თუ არასრულწლოვანი ხარ — იცოდე შენი უფლებები
რა ასაკის ადამიანი ითვლება არასრულწლოვანად?
ზოგადად, 18 წლამდე ასაკს მიუღწეველი პირი არასრულწლოვანია. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისთვის, არასრულწლოვანად მიიჩნევა პირი, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი, ხოლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის შეუსრულდა 14 წელი.
აქვს თუ არა არასრულწლოვანს აქციებზე ყოფნის უფლება?
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ტატა ჭანკვეტაძე გვეუბნება, რომ არასრულწლოვანის გამოხატვის, შეკრების და მანიფესტაციის უფლება ასაკობრივად შეზღუდული არ არის.
მშვიდობიანი შეკრების უფლებაზე საუბარია ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-15 მუხლში. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-17 მუხლით "საქართველოში ყველა ბავშვს აქვს უფლება, გაერთიანდნენ და მიიღონ მონაწილეობა მშვიდობიან შეკრებაში".
გახსოვდეს: თუ თქვენ ხართ ბავშვი და გაქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციაში, ამის უფლება გაქვთ.
სახელმწიფომ საჯარო სივრცეში შეკრების დროს, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისას უნდა უზრუნველყონ ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. პოლიცია ვალდებულია შეკრებების დროს საზოგადოებრივი წესრიგისა და სხვა ადამიანების უსაფრთხოების დაცვის პარალელურად განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს აქციაზე მყოფი არასრულწლოვანების დაცვას.
გახსოვდეთ: სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებული არიან ჰქონდეთ ბავშვებთან აქტიური, მშვიდი და მეგობრული კომუნიკაცია.
თუ პოლიციელი გაგაჩერებთ, თქვენ უფლება გაქვთ:
- მოსთხოვოთ სამსახურებრივი მოწმობის ჩვენება, რათა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად პოლიციელს ესაუბრებით;
- დაიმახსოვრეთ მისი სახელი და გვარი;
- დაიმახსოვრეთ ეკიპაჟის ნომერი;
- სთხოვეთ პოლიციელს ჩართოს სამხრე კამერა;
- შეგიძლიათ თავად ჩართოთ ტელეფონი და თქვენი პოლიციელთან კომუნიკაცია გადაიღოთ
პოლიციელს თქვენი გაჩერების უფლება აქვს, თუ:
- პოლიციელმა მიგამსგავსათ ძებნილ პირს,
- არსებობს ვარაუდი რომ სამართალდარღვევა ჩაიდინეთ
- იმყოფებით დანაშაულის/ საგზაო შემთხვევის, ან საპოლიციო კონტროლს დაქვემდებარებულ ადგილზე,
- თან გაქვთ იარაღი
თუ პოლიცია გეუბნებათ, რომ უნდა უპასუხოთ კითხვებზე, ან გაჰყვეთ განყოფილებაში, ასეთ სიტუაციაში თქვენ(არასრულწლოვანმა) პოლიციელს უნდა უთხრათ, რომ თქვენ ხართ არასრულწლოვანი, შესაბამისად, კანონიერი წარმომადგენლის (მასში იგულისხმება არასრულწლოვანის ახლო ნათესავი, მხარდამჭერი, მეურვე, მზრუნველი) გარეშე არ უპასუხებთ კითხვებზე და არ გამოცხადდებით პოლიციაში.
თავის მხრივ, პოლიცია ვალდებულია არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე.
აქვს თუ არა პოლიცია არასრულწლოვანისთვის ფოტოს გადაღების უფლება?
პოლიციელს თქვენთვის ფოტოს გადაღება შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ:
- კავშირი გაქვთ სამართალდარღვევის ჩადენასთან და პოლიციელმა ვერ მოახერხა თქვენი იდენტიფიცირება;
- პოლიციელმა გამოკითხვითაც ვერ დაადგინა თქვენი ვინაობა.
- თუ არსებობს ვარაუდი, რომ თქვენ მიერ მიწოდებული მონაცემები და დოკუმენტები არ ასახავს თქვენს ვინაობას.
გახსოვდეთ: პოლიციამ ფოტოს გადაღებისას აუცილებლად უნდა შეადგინოს ოქმი.
შეიძლება თუ არა არასრულწლოვანის ზედაპირული დათვალიერება/გაჩხრეკა?
ზედაპირული შემოწმება ნიშნავს ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას.
გახსოვდეთ: ზედაპირული შემოწმებისას დაუშვებელია: ჯიბეში ხელის ჩაყოფა, ჩანთის გაჩხრეკა, გაშიშვლების მოთხოვნა, ტანსაცმლის შიგნიდან შემოწმება. ზედაპირული შემოწმებისას აუცილებლად უნდა შედგეს ოქმი.
გახსოვდეთ: პოლიციელს ზედაპირული ჩხრეკისას არ აქვს უფლება ნახევარ საათზე მეტხანს დაგაყოვნოთ.
ჩხრეკა ტარდება სასამართლოს განჩინებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში — დადგენილებით.
