ახალი ტოიოიტა ქემრი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
ფოტო: ტოიოტა
ტოიოტა კავკასიამ რეგიონში სეგმენტის ლიდერის სრულიად ახალი ვერსია, მე-9 თაობის ქემრი წარადგინა. ღონისძიებას ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ავტოენთუზიასტები და ტოიოტა ქემრის ლოიალური მომხმარებლები ესწრებოდნენ.
ახალი მოდელის პრეზენტაციის ოფიციალური ნაწილი ზუგდიდში, დადიანების სასახლეში გაიმართა. თუმცა, მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ტესტდრაივის ნაწილი იყო. ღონისძიების სტუმრებმა ტოიოტას ფლაგმანი ავტომობილი სხვადასხვა ტიპის გზაზე გამოსცადეს. მარშრუტი რამდენიმე საინტერესო მონაკვეთისგან შედგებოდა, სადაც მონაწილეებმა მონაცვლეობით მართეს სრულიად ახალი და წინა თაობის ტოიოტა ქემრი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღეს.
ფოტო: ტოიოტა
ტესტდრაივი ქალაქ ზუგდიდში დაიწყო. ქალაქში მოძრაობის შემდეგ სტუმრებმა გეზი ეთნო სოფელ სისატურასკენ აიღეს, შემდეგ კი მარშრუტი ადგილობრივი საინჟინრო საოცრების- ენგურჰესისკენ გაგრძელდა. მგზავრობისას სტუმრებმა ტოიოტა ქემრის აჩქარება, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი და ზოლიდან ზოლში გადასვლის დამხმარე სისტემები გამოსცადეს.
ქემრი უკვე თითქმის 40 წელია ტოიოტას გლობალური მოდელია. სეგმენტის განმსაზღვრელი სედანი არაერთხელ გახდა ბესტსელერი და ბრენდის ფლაგმანი სხვადასხვა ბაზარზე. მისი პირველი წარდგენიდან დღემდე, მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 21 მილიონზე მეტი ერთეული.
ახალი ქემრი ინარჩუნებს ყველა იმ თვისებას, რაც სედანის მოყვარულ მძღოლებს შორის მის პოპულარობას განაპირობებს. ახალ მოდელში ყურადღება გამახვილებულია როგორც დიზაინის, ასევე მართვის გამოცდილების გაუმჯობესებაზე, ამასთან შენარჩუნებულია სედანობის შეგრძნება.
დახვეწილი სედანი აერთიანებს მაღალი ხარისხის ელეგანტურობას, დინამიკურ იერს და გზაზე სრული კონტროლის შეგრძნებას. ამ მომხიბვლელი კონტურების მქონე ავტომობილს გააჩნია საკმაოდ მტკიცე ძარა და შედარებით დაბალი ხუფი უკეთესი ხილვადობისთვის. ის ხელმისაწვდომია რამდენიმე გამორჩეულ ფერში.
ფოტო: ტოიოტ
მანქანის ახალი დიზაინი მაშინვე იქცევს ყურადღებას. სიახლეა ავტომობილის წინა ნაწილში, ახალი ცხაურა, მკვეთრად შეცვლილი ფარები და მძლავრი ხაზები, რომლებიც მანქანის სიგრძეზეა განლაგებული. ინტერიერის ახალი დიზაინი უზრუნველყოფს ღია კაბინის შეგრძნებას მძღოლისა და წინა მგზავრისთვის. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ინტერიერში გამოყენებული მასალებისა და ზედაპირების შესანიშნავი შერწყმა, რაც მძღოლებისთვის პრემიალურ გარემოს ქმნის.
ახალი ქემრი აღჭურვილია მეხუთე თაობის ჰიბრიდული ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს მეტ სიმძლავრეს, უკეთეს ეფექტიანობას და მართვის უფრო სასიამოვნო გამოცდილებას.
ტოიოტა ქემრი აღჭურვილი 2.5 ლიტრიანი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძრავით, რომელიც უზრუნველყოფს ბრუნის მეტ მომენტს დაბალ სიჩქარეებზე, ასევე გამორჩეულ სიმძლავრეს მაღალ სიჩქარეებზე, უკეთეს მგრძნობელობას და მარტივად აჩქარების უნარს.
წლევანდელ მოდელში წარმოდგენილია ახალი მულტიმედიური სისტემები და ციფრული მართვის პანელი, რაც უზრუნველყოფს მარტივ, სწრაფ კავშირსა და უკუკავშირს.
