ჯეი დი ვენსი

15 Feb. 2025, 15:35

"მაშინ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან შეშფოთებულია ევროპულ უსაფრთხოებაზე და სჯერა, რომ შეგვიძლია რუსეთსა და უკრაინას შორის გონივრულ შეთანხმებამდე მისვლა, და ასევე გვჯერა, რომ მომდევნო წლებში ევროპამ დიდი ნაბიჯები უნდა გადადგას საკუთარი თავდაცვის დაფინანსებაში, ევროპასთან დაკავშირებით საფრთხე, რომელზეც მე ვღელავ ყველაზე მეტად, არ არის რუსეთი, არ არის ჩინეთი და არ არის რომელიმე სხვა გარე აქტორი. მე შიგნიდან მომავალ საფრთხეზე ვღელავ. ევროპის უკან დახევა მისი ფუნდამენტური ღირებულებებისგან, რომლებსაც ის შეერთებულ შტატებთან იზიარებს.

შოკირებული ვიყავი, როდესაც ყოფილი ევროპელი კომისარი ცოტა ხნის წინ ტელევიზიაში გამოვიდა და აღფრთოვანებული ჩანდა, რომ რუმინეთის მთავრობამ არჩევნები გააბათილა. მან გაგვაფრთხილა, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, იგივე რამ გერმანიაშიც შეიძლება მოხდეს...

სამწუხაროდ, როდესაც დღევანდელ ევროპას ვუყურებ, ხანდახან არც ისე ნათელია რა დაემართა ცივი ომის ზოგიერთ გამარჯვებულს. ვუყურებ ბრიუსელს, რომლის კომისრებიც მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ სოციალური მედიის დახურვას გეგმავენ სამოქალაქო მღელვარებების პერიოდში, მომენტში, როდესაც ისინი დაინახავენ "სიძულვილის შემცველ კონტენტს"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
  2. ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
  3. ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
  4. პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
  5. "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე

"ინტერ რაო" წარმოადგენს "თელასის" არაპირდაპირ მფლობელს. ამასთან, თავად "თელასი" არ არის შეყვანილი სანქცირებულ პირთა…