ჩხრეკა, თუ ის არასრულწლოვანის ნაწილობრივ, ან მთლიანად გაშიშვლებას გულისხმობს, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ სასამართლოს განჩინებით, არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის, ხოლო არასრულწლოვანის სურვილის შემთხვევაში – აგრეთვე ადვოკატის თანდასწრებით.
თუ არასრულწლოვანი თანახმა არ არის, რომ ჩხრეკას მისი კანონიერი წარმომადგენელი ესწრებოდეს, პროცესს ესწრება შესაბამისი სქესის სამართალდამცველი.
შესაძლებელია თუ არა არასრულწლოვანის დაკითხვა/გამოკითხვა?
გამოკითხვა ნიშნავს მომხდარი დანაშაულის შესახებ პოლიციისთვის ინფორმაციის მიწოდებას. ეს პროცესი ნებაყოფლობითია და ბავშვს უფლება აქვს უარი თქვას პოლიციაში გამოკითხვაზე. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, ბავშვის დაკითხვა მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს.
14 წლამდე ასაკის პირის გამოკითხვა/დაკითხვა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და თანდასწრებით.
თუ თქვენ დაგიბარეს მოწმის სტატუსით, უფლება გაქვთ:
- თქვენ ინფორმაცია უნდა მიიღოთ თქვენთვის გასაგები და აღქმადი ფორმით
- უნდა გყავდეთ ადვოკატი,
- უნდა იცოდეთ რა საქმესთან დაკავშირებით ხართ დაბარებული მოწმედ,
- თუ სათანადოდ არ იცით ქართული ენა, ჩვენება მისცეთ თქვენთვის გასაგებ ენაზე, სახელმწიფოს ხარჯზე ისარგებლოთ თარჯიმნის მომსახურებით
- გაეცნოს თქვენი მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტს, ასევე შენიშვნა, დამატება ან ცვლილება შეიტანოთ მასში
- არ მისცეთ ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
დაიმახსოვრეთ: მოწვეული არასრულწლოვანის პოლიციაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს.
თუ არასრულწლოვანის გამოკითხვა პოლიციაში დიდხანს გრძელდება, ის აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაფერისი საკვებითა და სასმელი წყლით არანაკლებ ყოველ 4 საათში ერთხელ და საპირფარეშოთი შეუზღუდავად სარგებლობის უფლებით.
დაიმახსოვრეთ: აკრძალულია არასრულწლოვანის გამოკითხვა 22:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში.
არასრულწლოვანის გამოკითხვა/დაკითხვას თუ მისი კანონიერი წარმომადგენელი და ადვოკატი არ ესწრება, ასეთ ვითარებაში მიღებული ინფორმაცია არ შეიძლება კანონიერად იქნას მიჩნეული.
როგორ უნდა მოიქცეს არასრულწლოვანი, თუ პოლიცია მისგან მუქარით ცდილობს ინფორმაციის მიღებას?
არასრულწლოვანს უფლება აქვს:
პოლიციელის მხრიდან განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ სამართალდამცავ ორგანოებს, დარეკეთ გენინსპექციის ცხელ ხაზზე 126.
აქვს თუ არა ჟურნალისტს არასრულწლოვანის ჩაწერის უფლება?
არასრულწლოვანთან ინტერვიუ მისი თანხმობის საფუძველზე დასაშვებია, თუ მან 16 წლის ასაკს მიაღწია, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანის შესახებ ნებართვა შეიძლება გაიცეს მისი მშობლის, ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
შეიძლება თუ არა 16 წელს მიღწეული პირის დაკავება?
16 წელს მიღწეული პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება უკიდურეს შემთხვევაში არის შესაძლებელი.
ასეთ დროს პოლიციელი ვალდებულია:
- დაკავებულ პირს დაუყოვნებლივ განუმარტოს დაკავების საფუძველი და უფლებები;
- დაუყოვნებლივ შეატყობინოს არასრულწლოვანის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს;
- მიიყვანოს დაკავებული პოლიციის უახლოეს განყოფილებაში;
- შეადგინოს დაკავების ოქმი და გააცნოს ის დაკავებულს;
- არაუგვიანეს 24 საათისა წარუდგინოს სასამართლოს.
და ბოლოს — ბავშვთან შემხებლობაში მყოფ პოლიციელს გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური სწავლება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.
სტატია მომზადდა On.ge-ს მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია on.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.
-
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სიცხე ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის — ახალი კვლევა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სიცხე ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის — ახალი კვლევა
გადახედვა
-
The Testaments-ის მეორე სეზონზე მუშაობა დაიწყო — რას ამბობენ სერიალის შემქმნელები The Testaments-ის მეორე სეზონზე მუშაობა დაიწყო — რას ამბობენ სერიალის შემქმნელები
გადახედვა
-
CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის
გადახედვა
-
ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]" ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]"
გადახედვა
-
ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე
გადახედვა
-
"თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა "თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა
გადახედვა
-
ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო
გადახედვა
-
ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში
-
რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას
გადახედვა
-
ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ
გადახედვა
-
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
-
საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა
-
ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება
გადახედვა
-
გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა
გადახედვა
-
დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი
გადახედვა
-
სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება! სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება!
-
მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა მეთიუ პერის პირად ასისტენტს 41-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა

კომენტარები