ოლივია როდრიგომ ფსიქოთერაპია ტურის ყველა თანამშრომელს დაუფინანსა
ფოტო: Getty Images
როგორც ჩანს, ოლივია როდრიგოს მიერ თავისი გუნდისთვის შერჩეულმა თერაპევტებმა მართლაც დიდი შედეგი გამოიღეს.
22 წლის მომღერალმა, საერთაშორისო ჰიტის, Vampire-ის შემსრულებელმა ოლივია როდრიგომ და მისმა ტურნეს მენეჯერმა, მარტი ჰომმა მთელი გუნდისთვის უფასო და ხელმისაწვდომი თერაპია უზრუნველყვეს — ამის შესახებ ოლივიას ბენდის წევრმა, რითმ გიტარისტმა დეიზი სპენსერმა ისაუბრა პოდკასტში The StageLeft Podcast.
"ასეთი რამ ჩემთვის პირველი იყო," — აღნიშნა 31 წლის სპენსერმა წამყვან კრისტოფერ სიმპსონთან საუბრისას. "ამან თერაპიის მნიშვნელობის მიმართ გრძნობები თავიდან გამიღვიძა, რადგან თერაპიაზე დიდი ხნის განმავლობაში მქონდა მიტოვებული ფიქრი."
ოლივია როდრიგო
ფოტო: oliviarodrigo
როდრიგომ და სპენსერმა ახლახან, 1 ივლისს დაასრულეს Guts ტურნეს 102-კონცერტიანი სერია და ასევე წარმატებულად წარდგნენ მსმენელის წინაშე გლასტონბერის ფესტივალზე, სადაც მათ სცენაზე ლეგენდარული როკ-ჯგუფის, The Cure-ის ფრონტმენი, რობერტ სმიტიც შეუერთდა. პოდკასტში საუბრისას სპენსერმა როდრიგო "ყველა დროის ყველაზე საოცარ ბოსად" მოიხსენია და ტურნეს მსვლელობისას ბენდის წევრების ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის დაცვაზე ისაუბრა.
"მოულოდნელად უფასო რესურსი გამომიჩნდა — ფანტასტიური თერაპევტები — და მთლიანად გამოვიყენე ეს შესაძლებლობა," — თქვა მან. "თერაპევტებს ვხვდებოდი კვირაში ერთხელ ან ორჯერ, ან როცა მეხერხებოდა. ფსიქოლოგებთან ვიზიტი მაშინაც შეგვეძლო, როცა ტურნეს დაპაუზებული იყო."
ფოტო: Getty Images
როდრიგოს მამა, კრის როდრიგო, ოჯახური თერაპევტია, და მომღერალს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ თერაპია თავად 16 წლიდან დაიწყო.
"ეს ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი, ცხოვრების მთლიანად შემცვლელი მომენტი იყო," — უთხრა მან CBS Sunday Morning-ს 2021 წელს, — "ჩემს თავზე უამრავი რამ ვისწავლე."
მართალია, Guts-ის ტურნე დასრულებულია, თუმცა როდრიგო ზაფხულის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ფესტივალზე გამოვა, მათ შორის 1-ელ აგვისტოს, სადაც ის Lollapalooza-ზე მთავარ შემსრულებლად წარდგება.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები