ისიც დაადასტურა, რომ Marvel-ის სხვა პერსონაჟებიც, მათ შორის ტონი სტარკი და სტივ როჯერსი, მომავალში ახალი მსახიობებით განახლდებიან. მან გაიხსენა, რომ სხვა მსხვილ ფრენჩაიზებს არაერთხელ მოუწიათ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება.
"ემი პასკალი და დევიდ ჰეიმანი ახლა ახალი ჯეიმს ბონდის ძიებაში არიან," — აღნიშნა ფაიგიმ Amazon MGM-ის ბონდის ახალ პროექტზე საუბრისას. "დევიდ კორენსუეტი ახალი სუპერმენია — და ის შესანიშნავია. ასეთი ცვლილებები ყოველთვის ხდება."
ფაიგის თქმით, რთულია წარმოდგენა, რომ ვინმე შეცვლის ისეთი მსახიობების კვალს, როგორებიც რობერტ დაუნი უმცროსი ან კრის ევანსი არიან, თუმცა ეს შეუძლებელი არ არის.
"რთულია, როცა მსახიობმა ასე დასამახსოვრებლად შეასრულა როლი, ფილმში სხვა მსახიობით შეცვალო. მაგრამ როგორ ჩანაცვლდა შონ კონერი ჯეიმს ბონდში? ესეც შესაძლებელია," — დასძინა მან.
რაც შეეხება Marvel-ის ბლოკბასტერ Deadpool & Wolverine-ის გაგრძელებას, სადაც რაიან რეინოლდსი და ჰიუ ჯეკმანი მონაწილეობენ, ფაიგიმ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა არ გამორიცხავს მათი პერსონაჟების დაბრუნებას. "ვფიქრობ, ორივე მათგანის ისტორიებში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი," — აღნიშნა მან. "ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები."
-
რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
გადახედვა
-
უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
-
რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება
გადახედვა
-
7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე 7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე
-
Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია
გადახედვა
-
რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა
გადახედვა
-
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა
-
როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება
გადახედვა
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
-
რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე? რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე?
გადახედვა
-
საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს
გადახედვა
-
GymBreeze და კოკა-კოლა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ GymBreeze და კოკა-კოლა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ
-
"არ მგონია, რომ რაიმე ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ" — შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე "არ მგონია, რომ რაიმე ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ" — შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა | გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა | გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა
-
ზელენსკი პუტინს ომის დასრულებაზე შეხვედრას თავაზობს ზელენსკი პუტინს ომის დასრულებაზე შეხვედრას თავაზობს
გადახედვა
კომენტარები