"წარმოუდგენელია" — ნობელიანტი ჟურნალისტი მზია ამაღლობელის დაკავებაზე
ფოტო: AFP / Fabrice Coffrini | ფორმულა
ცნობილი ფილიპინელი ჟურნალისტი და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მარია რესა ქართველი მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის, დაკავებას ეხმაურება. ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი 14 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, სწორედ რესას წიგნით როგორ დავამარცხოთ დიქტატორი გამოჩნდა.
"47-დღიანი პროტესტის შემდეგ... წარმოუდგენელია. თავისუფლება საქართველოს", — წერს ნობელიანტი ჟურნალისტი X-ზე. მოგვიანებით მან თავის ნახევარ მილიონზე მეტ გამომწერს ამაღლობელის საქმეზე ევრონიუსის სტატია და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ამსახველი ვიდეომასალაც გაუზიარა.
აღსანიშნავია, რომ ფილიპინური ვებგამოცემა Rappler-ის დამფუძნებელი მარია რესა, რომელიც CNN-ის გამომძიებელი ჟურნალისტიც იყო, ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს, კრიტიკის გამო თავადაც გამხდარა სამშობლოში დევნის ობიექტი. იგი ფილიპინების ხელისუფლებამ დააკავა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დამნაშავედ ცნო. როგორ დავამარცხოთ დიქტატორი სწორედ ავტორისეულ გამოცდილებებს ეყრდნობა და ციფრულ ეპოქაში აღმოცენებულ საფრთხეებზე ჰყვება. წიგნის ქართული თარგმანის წარდგენას თბილისში გასულ წელს თავად რესაც ესწრებოდა. ამასთან, იგი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს წინა თვეშიც გამოეხმაურა და პროტესტის მონაწილეებს მხარდაჭერა ვიდეომიმართვით გამოუცხადა.
რაც შეეხება მზია ამაღლობელის საქმეს, ქართველი მედიამენეჯერი რამდენიმე დღის წინ ორჯერ დააკავეს; პირველად ბათუმის პოლიციის სამმართველოს ეზოს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის, რის გამოც მანამდე კიდევ 9 ადამიანი დააკავეს. რამდენიმე საათში, ამაღლობელი, სამ სხვა დაკავებულთან ერთად, გაათავისუფლეს, მაგრამ მალევე ისევ დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ბათუმელები/ნეტგაზეთის გავრცელებულ ვიდეოში ისმის, როგორ აგინებს ამაღლობელს საქმეზე დაზარალებულად მიჩნეული ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი. ჟურნალისტმა თავადაც ისაუბრა პოლიციელის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ.
ამაღლობელის დაკავებას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ჟურნალისტის საქმიანობის გამო პოლიტიკური მოტივით დევნად და პრესის თავისუფლებაზე თავდასხმად აფასებენ. დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, 14 იანვარს ქართული ტელეარხებისა და ონლაინგამოცემების ნაწილი გაიფიცა და პროტესტის ნიშნად მუშაობა შეაჩერა.
-
როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება? — ახალი ბრძანების დეტალები როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება? — ახალი ბრძანების დეტალები
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება 10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება
გადახედვა
-
რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
გადახედვა
-
უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
-
რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება
გადახედვა
-
Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია
გადახედვა
-
რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი
გადახედვა
-
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა
-
როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება
გადახედვა
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში?
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს
გადახედვა
-
მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება
გადახედვა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
-
საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს
გადახედვა
-
GymBreeze და კოკა-კოლა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ GymBreeze და კოკა-კოლა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ
-
"არ მგონია, რომ რაიმე ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ" — შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე "არ მგონია, რომ რაიმე ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ" — შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა | გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა | გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა
კომენტარები