თანამედროვე სალონი აღჭურვილია 9 დუიმიანი მულტიმედიური სენსორული მონიტორით, რაც გამიზნულია ავტომობილის თავდაჯერებული მართვისთვის. ეს მულტიმედიური ეკრანი საშუალებას გაძლევთ მარტივად იპოვოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ, მათ შორის ნავიგაცია, მუსიკა, Apple CarPlay™ ან Android Auto™.
ფოტო: ტოიოტა
ამასთან, ახალი მოდელი სტანდარტულად აღჭურვილია Toyota Safety Sense-ის უახლესი თაობის უსაფრთხოების პაკეტით, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლის დახმარების კომპლექსურ სისტემებს.
• Toyota-ს მსოფლიო კლასის სედანის დიზაინი უფრო გლუვი და სპორტულია, ე.წ. “hammerhead” წინა ნაწილითა და ახალი სტილის ფარებით.
• ინტერიერის განახლებული დიზაინი ქმნის დახვეწილ და თანამედროვე გარემოს პრემიალური შეგრძნებით.
• მეხუთე თაობის Toyota-ს ჰიბრიდული ელექტრული ტექნოლოგია უზრუნველყოფს უფრო მეტ სიმძლავრეს, გაუმჯობესებულ ეფექტიანობას და მეტ სიამოვნებას მართვისგან.
• ახალ ქემრიში შეხვდებით Toyota-ს უახლეს მულტიმედიური სისტემებსა და ახალ, პერსონალიზებად ციფრული მართვის პანელს.
• ახალი ქემრი ასევე აღჭურვილია Toyota Teammate-ის უსაფრთხოების და მძღოლის დახმარების სისტემების კიდევ უფრო განვითარებული ფუნქციებით.
ახალი ახალი ქემრის შეძენა შესაძლებელია ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან ტოიოტა ცენტრი თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრი ბათუმში.
-
თიბისი მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები თიბისი მოსწავლის ბარათის აპრილის თვის შეთავაზებები
-
სტამბოლში ისრაელის საკონსულოს შენობასთან სროლა იყო სტამბოლში ისრაელის საკონსულოს შენობასთან სროლა იყო
გადახედვა
-
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბის რეაბილიტაცია აქუალიას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განახორციელა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბის რეაბილიტაცია აქუალიას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განახორციელა
-
კახა კალაძემ დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში აშშ-ის სახდეპის დელეგაციას ელოდებიან კახა კალაძემ დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში აშშ-ის სახდეპის დელეგაციას ელოდებიან
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge-ზე ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge-ზე
-
The New York Times: ირანმა აშშ-ს საკუათარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა The New York Times: ირანმა აშშ-ს საკუათარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა
გადახედვა
-
ეს 10+ ქვიზი მარტში მოგიმზადეთ — ნახე, რომელიმე ხომ არ გამოგრჩა ეს 10+ ქვიზი მარტში მოგიმზადეთ — ნახე, რომელიმე ხომ არ გამოგრჩა
გადახედვა
-
რამზან კადიროვი "მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის" დააჯილდოვეს რამზან კადიროვი "მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის" დააჯილდოვეს
გადახედვა
-
მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
გადახედვა
-
POLITICO: ჯეი დი ვენსი მზადაა ჩაერთოს აშშ-ირანის მოლაპარაკებებში, თუ მიმდინარე კომუნიკაცია მაღალი დონის შეხვედრებში გადაიზრდება POLITICO: ჯეი დი ვენსი მზადაა ჩაერთოს აშშ-ირანის მოლაპარაკებებში, თუ მიმდინარე კომუნიკაცია მაღალი დონის შეხვედრებში გადაიზრდება
გადახედვა
-
არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის
-
ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა — ის ვიქტორ ორბანს შეხვდება ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა — ის ვიქტორ ორბანს შეხვდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
-
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან
გადახედვა
-
საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის საფასური არანაკლებ $20 და არაუმეტეს $500 იქნება საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის საფასური არანაკლებ $20 და არაუმეტეს $500 იქნება
გადახედვა
-
სერბი სამხედრო მაღალჩინოსნები უნგრეთის გაზსადენთან დაკავშირებულ ინციდენტში უკრაინის მონაწილეობას უარყოფენ სერბი სამხედრო მაღალჩინოსნები უნგრეთის გაზსადენთან დაკავშირებულ ინციდენტში უკრაინის მონაწილეობას უარყოფენ
გადახედვა
-
27-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი 27-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
ისრაელ კაცი: ისრაელმა ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტზე იერიში მიიტანა ისრაელ კაცი: ისრაელმა ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტზე იერიში მიიტანა
გადახედვა
კომენტარები