გაამრავლე ერთი ასად — საქართველოს ბანკი აგრობიზნესის მხარდასაჭერ კამპანიას აგრძელებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
აგრობიზნესის მხარდასაჭერად და სასოფლო-სამეურნეო მიმართულების განვითარების მიზნით, საქართველოს ბანკი კამპანიას "გაამრავლე ერთი ასად“ აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, აგრობიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ბანკისგან ფინანსური მხარდაჭერა შეღავათიანი პირობებითა და მოქნილი გრაფიკით მიიღონ, ამასთან, თანადაფინანსებით ისარგებლონ.
კამპანიის ფარგლებში, შეღავათიანი პირობებით სარგებლობა შეუძლია სხვადასხვა მიმართულების აგრობიზნესს, რომლის მიზანი საქმიანობის გაფართოებაა, ან დამწყებ მეწარმეს, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვა სურს. დაფინანსების მოპოვება მომხმარებლებს სხვადასხვა მიზნობრიობით შეუძლიათ. მათ შორის:
მრავალწლიანი კულტურების გასაშენებლად
ლურჯი მოცვის, თხილის, დაფნის, ვაშლის, გოგრა ბალისა და მსხლის ბაღების გაშენებისა თუ მოვლა-პატრონობისთვის. 3-4 წლის განმავლობაში მომხმარებლებს ყველა ხარჯის დაფინანსება შეღავათიანი პირობებითა და მოქნილი გრაფიკით შეუძლიათ. საგულისხმოა, რომ აგროდაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, მომხმარებელი გადახდას მოსავლის აღების შემდეგ დაიწყებს. პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთია ლარში 15.08%, სუბსიდია კი საპროცენტო განაკვეთის 11%-მდე თანადაფინანსებას გულისხმობს.
ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად
ბოსტნეულის, მარცვლეულის ან სხვა ერთწლოვანი კულტურების დასათესად, მოსაყვანად და მოსავლელად, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლონ და მიიღონ სპეციალური, მათ საჭიროებებზე მორგებული პირობები.
პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 15.08%, რომელზეც 12 თვის განმავლობაში 11%-მდე სუბსიდია მოქმედებს.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, აგრეგატების და მისაბმელი საშუალებების შესაძენად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს შეღავათიან აგროკრედიტს სთავაზობს. აგროკრედიტის ფარგლებში მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ თანადაფინანსებით, წლიური 11%-მდე ოდენობით. ეფექტური საპროცენტო განაკვეთია ლარში 15.08% .
გარდა ამისა, ხელმისაწვდომია აგროკრედიტები მარნების მოსაწყობად და აგროტურიზმის განვითარებისთვის, ატმის ან ვაშლატამის ბაღების გაშენებისთვის, ან იონჯის მოსაყვანად. ყველა ტიპის აგროკრედიტზე სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
“კამპანიით "გაამრავლე ერთი ასად“ გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ აგრობიზნესსა და სოფლის მეურნეობაში ჩართულ მეწარმეებს, რომ ბანკი მათ საქმიანობაში აქტიურად უჭერს მხარს. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სხვადასხვა სეგმენტის საჭიროებებს და ვეძებთ თანამშრომლობის გზებს შეღავათიანი დაფინანსების წყაროების შეთავაზებისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის გაძლიერებითა და რეგიონებში მეწარმეობის წახალისებით გამოიხატება. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და გავაგრძელებთ მომხმარებლების საქმიანობის სპეციფიკაზე მორგებული პროდუქტების შემუშავებას“, — აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი.
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
კომენტარები